...თი ბუნების კეთილშობილება დაღუპეს და ადამიანებიდან უგუნურ ცხოველთა მდგომარეობამდე დაეცნენ. ხოლო რომ ადამიანებსაც, გონიერ არსებებს, როცა ისინი უღმრთოებისკენ გადაიხრებიან და უგუნურ ვნებათა ტყვეობაში ჩავარდებიან, საღვთო წერილი მხეცთა სახელებს აძლევს, ისმინე, როგორ ამბობს ერთ ადგილას: „ცხენებ დედალთმბორგელ იქმნენ" (). შეხედე, როგორ ზღვარგადასულ გარყვნილობის გამო უტყვის სახელს აძლევს (ადამიანს). სხვაგან კი: „გესლი ასპიტთა ბაგეთა მათთა" (). აქ მათ გულისხმობს, ვინც ამ მხეცის (ასპიტის) მზაკვრობასა და ეშმაკობას მიბაძავენ. კვლავ სხვებს მუნჯ ძაღლებს უწოდებს (ეს 56:10–11) და კვლავ ამბობს: „ვითარცა ასპიტსა ყრუსა, რომელსა დაეყუნიან ყურნი მისნი" (), მათ გულისხმობს რა, ვინც სათნოების სწავლებისთვის ყურებს იხშობენ. ბევრი სახელი შეიძლება იპოვო, რომლებსაც საღვთო წერილი ადამიანებს აძლევს, რომლებიც დაუდევრობით საქონლის ვნებებში ჩავარდნენ. ეს არა მხოლოდ ძველ აღთქმაში, არამედ ახალშიც ჩანს. ისმინე, რას ეუბნება იოანე ნათლისმცემელი იუდეველებს: „ნაშობნო იქედნეთანო, ვინ გიჩუენა თქუენ სივლტოლაჲ მერმისა მისგან რისხვისა?" (
იერემია 5:8
7. როგორ გაპატიებ ამას? შენმა შვილებმა მიმატოვეს მე და ცრუ ღმერთებს იფიცებენ. მე დავაფიცე ისინი, მათ კი გარყვნილება დაიწყეს და საროსკიპოებს მიაწყდნენ.8. ატეხილი, ნასუქარი ულაყები არიან, ერთიმეორის ცოლებს შეჭიხვინებენ.9. როგორ დავტოვო დაუსჯელნი, ამბობს უფალი, ასეთ სალხს როგორ არ მიაგოს სამაგიერო ჩემმა სულმა?
იერემია თავი 5