თარგმანი: თჳთ მათვე ჰკითხავს, ვითარმედ: ვინაჲთგან ესოდენსა ამას საიდუმლოსა ქრისტეს ჩუენთჳს ჯუარცუმისასა დამვიწყებელ ხართ, ამისიღა მინებს თქუენგან ცნობაჲ: პირველ მადლისა, ოდეს-იგი შჯულსა შინა იყვენით, მაშინვე გაქუნდაა სული იგი მადლისაჲ? ანუ აწღა მადლისაგან მიიღეთ, რომელი-იგი არა გაქუნდა შჯულისა მიერ? — აწ უკუე, უკუეთუ სმენითა სარწმუნოებისაჲთა შეგემატა, რაჲ-იგი პირველ არა გაქუნდა შჯულსა შინა, და იქმნენით არა ხოლო მხილველ, არამედ მოქმედცა ნიშებისა და სასწაულებისა, რადღა დაუტევეთ სარწმუნოებაჲ და მიიქცევით შჯულისა?
1. ეჰა, უგუნურო გალატელნო! ვინ მოგნუსხათ ისე, რომ აღარ ემორჩილებით ჭეშმარიტებას? თქვენ, ვის თვალწინაც გამოისახა იესო ქრისტე, როგორც თქვენშივე ჯვარცმული?2. მხოლოდ ეს მინდა ვიცოდე თქვენგან: რჯულის საქმეთაგან მიიღეთ სული თუ რწმენის შესმენით?3. ნუთუ იმდენად უგუნურნი ხართ, რომ სულით დაიწყეთ და ხორცით კი ამთავრებთ?
გალატელთა მიმართ თავი 3