1.ისმინეთ, შვილებო, მამის შეგონება! ყურადღებით იყავით, რომ ჭკუა ისწავლოთ.2.რადგან სასიკეთო დარიგებას გაძლევთ; ჩემი რჯული არ მიატოვოთ.3.რადგან მამაჩემის შვილი ვიყავი მეც, დედის ნებიერი და ნანინანატრი.4.მასწავლიდა მამაჩემი და მეუბნებოდა: მიირქვას შენმა გულმა ჩემი სიტყვები, ჩემი მცნებები დაიმარხე და იცოცხლებო.5.შეიძინე სიბრძნე, შეიძინე გონიერება, არ დაივიწყო, არ გადაუხვიო ჩემს ნათქვამ სიტყვებსო.6.არ დააგდო და შეგინახავს; შეიყვარე და დაგიფარავსო.7.მთავარი სიბრძნე სიბრძნის მოხვეჭაა, ყოველ მოსახვეჭელთაგან ცოდნა მოიხვეჭეო.8.დააფასე იგი და აგამაღლებს; პატივს შეგმატებს, თუ გულში ჩაიკრავო.9.ლამაზ გვირგვინს მოგცემს თავზე დასარქმელად, დიდების შარავანდს გიბოძებსო.10.ისმინე, შეილო, მიიღე ჩემი ნათქვამი და გაგიგრძელდება სიცოცხლის წლები.11.სიბრძნის გზა მიმისწავლებია შენთვის, სწორ ბილიკზე დამიყენებიხარ.12.გაივლი, ნაბიჯი არ დაგიმოკლდება; გაიქცევი, არ წაიფორხილებ.13.ჩაეჭიდე შეგონებას, ნუ დააგდებ; დაიმარხე იგი, რდგან ის არის შენი სიცოცხლე.14.ბოროტეულთა კვალზე არ იარო, უკეთურთა გზას არ დაადგე.15.ჩამოსცილდი, ნუ გაჰყვები; გვერდზე გადადექი და გაიარე.16.რადგან არ ეძინებათ, თუ არ იბოროტეს; ძილი ეფრთხებათ, თუ არ შეაცდინეს ვინმე.17.რადგან ბოროტეულის პურს ჭამენ და ძალადობის ღვინოსა სვამენ.18.მართალთა გზა დილის ნათელივითაა: უფროდაუფრო ნათდება დღის დადგომამდე.19.ბოროტეულთა გზა წყვდიადივითაა: არ იციან, სად წაიფორხილებენ.20.შვილო, შეისმინე ჩემი სიტყვები, ჩემს ნათქვამს ყური მოაპყარი.21.არ მიეფარონ შენს თვალს, გულის სიღრმეში დაიმარხე.22.რადგან სიცოცხლეა მათი მპოვნელისთვის და ჯანმრთელობა,23.შეინახე გული ყოველ შესანახავზე მეტად, რადგან მასშია სიცოცხლის წყარო.24.განიგდე ბაგიდან უკუღმართობა, ცბიერი სიტყვები მოიშორე.25.პირდაპირ იცქირონ შენმა თვალებმა და შენი წამწამები გასწორდეს შენს პირდაპირ.26.გამართე ნაბიჯები და მტკიცე იქნება შენი სავალი.27.ნურც მარჯვნივ გადაუხვევ, ნურც მარცხნივ; ბოროტებას ფეხი მოარიდე.
საქართველოს წმიდა, მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველ ერთგულ და ღვთივკურთხეულ შვილს:
მთავარი სიბრძნე - სიბრძნის მოხვეჭაა; ყოველ მოსახვეჭელთაგან ცოდნა უნდა მოიხვეჭო. დააფასე იგი და აგამაღლებს; პატივს შეგმატებს, თუ გულში ჩაიკრავ. (სიბრძე სოლომონისა 4, 7-8).
ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, ბერ-მონოზონნო, მეცნიერნო და მუშაკნო, ხელისუფალნო და საზოგადო მოღვაწენო, ჩვენო საყვარელო ახალგაზრდებო, ყოველნო ღვთისმოყვარენო შვილნო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა, ღვთისმშობლის წილხვედრი...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ღმერთი არავინ სადა იხილა, გარნა მხოლოდშობილმან ძემან, რომელი არს წიაღთა მამისათა, მან გამოთქუა“ (1,18).:
...ით მრავალთა ზედა თჳსთა ფსალმუნთა დასწერს, ვითარმედ: „გულისხმის-საყოფელად“, და იტყჳს: „განანათლენ თუალნი ჩემნი, და ვხედვიდე მე საკჳრველებათა სჯულისა შენისათა“. და კუალად ძე მისი სოლომონ იტყოდა, ვითარმედ: ჯერ-არს გამოძიებაჲ სიბრძნისაჲ, ვითარცა საუნჯისაჲ. და უფალი ჰურიათა ეტყოდა, ვითარმედ: „გამოეძიებდით წერილთა“. და არამცა ეთქუა, თუ: „გამოეძიებდით“, უკუეთუმცა მეყსა შინა და ერთითა ოდენ წარკითხვითა შესაძლებელ იყო მათი გულისხმის-ყოფაჲ. რამეთუ ცხადსა და წინაშე ყოველთა მდებარესა არავინ გამოეძიებს, არამედ დაფარულსა და რომელი მრავლითა ძიებითა იპოების. ამისთჳსცა საუნჯედ დაფარულად უწესს მათ, რაჲთა აღგუძრნეს ჩუენ მოსწრაფებით ძიებად მათდა.
ხოლო ესე სიტყუანი ამისთჳს ვთქუენით, რაჲთა არა ლიტონად და გარეწარად ვისმენდეთ სიტყუათა წერილისათა, არამედ ფრიადითა ძიებითა. ხოლო უკუეთუ გამოუძიებელად ვინმე ისმენდეს და ყოველსა წერილისა სიტყუათაებრ ცხადთა გულისხმა-ჰყოფდეს, მრავალი რაჲ უჯეროჲ გულისხმა-ყოს ღმრთისათჳს, რამეთუ მრისხანედცა გულისხმაყოს იგი და ნივთიერად, და სხუანი მრავალნი ბოროტნი. უკუეთუ კულა ყოვლისა მის სიტყჳსა ძალსა მარადის სიღრმეთა შინა დაფარულს...
...ართლისგანაც არის, როგორც პავლე ამბობს: „ამიერითგან მიმელის მე სიმართლისა იგი გჳრგჳნი“ (). არსებობს მადლის გვირგვინიც, როგორც სხვა ამბობს: „რათა მოსცეს თავსა შენსა გჳრგჳნი მადლისაჲ და გჳრგჳნითა საშუებელისათა შეგეწიოს შენ“ ().
არსებობს დიდების გვირგვინიც, როგორც ესაია ამბობს: „გჳრგჳნ სასოებისა, შეთხზულ დიდებისა“ ().რადგან ეს გვირგვინი ყოველივე ამას შეიცავს: კაცთმოყვარეობას, სიმართლეს, მადლს, დიდებასა და შვენიერებას.ეს ღვთის ნიჭია, მრავალსახოვანი მადლის მომტანი.არსებობს უხრწნელების გვირგვინიც, როგორც პავლე ამბობს: „იგინი უკუე სამე, რაჲთა განხრწნადი გჳრგჳნი მოიღონ, ხოლო ჩუენ - უხრწნელი“ ().ამრიგად, რასაც აქ ამბობს, ეს არის: უსაფრთხოებითა და დიდებით შემოგვმოსე.რადგან ასეთია ღვთის ნიჭები: ძლიერი და მშვენიერებით სავსე;...
...ფრინავს და ადგილს იცვლის, უდაბნოებსა და მთებს დაეძებს, სიბნელეში ცხოვრობს, შუადღის ნათელშიც სქელი ბნელი აქვს და მზაკვრობას ქსოვს. მაგრამ მართალი ასეთი არ არის.რადგან ნათქვამია: „ხოლო გზანი მართალთანი, ვითარცა ნათელნი, ბრწყინვიდენ“ ().რადგან ისინი არც მზაკვრობას ირჩევენ და არც უსამართლობის ჩადენას, არამედ თავისუფალი სული აქვთ.ისინი კი, რომლებიც მუდამ მზაკვრობას ქსოვენ, მუდამ ბნელსა და შიშში არიან, როგორც მძარცველები, კედლის გამთხრელები და მემრუშეები; დღისითაც ბნელს ხედავენ, რადგან მათი სული შიშით არის შეძრული.
მაშ, როგორ განიფანტება ეს ბნელი?თუ ამ ყოველივესგან საკუთარ თავს განაშორებ და ღვთისადმი სასოებას მიეკიდები, თუნდაც ათიათასგზის ცოდვილი იყო.რადგან ამბობს: „მიხედეთ ძველ თაობებს და იხილეთ: ვინ ესავდა უფალს და შერცხვა?“ ()1....