მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გამოსვლა 20:14

13. არა კლა.14. არ იმრუშო.15. არ იქურდო.
გამოსვლა თავი 20
14. არ იმრუშო.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თავი გ̂. სიყუარულისათჳს თითოეულად თჳნიერ თუალთ-ხუმისა მსგავსად შჯულისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ რომელმან-იგი თქუა — "ნუ იმრუშებ" (გამოს. 20,14) მანვე თქუა: "ნუ კაც-ჰკლავ" (გამოს. 20,13). ხოლო უკუეთუ იმრუშო არა და კაც-ჰკლა, იქმენ გარდამავალ შჯულისა (2,11).:

...ს მისვე პავლეს თანა ერთ-ჴმა არს, ვითარმედ დაღაცათუ ჴორცნი დასაწუველად მისცნეს კაცმან, თჳნიერ სიყუარულისა არარად სარგებელ ეყოფვის. და ერთისა ამის თავისა ყოველთა სათნოებათაჲსა, სიყუარულისაგან, ჴუებულ ყოფაჲ ზოგად ყოველთა სათნოებათაგან განჴუებულ ჰყოფს მას.

მოციქულისაჲ: რამეთუ რომელმან-იგი თქუა — "ნუ იმრუშებ" () მანვე თქუა: "ნუ კაც-ჰკლავ" (). ხოლო უკუეთუ იმრუშო არა და კაც-ჰკლა, იქმენ გარდამავალ შჯულისა (2,11).

თარგმანი: ამათ სიტყუათა მიერ ზოგად ყოველთა მცნებათა გარდასლვისაგან განგუაკრძალებს, რამეთუ ყოველნივე ზოგად მისვე თავადისა ღმრთისანი არიან. ამისთჳს გჳჴმს ძალისაებრი მოღუაწებაჲ ყოველთათჳს, რაჲთა არცა ერთისა მათგანისა გარდამავალ ვიქმნნეთ.

მოციქულისაჲ: ესრეთ იტყოდეთ და ესრეთ ჰყოფდით, ვითარცა შჯულისაგან აზნაურებისა განშჯადნი, რამეთუ საშჯელი უწყალო არს მათთჳს, რომელთა არა ყონ წყალობაჲ (2,12-13).

თარგმანი: შჯულად აზნაურებისა უწოდს თუალ-უხუაობასა საუკუნოჲსა საშჯელისასა, რომელსა ჴელმწიფებაჲ აქუს აზნაურებით და თავისუფლებით შჯად. ამისთჳს უწყალოდ შჯის მათ, რომელთა არა აქავე შეიწყალნენ თავნი თჳსნი მოქცევითა და სინანულითა, არამედ შეჰკადრონ ღმრთისა სულგრძელებასა და მოუქცეველ იქმნნენ ცოდვისა...

სრულად ნახვა
თავი ი̂ა. სახე სულისა აზნაურებისაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: უკუეთუ სულითა იქცეოდით, არა ხართ შჯულსა ქუეშე (5,18).:

...ეთ იტყჳს, ვითარმედ: რომელნი სულიერითა ამით სახარებისა ბრძანებითა ვიდოდინ, მათ რად უჴმს ძუელი იგი შჯული შემწედ? რამეთუ, რომელი არა განრისხნებოდის, მას რად უჴმს სმენად: "არა კაც-ჰკლა" ()? არცა, რომელი გულისთქუმით არა მიხედვიდეს, მისსა საჴმარ არს თქუმად: "არა იმრუშო" (). ესევითარი იგი აღარა შჯულსა ქუეშე არს, არამედ სულსა; რამეთუ ამით სიტყჳთა მოციქულმან დიდად აქო ძუელი შჯული, ვითარ ფრიად საჴმარ იყო მათთჳს, რომელთა ჯერეთ არღა მიეღო სული წმიდაჲ; რამეთუ წინაგანმამზადებელი იყო კაცთაჲ ამისსა მომართ.

მოციქულისაჲ: ხოლო ცხად არიან საქმენი ჴორცთანი, რომელ არიან: სიძვანი, მრუშებანი, არაწმიდებანი, ბილწებანი, კერპთმსახურებანი, მწამლველობანი, მტერობანი, ჴდომანი, შურობანი, გულისწყრომანი, წვალებანი, შფოთებანი, შურნი, კაცის-კლვანი, ლირწებანი, მთრვალობანი, სიღოდანი და მსგავსნი ამათნი (5,19-21).

თარგმანი: რაჟამს ჩუენ განვჰყოფდეთ ვნებათა ამათ, არა ყოველთა ჴორცთად ვიტყჳთ, არამედ შურსა და მტერობასა და მსგავსთა ამათთა — სულისად უწოდთ, ხოლო აწ მოციქული არა სულიერთა და ჴორციელთა ვნებათა განყოფილებასა ჰყოფს, საქმითსა და გონებითსა; რამეთუ საქმითი — ჴორცთაჲ არს, ხოლო გონებითი — სულისაჲ, არამედ ყოველსავე საღმრთოსა ს...

სრულად ნახვა
თავი გ̂. პეტრეს მიმართ სიტყჳსგებისათჳს, ვითარმედ სარწმუნოებითა და არა შჯულითა არს ცხორებაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ საქმეთაგან შჯულისათა არა განმართლდეს ყოველი ჴორციელი (2,16).:

...რციელი (2,16).

თარგმანი: შჯულისა საკუთარნი და თჳსნი საქმენი ესე იყვნეს: შაბათობანი და წინადაცუეთანი, კეთროვანთათჳს და მსხუერპლთა, პკურებათა და სხუათა მსგავსთა ამათთა, რომელთა ქმნაჲ დაღაცათუ წინა-გამომსახველი იყო დიდთა საიდუმლოთაჲ, არამედ მოქმედებაჲ მათი ვერვე განამართლებდა ყოველსა ჴორციელსა. ხოლო "არა იმრუშო" (), "არა კაც-ჰკლა" (), "არა იპარო" () — ესე და მსგავსნი ამათნი, არა ხოლო შჯულისაგან წიგნისა, არამედ თჳთ ბუნებითისაცა მისგან ღმრთივმოცემულისა ესწავებოდეს კაცთა. ამისთჳს, დაღაცათუ ახალი ესე უმაღლესსა ამათსა ასწავებს — ძირითურთ აღმოფხურასა ამათსა, არამედ აწცა იგინიცა საჴმარ და კეთილ არიან, ვითარცა ბუნებით ღმრთივდანერგულნი, მომჭრელნი ოდენ ვნებისა რტოთანი, ხოლო თჳსნი იგი და საკუთარნი შჯულისანი, რომელნი ზემო ვთქუენით, მის ჟამისანი ოდენ იყვნეს შემსგავსებულნი: მადიდებელნი დამცველთანი და მტანჯველნი გარდამავალთანი, ხოლო აწ ყოვლად არღარად საჴმარ არს ჭეშმარიტებასა შინა ჯერეთ პყრობაჲ სახეთაჲ.

სრულად ნახვა
თავი ჱ̂. რაჲთა ღირსებით და სიწმიდით ვცხოვნდებოდით, და არა სიტყჳთ, არამედ საქმით ვამხილებდეთ სიბოროტესა და სულითა აღვივსებოდით, გალობითა და არა ღჳნითა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო სიძვაჲ და ყოველი არაწმიდებაჲ გინა ანგაჰრებაჲ ნუცაღა სახელ-იდებინ თქუენ შორის, ვითარცა შუენის წმიდათა (5,3).:

...ათუ არა გუამთა, არამედ საფასეთა ტრფიალ არს. ამათ ესევითართა სახელისდებისაგანცა განგუაყენებს, რამეთუ ჴსენებაჲ ოდენ მათი აღმამრღუეველ არს გონებისა. ამითვე წესითა, შჯული პირველად ამას იტყჳს: "არა კაც-ჰკლა" (), რომელი გულისწყრომისა ნაყოფ არს, და მერმეღა — "არა იმრუშო" (), რომელი გულისთქუმისა ნაშობ არს; ხოლო ამათგან კრძალვაჲ და ძირითურთ აღმოფხურაჲ ამათი — არა ხოლო მსგავსებისა წმიდათაჲსა, არამედ თჳთ წმიდა-ქმნისაცა მომატყუებელ არს.

მოციქულისაჲ: და საძაგელებაჲ და სიტყუაჲ სიცოფისაჲ, გინა ლაღობაჲ, რომელი არა ჯერ-არს, არამედ უფროჲსად მადლობაჲ (5,4).

თარგმანი: ვითარცა-იგი ზემო ღაღადებისა მოსპობაჲ გუამცნო, რამეთუ ჰუნე არს იგი რისხვისაჲ, ეგრეთვე აქა საძაგელებასა, რომელ არს ბილწებით ზრახვაჲ, სიტყჳთურთ სიცოფისაჲთ, რომელ არს კადნიერებისა სიტყუაჲ, და ლაღობისა აღმოფხურად გუამცნებს, ვითარცა გზათა, აღმაზრზენელთა სიძვისათა. ხოლო შენ, რაჲთა არა შეუძლებელ გიჩნდეს მოკუეთაჲ ლაღობისაჲ, ამისთჳს ზედა-დაჰრთავს: "რომელი არა ჯერ-არს", რამეთუ არარაჲ ზიარებაჲ გუაქუს ჩუენ მის თანა, ვინაჲთგან არა ლაღობისა და სიცილისაჲ არს აწინდელი ესე ჟამი, არამედ ღუაწლისა და გლოვისაჲ, რომლისათჳს გუეტყჳს მოციქული, ვითარმედ: აჰა, ყოვლით...

სრულად ნახვა