1.ისმინეთ, შვილებო, მამის შეგონება! ყურადღებით იყავით, რომ ჭკუა ისწავლოთ.2.რადგან სასიკეთო დარიგებას გაძლევთ; ჩემი რჯული არ მიატოვოთ.3.რადგან მამაჩემის შვილი ვიყავი მეც, დედის ნებიერი და ნანინანატრი.4.მასწავლიდა მამაჩემი და მეუბნებოდა: მიირქვას შენმა გულმა ჩემი სიტყვები, ჩემი მცნებები დაიმარხე და იცოცხლებო.5.შეიძინე სიბრძნე, შეიძინე გონიერება, არ დაივიწყო, არ გადაუხვიო ჩემს ნათქვამ სიტყვებსო.6.არ დააგდო და შეგინახავს; შეიყვარე და დაგიფარავსო.7.მთავარი სიბრძნე სიბრძნის მოხვეჭაა, ყოველ მოსახვეჭელთაგან ცოდნა მოიხვეჭეო.8.დააფასე იგი და აგამაღლებს; პატივს შეგმატებს, თუ გულში ჩაიკრავო.9.ლამაზ გვირგვინს მოგცემს თავზე დასარქმელად, დიდების შარავანდს გიბოძებსო.10.ისმინე, შეილო, მიიღე ჩემი ნათქვამი და გაგიგრძელდება სიცოცხლის წლები.11.სიბრძნის გზა მიმისწავლებია შენთვის, სწორ ბილიკზე დამიყენებიხარ.12.გაივლი, ნაბიჯი არ დაგიმოკლდება; გაიქცევი, არ წაიფორხილებ.13.ჩაეჭიდე შეგონებას, ნუ დააგდებ; დაიმარხე იგი, რდგან ის არის შენი სიცოცხლე.14.ბოროტეულთა კვალზე არ იარო, უკეთურთა გზას არ დაადგე.15.ჩამოსცილდი, ნუ გაჰყვები; გვერდზე გადადექი და გაიარე.16.რადგან არ ეძინებათ, თუ არ იბოროტეს; ძილი ეფრთხებათ, თუ არ შეაცდინეს ვინმე.17.რადგან ბოროტეულის პურს ჭამენ და ძალადობის ღვინოსა სვამენ.18.მართალთა გზა დილის ნათელივითაა: უფროდაუფრო ნათდება დღის დადგომამდე.19.ბოროტეულთა გზა წყვდიადივითაა: არ იციან, სად წაიფორხილებენ.20.შვილო, შეისმინე ჩემი სიტყვები, ჩემს ნათქვამს ყური მოაპყარი.21.არ მიეფარონ შენს თვალს, გულის სიღრმეში დაიმარხე.22.რადგან სიცოცხლეა მათი მპოვნელისთვის და ჯანმრთელობა,23.შეინახე გული ყოველ შესანახავზე მეტად, რადგან მასშია სიცოცხლის წყარო.24.განიგდე ბაგიდან უკუღმართობა, ცბიერი სიტყვები მოიშორე.25.პირდაპირ იცქირონ შენმა თვალებმა და შენი წამწამები გასწორდეს შენს პირდაპირ.26.გამართე ნაბიჯები და მტკიცე იქნება შენი სავალი.27.ნურც მარჯვნივ გადაუხვევ, ნურც მარცხნივ; ბოროტებას ფეხი მოარიდე.
საქართველოს წმიდა, მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველ ერთგულ და ღვთივკურთხეულ შვილს:
მთავარი სიბრძნე - სიბრძნის მოხვეჭაა; ყოველ მოსახვეჭელთაგან ცოდნა უნდა მოიხვეჭო. დააფასე იგი და აგამაღლებს; პატივს შეგმატებს, თუ გულში ჩაიკრავ. (სიბრძე სოლომონისა 4, 7-8).
ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, ბერ-მონოზონნო, მეცნიერნო და მუშაკნო, ხელისუფალნო და საზოგადო მოღვაწენო, ჩვენო საყვარელო ახალგაზრდებო, ყოველნო ღვთისმოყვარენო შვილნო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა, ღვთისმშობლის წილხვედრი...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ღმერთი არავინ სადა იხილა, გარნა მხოლოდშობილმან ძემან, რომელი არს წიაღთა მამისათა, მან გამოთქუა“ (1,18).:
...ით მრავალთა ზედა თჳსთა ფსალმუნთა დასწერს, ვითარმედ: „გულისხმის-საყოფელად“, და იტყჳს: „განანათლენ თუალნი ჩემნი, და ვხედვიდე მე საკჳრველებათა სჯულისა შენისათა“. და კუალად ძე მისი სოლომონ იტყოდა, ვითარმედ: ჯერ-არს გამოძიებაჲ სიბრძნისაჲ, ვითარცა საუნჯისაჲ. და უფალი ჰურიათა ეტყოდა, ვითარმედ: „გამოეძიებდით წერილთა“. და არამცა ეთქუა, თუ: „გამოეძიებდით“, უკუეთუმცა მეყსა შინა და ერთითა ოდენ წარკითხვითა შესაძლებელ იყო მათი გულისხმის-ყოფაჲ. რამეთუ ცხადსა და წინაშე ყოველთა მდებარესა არავინ გამოეძიებს, არამედ დაფარულსა და რომელი მრავლითა ძიებითა იპოების. ამისთჳსცა საუნჯედ დაფარულად უწესს მათ, რაჲთა აღგუძრნეს ჩუენ მოსწრაფებით ძიებად მათდა.
ხოლო ესე სიტყუანი ამისთჳს ვთქუენით, რაჲთა არა ლიტონად და გარეწარად ვისმენდეთ სიტყუათა წერილისათა, არამედ ფრიადითა ძიებითა. ხოლო უკუეთუ გამოუძიებელად ვინმე ისმენდეს და ყოველსა წერილისა სიტყუათაებრ ცხადთა გულისხმა-ჰყოფდეს, მრავალი რაჲ უჯეროჲ გულისხმა-ყოს ღმრთისათჳს, რამეთუ მრისხანედცა გულისხმაყოს იგი და ნივთიერად, და სხუანი მრავალნი ბოროტნი. უკუეთუ კულა ყოვლისა მის სიტყჳსა ძალსა მარადის სიღრმეთა შინა დაფარულს...
...იტყჳს, ვითარმედ: „ბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა, რაჲთა იხილნენ კეთილნი საქმენი თქუენნი და ადიდებდენ მამასა თქუენსა ზეცათასა“. რამეთუ არარაჲ არს უბრწყინვალეს კეთილთა საქმეთასა, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „გზანი მართალთანი მსგავსად ნათლისა ბრწყინვენ“, ხოლო ნათობენ არა თავთა თჳსთა ოდენ, არამედ სხუათაცა განათლებად. ამისთჳს გევედრები, რაჲთა არა დავაკლოთ ზეთი სანთელთა ჩუენთა, რაჲთა განძლიერდეს ნათელი მათი, რამეთუ ესე ზეთი მარადის კეთილ არს. რამეთუ იტყჳს: „წყალობაჲ მნებავს და არა მსხუერპლი“, ; რამეთუ მსხუერპლი ქებისაჲ ესე არს, რომელ არა განილევის, არცა განიხრწნების, არამედ მარადის ბრწყინავს სადიდებელად ღმრთისა.
ამისთჳს უკუე გევედრები, საყუარელნო, შევწიროთ ესევითარი ესე მსხუერპლი საკურთხეველთა ამათ ზედა, რომელი-ესე უპატიოსნეს არს მარხვისა და ლოცვისა და სხუათა მრავალთა სათნოებათაჲსა, რამეთუ ესევითარი უყუარს მსხუერპლი ღმერთსა, არამედ ნუმცა არს ესე ანგაჰრებისაგან ქმნილი, ნუცა მოტაცებულთა საფასეთაგანი, რამეთუ ესევითარი სძულს ღმერთსა და გარემიაქცევს პირსა თჳსსა მისგან. ამისთჳს ვისწრაფოთ, რაჲთა...