თ ა რ გ მ ა ნ ი: იჴმარებს იგავსა, რომელი წინაჲსწარმეტყუელთაცა გარდამატებულებისათჳს სალმობათა მისთაჲსა მოიღეს მწუხარებათა დიდთა სახედ. ხოლო სიტყუაჲ ესე ესევითარი არს, ვითარმედ: სალმობანი მოიწინენ თქუენ ზედა, ვითარცა შობადისანი, არამედ მწუხარებაჲ იგი შობადისაჲ სიხარულისა მიზეზ იქმნების. ეგრეთვე თქუენდა იყოს. ხოლო ამათ სიტყუათა მიერ სიტყუასა მასცა აღდგომისასა სარწმუნო-ჰყოფს და უჩუენებს, ვითარმედ ამიერ წარსლვაჲ ესევითარი არს, ვითარმცა ვინ გამოვიდა საშოჲსაგან დედისა ნათელსა ამას, ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: ნუ გიკჳრს, რამეთუ მწუხარებისა მიერ ესევითარისა მიგიყვანებ თქუენ უმჯობესისა მიმართ, რამეთუ დედაჲცა, რაჟამს დედა იქმნებოდის შვილისა, ესრეთ მწუხარებით იქმნების. და სხუასა საიდუმლოსა მოასწავებს აქა, რამეთუ ამათ სიტყუათა მიერ უჩუენებს, ვითარმედ მან თავადმან დაჰჴსნნა სალმობანი სიკუდილისანი და ყო შობაჲ ახლისა კაცისაჲ. და არა თქუა, თუ: გარდაჴდეს ოდენ ჭირი იგი, არამედ ყოლადვე აჴსოვდესცა არაო, ესევითარი სიხარული მოვიდეს. ეგრეთვე იყოს წმიდათა ზედა. და არა ამას ზედა უხარის დედაკაცსა, რამეთუ მოვიდა კაცი სოფლად, არამედ რამეთუ მას შვილი ესუა....
იოანეს სახარება 16:21
20. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: იტირებთ და ივაგლახებთ, ქვეყანა კი იხარებს; დამწუხრდებით, მაგრამ წუხილი სიხარულად გექცევათ.21. ქალი შობისს წუხს, ვიიდან მოაწია იმისმა ჟამმა; მაგრამ ყრმას რომ შობს, სიხარულისგან აღარ ახსოვს ტანჯვა, რადგანაც ადამიანი იშვა ამქვეყნად.22. თქვენც ასევე მწუხარენი ხართ ახლა; მაგრამ კვლავ გიხილავთ, გაიხარებს თქვენი გული და ვეღარავინ წაგართმევთ თქვენს სიხარულს.
იოანეს სახარება თავი 16