2.ხოლო იერუსალიმში, ცხვრის ჭიშკართან არის ხუთბჭიანი აუზი, რომელსაც ებრაულად ჰქვია ბეთეზდა.3.იქ იწვა უამრავი სნეული, ბრმა, კოჭლი და დავრდომილი, რომლებიც მოელოდნენ წყლის ძვრას.4.ვინაიდან ანგელოზი დროდადრო ჩადიოდა აუზში და ამღვრევდა წყალს; ხოლო ვინც წყლის ძვრისას პირველი ჩავიდოდა შიგ, რა სენითაც უნდა ყოფილიყო სნეული, იკურნებოდა.5.იყო იქ კაცი, რომელიც ოცდათვრამეტ წელიწადს იტანჯებოდა თავისი სენით.6.როცა იესომ მწოლარე იხილა იგი, მიხვდა, რომ დიდი ხანია ამ დღეში იყო, და უთხრა: გინდა განიკურნო?7.ხოლო სნეულმა მიუგო: უფალო, კაცი არა მყავს, რომ წყლის ძვრისას ჩამიშვას აუზში; ვიდრე მე მივალ, სხვა მასწრებს ჩასვლას.8.და უთხრა იესომ: აღდეგ, აიღე შენი სარეცელი და წადი.9.მაშინვე განიკურნა იგი; აიღო თავისი სარეცელი და წავიდა. ხოლო ის დღე შაბათი იყო.10.ამიტომაც იუდეველები ეუბნებოდნენ განკურნებულს: დღეს შაბათია, ასე რომ, ნება არ გქონდა აგეღო შენი სარეცელი.11.მან კი მიუგო: ვინც განმკურნა, მანვე მითხრა: აიღე შენი სარეცელი და წადი.12.ჰკითხეს: ვინ არის ის კაცი, რომელმაც გითხრა, აიღე შენი სარეცელი და წადიო?13.მაგრამ განკურნებულმა არ იცოდა, ვინ იყო, რადგან იესო იქვე მყოფ ხალხში გაუჩინარდა.14.ამის შემდეგ ტაძარში დაინახა იგი იესომ და უთხრა: აჰა, განიკურნე; ნუღარა სცოდავ, რათა უარესი არ დაგემართოს.15.მაშინ ის კაცი წავიდა და იუდეველებს უთხრა, რომ იესომ განკურნა იგი.16.ამიტომაც იუდეველები მოსაკლავად დასდევდნენ იესოს, ვინაიდან ამას იქმოდა შაბათს.
17.ხოლო იესო პასუხად ეუბნებოდა მათ: მამაჩემი აქამდე იღვწის და მეც ვიღვწი.18.მით უფრო მეტად ცდილობდნენ იუდეველები იესოს მოკვლას, ვინაიდან არა მარტო არღვევდა შაბათს, არამედ თავის მამად იტყოდა ღმერთს და მას უტოლებდა თავს.19.ხოლო იესო ამის პასუხად ამბობდა: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ძეს არაფერი ხელეწიფება თავისთავად, თუ არ იხილავს მამის საქმეს, ვინაიდან რასაც მამა იქმს, ძეც იმასვე იქმს.20.რადგანაც მამას უყვარს ძე და ყველა თავის საქმეს უჩვენებს მას; თუმცა მეტ საქმეთაც უჩვენებს, თქვენდა გასაოცრად.21.ვინაიდან როგორც მამა აღადგენს და აცოცხლებს მკვდრებს, ასევე ძეც აცოცხლებს, ვინც თვითონ ნებავს.22.რადგანაც მამა არავისა სჯის, არამედ მთელი მსჯავრი ძეს მისცა.23.რათა ყველანი პატივს სცემდნენ ძეს, როგორც პატივს სცემენ მამას, რადგან ვინც პატივს არა სცემს ძეს, არც მამასა სცემს პატივს, რომელმაც მოავლინა იგი.24.ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ისმენს ჩემს სიტყვებს და სწამს იგი, ვინც მომავლინა, აქვს საუკუნო სიცოცხლე და არ წარუდგება სამსჯავროს, არამედ უკვე გადავიდა სიკვდილიდან სიცოცხლეში.25.ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მოვა დრო და მოვიდა კიდეც, როცა მკვდრები მოისმენენ ღმერთის ძის სიტყვას, და ვინც მოისმენს, ცხონდება.26.ვინაიდან როგორც მამას აქვს სიცოცხლე თავის თავში, ასევე მისცა ძესაც, რათა ჰქონდეს სიცოცხლე თავის თავში.27.და მისცა მას ხელმწიფება სამართლის ქმნისა, რადგანაც ის არის კაცის ძე.28.ნუ გაიკვირვებთ ამას, რადგანაც მოვა დრო, როცა ყველა, ვინც წევს საფლავში, მოისმენს მის ხმას.29.და ამოვლენ კეთილის მოქმედნი აღდგომისათვის, რომელსაც მოსდევს სიცოცხლე, ბოროტის მოქმედნი კი - აღდგომისათვის, რომელსაც მოსდევს განკითხვა.30.მე არაფერი შემიძლია ჩემდა თავად; როგორც მესმის, ისევე განვსჯი, და ჩემი განსჯა არის მართალი, ვინაიდან ჩემს ნებას კი არ ვეძებ, არამედ ჩემი მომავლინებლის ნებას.31.თუ მე ჩემთვის თვითონვე ვმოწმობ, ჩემი მოწმობა არ არის ჭეშმარიტი.32.სხვა არის, ვინც მოწმობს ჩემთვის, და ვიცი, რომ ჭეშმარატია მოწმობა, რომლითაც მოწმობს ჩემთვის.33.თქვენ წარგზავნეთ ხალხი იოანესთან, და ისიც ემოწმა ჭეშმარიტს.34.თუმცა მე კაცისაგან როდი ვიღებ მოწმობას, არამედ იმიტომ ვამბობ ამას, რათა გადარჩეთ.35.ის იყო სანთელი, რომელიც იწვის და ანათებს, თქვენ კი ისურვეთ ერთხანს გეხარათ მისი სინათლით.36.ხოლო მე უკეთესი მოწმობა მაქვს, ვიდრე მოწმობა იოანესი: საქმენი, მამამ რომ მომცა აღსასრულებლად, თვით ჩემს მიერ ქმნილი საქმენი მოწმობენ, რომ მამისგან ვარ მოვლინებული.37.ასე რომ, მამამ, რომელმაც მომავლინა, თვითონვე იმოწმა ჩემთვის. თქვენ არც მისი ხმა გსმენიათ ოდესმე და არც ხატება გიხილავთ მისი.38.და მისი სიტყვა ვერ დაემკვიდრა თქვენში, ვინაიდან არ გწამთ მის მიერ მოვლინებული.39.წერილთა სიღრმეს იკვლევთ, რადგან გგონიათ, რომ მათში გაქვთ საუკუნო სიცოცხლე. მაგრამ სწორედ ისინი მოწმობენ ჩემთვის.40.თქვენ კი არ გსურთ მოხვიდეთ ჩემთან, რათა სიცოცხლე გქონდეთ.41.დიდებას არ ვიღებ კაცთაგან.42.მაგრამ მე გიცნობთ: ღმრთის სიყვარული არ არის თქვენში.43.მე მოვედი მამაჩემის სახელით, და არ მღებულობთ; სხვა თუ მოვა თავისივე სახელით, მას კი მიიღებთ.44.როგორ შეგიძლიათ ირწმუნოთ, თუკი ერთმანეთისაგან იღებთ დიდებას, მაგრამ არ ეძებთ დიდებას, რომელიც ერთი ღმრთისგან არის?45.ნუ გგონიათ, რომ ბრალს დაგდებთ მამის წინაშე; თქვენი ბრალმდებელი არის მოსე, ვისი იმედიცა გაქვთ.46.ვინაიდან მოსე რომ გწამდეთ, მეც მიწამებდით, რადგანაც მან ჩემთვის დაწერა.47.მაგრამ თუ მისი წერილი არა გწამთ, როგორღა იწამებთ ჩემს სიტყვებს?
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ესე კუალად მეორჱ სასწაული ქმნა იესუ, მო-რაჲვიდა ჰურიასტანით გალილეად. ამისა შემდგომად იყო დღესასწაული ჰურიათაჲ, და აღვიდა იესუ იერუსალჱმდ“ (4,54; 5,1).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარცა თუალთა ოქროჲსა გამოსაღებელთა არცა თუ მცირესა თუალსა ვინ შეურაცხ-ჰყოფს მეძიებელთა მისთაგან, ეგრეთვე წერილთა შინა ერთსაცა ბეწუსა თანაწარსლვაჲ უჯერო არს, არამედ ყოვლისავე ჯერ-არს გამოძიებაჲ, რამეთუ სულისა წმიდისა მიერ თქუმულ არიან ყოველნივე იგი სიტყუანი. და ისმინე უკუე აქაცა, რომელსა იტყჳს...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ჰრქუა მას იესუ: გნებავსა, რაჲთა განიკურნო? ჰრქუა მას უძლურმან მან: უფალო, კაცი არა მაქუს, რაჲთა რაჟამს აღიმრღუეს წყალი ესე, და შთამაგდომცა საბანელსა მას“ (5,6-7).
თ ა რ გ მ ა ნ ი: დიდ არს წმიდათა წერილთაგან სარგებელი, და თჳთოსახეთა წამალთა საუნჯე არიან საღმრთონი სიტყუანი, გინა თუ ზუაობისა წამალსა ეძიებდე, ანუ თუ გულისთქუმისა, ანუ ვეცხლისმოყუარებისა, ანუ მწუხარებისა, ყოველივე მათ შინა იპოვების. რამეთუ ვინმცა იყო შეჭირვებული ანუ სიგლახაკისაგან, ანუ გრძელისა სნეულებისა,...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ამისა შემდგომად პოვა იგი იესუ ტაძარსა მას შინა და ჰრქუა მას: აჰა ესერა ცოცხალ იქმენ, ნუღარა სცოდავ, რაჲთა არა უძჳრჱსი რაჲმე გეყოს შენ“ (5,14).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ბოროტ არს ცოდვაჲ და მავნებელ სულისა, ხოლო მრავალგზის გარდა-რაჲ-ემატის ბოროტებაჲ მისი, ჴორცთა შეეხების. რამე-თუ ვინაჲთგან სულისა სენსა არა ფრიად ვზრუნავთ, რამეთუ ჴორცთასა მცირესაცა ზედა დიდსა მოსწრაფებასა ვიქმთ, რაჲთა განვკურნოთ, ამისთჳს ღმერთმან უდარესი ესე ტანჯის მრავალგზის, რაჲთა მის მიერ უაღრჱსიცა იგი, რომელ...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მამაჲ არავის შჯის, და ყოველი საშჯელი მოსცა ძესა, რაჲთა ყოველნი პატივ-სცემდენ ძესა, ვითარცა-იგი პატივ-სცემენ მამასა“ (5,22-23).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ფრიადი მოსწრაფებაჲ გჳჴმს ჩუენ ყოველსავე ზედა, საყუარელნო, რამეთუ სიტყუაჲ თანაგუაც მიცემად სიტყუათათჳსცა და საქმეთა ცხორებასა მას, რომელსა მისლვად ვართ, და საყდარსა, რომლისა წინაშე წარდგომად ვართ მოგებად საქმეთა ჩუენთაებრ, გინა თუ კეთილი გუექმნას, გინა თუ ბოროტი. მას უკუე სამშჯავროსა ვიჴსენებდეთ მარადის და ესრეთ შეუძლოთ ყოფად...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „უკუეთუ მე ვწამებ თავისა ჩემისათჳს, წამებაჲ ჩემი არა არს ჭეშმარიტ. სხუაჲ არს, რომელი წამებს ჩემთჳს, და ვიცი, რამეთუ ჭეშმარიტ არს წამებაჲ მისი“ (5,31-32).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რომელი თუალთა ოქროჲსა გამოსაღებელთა ეძიებდეს და იყოს ჴელოვნებისა მის გამოუცდელ, სარგებელი არარაჲ პოვოს, ვერცა ოქროჲ გამოიღოს, არამედ ცუდი ოდენ შრომაჲ თავს-იდვას. ეგრეთვე რომელთა არა იცოდიან წესი წმიდათა წერილთაჲ და ჩუეულებაჲ და ძალსა მათსა ეძიებდენ, იგინი ოქროსა მიწასა შინა აღჰრევენ, და არაოდეს პოვონ...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „გამოიძიეთ წიგნთაგან, რამეთუ თქუენ ჰგონებთ თავთა თქუენთა, ვითარმედ ცხორებაჲ გაქუს საუკუნოჲ მათ მიერ; და იგინი არიან, რომელნი წამებენ ჩემთჳს. და თქუენ არა გნებავს მოსლვად ჩემდა, რაჲთა ცხორებაჲ საუკუნოჲ გაქუნდეს“ (5,39-40).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ფრიადი მოსწრაფებაჲ მოვიგოთ, საყუარელნო, სა-ღმრთოთა სიტყუათა გულისხმის-ყოფისათჳს და ნუ ესრეთ ლიტონად და უგულისხმოდ ვიკითხავთ მათ, რამეთუ ამისთჳს ქრისტე უფალი ეტყოდა რაჲ ჰურიათა წერილთათჳს, არა ჰრქუა, თუ: იკითხევდით ოდენ, არამედ...
და ამისთვის სდევნიდეს ურიანი იგი იესუს და ენებამოკლვაი მისი, რამეთუ ამას იქმოდა შაბათთა შინა (იოან. 5. 16).
იესო ქრისტეს ქვეყანაზე გამოჩინებამ და მისმა ამაღლებულმან სწავლამ და ქადაგებამ დიდი მოძრაობა მოახდინა ურიათა შორის რომელნიც მათგანნი იყვნენ ღვთის მოყვარენი და მადიდებელნი, რომელთა გულში ჰქონდათ სურვილი და იმედი საუკუნოისა ცხოვრებისა, მათ სიხარულით მიიღეს სწავლა იესო ქრისტესი და შეიქმნენ მისნი ერთგულნი მორწმუნენი და მოწაფენი; გარნა, უმრავლესი ნაწილი ურიათა გაქვავებული გულითა,...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და შევიდა ნავსა და წიაღჴდა და მოვიდა თჳსა ქალაქად. მაშინ მოართუეს მას განრღუეული, ცხედარსა ზედა მდებარე. და იხილა იესუ სარწმუნოებაჲ იგი მათი და ჰრქუა განრღუეულსა მას: ნუ გე-შინინ, შვილო, მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი!“ (9,1-2).:
...ა მას იერუსალჱმისასა მდებარე იყო, ხოლო ესე - კაპერნაუმს; მას ოცდაათრვამეტი წელი აქუნდა, ხოლო ამისთჳს ესევითარი არარაჲ თქუმულ არს. მას მსახური არა ჰყვა, ხოლო ამას ჰყვეს მოღუაწენი, რომელთაცა ეტჳრთა იგი, და მოიყვანეს უფლისა; ამას ჰრქუა: „შვილო, მიგეტევნენ ცოდვანი შენნი“, ხოლო მას ეტყოდა: „გნებავსა, რაჲ-თა განიკურნო?“ იგი განკურნა შაფათსა შინა, ხოლო ესე არა შაფათსა შინა ქმნა; უკუეთუ არა, აქაცამცა ებრალა ჰურიათა. ესე ყოველი ამისთჳს ვთქუ, რაჲთა არავინ ჰგონებდეს, თუ ერთისათჳს იტყოდეს მათე და იოვანე, და შეცვალებისა მისთჳს თქუმულთაჲსა შეჰრაცხონ ცილობად სიტყუაჲ მათი; არამედ უწყოდინ, ვითარმედ მათე და მარკოზ და ლუკა ერთისა ამისთჳს წარმოიტყჳან, ხოლო რომელი-იგი იოვანეს სახარებასა შინა წერილ არს, სხუაჲ არს და არა ესე.
გულისჴმა-ყავთ უკუე სიმდაბლე მეუფისაჲ და სახიერებაჲ, რამეთუ პირველ, იხილა რაჲ შეკრებაჲ ერისა მის ფრიადისაჲ, წიაღვლო მიერ; მერმე, ჰრქუეს რაჲ გერგესეველთა მათ წარსლვად საზღვართაგან მათთა, წარვიდა სახიერებით და არარას წინააღუდგა; და ენება რაჲ წიაღსლვაჲ ზღჳსაჲ მის, ნავად აღვიდა, რომელსა ეძლო ფრჴივცა წიაღსლვაჲ. რამე-თუ არა უნდა მარადის უაღრეს ბუნებისა კაცთაჲსა ქმნად საკჳრველებისა, რაჲთა არა ბუნებაჲ იგი ჴორცთაჲ არაჭეშმარიტად შეჰრაცხონ.
...თი გაქუს. არა გაქუს კაცი, რაჲთა შთაგაგდოს საბანელსა მას? არამედ გაქუს ქრისტე, რომელმან არა საჴმარ-გიყოს ყოვლადვე საბანელი იგი პროვატიკისაჲ; არა გაქუს კაცი, რომელმან გიღუაწოს? არამედ გაქუს, რომელმან გიბრძანოს: „აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე!“
არა გაქუს თქუმად, თუ: „ვიდრე მე მივიდოდი, სხუაჲ უწინარეს ჩემსა შთავიდის“, რამეთუ გენებოს თუ შთასლვად წყაროსა მას, არავინ გაყენებს, არა განილევის, არცა მოუძლურდების მადლი იგი. წყაროჲ არს სამარადისოდ აღმომცენარე, სავსებისა მისისაგან ყოველნი განვიკურნებით სულით და ჴორცით. მოუჴდეთ უკუე და შეუვრდეთ მას, რაჲთა ვცხონდეთ.
რააბ მეძავი იყო და ცხონდა სინანულითა; ავაზაკი კაცისმკლველი იყო და სამოთხისა მოქალაქე იქმნა, ხოლო იუდა მოძღუარსა მას სახიერსა თანა იქცეოდა და წარწყმდა; და ავაზაკმან ჯუარსა ზედა მოწფობაჲ ქრისტესი მოიტაცა.
ესრეთ არიან საქმენი ღმრთისანი დიდებულ და საკჳრველ. ამას ესევითარსა გულისჴმა-ჰყოფდი და ნუ სასოწარკუეთილ ხარ, არამედ მარადის სასოებით განიფრთხობდი ძილისა მისგან მცონარებისა. იპყარ გზაჲ იგი სინანულისაჲ, ვიდოდე უცონელად და ისწრაფე შესლვად, ვიდრე კარი გან-ღებულ არს, პირველ დაჴშვისა შეისწრაფე.
მცირე არს საწუთროჲ ესე, და შრომაჲ სინანულისაჲ - მოკლე. დაღაცათუმცა დიდ იყო და გრძელ, არცა ეგრეთ ჯერ-იყ...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რაბი, ვიცი, რამეთუ ღმრთისა მიერ მოსრულ ხარ შენ მოძღურად, რამეთუ ვერვის ჴელ-ეწიფების სასწაულთა ამათ საქმედ, რომელთა შენ იქმ, უკუეთუ არა ღმერთი იყოს მის თანა“ (3,2).:
...(მარკ. 1,41); და: „ჭაბუკო, აღდეგ!“ და: „მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი!“ და: „აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე!“ ; და: „შენ გეტყჳ, ეშმაკო, განვედ!“ და ვითარმედ: „იყავნ შენდა, ვითარცა გნებავს!“ და: „დღეს ჩემ თანა იყო სამოთხესა“. და ყოვლისაგანვე ვხედავთ ჴელმწიფებასა მისსა, რამეთუ საქმეთათჳს არავის აქუნდა სიტყუაჲ, ხოლო სიტყუათათჳს მრავალნი დაჰბრკოლდიან, უგუნურნი იგი, და იტყოდიან, ვითარმედ: ზუაობით იტყჳს. ამისთჳსცა ნიკოდემოსს ცხადად მაღალსა სიტყუასა არა ეტყჳს, არამედ იგავით ასწავებს თჳსსა ძალსა, ვითარმედ შემძლებელ არს თავით თჳსით ქმნად სასწაულთა, თჳნიერ ყოვლისა შემწისა, რამეთუ მამამან სრული შვა იგი და არარაჲთ ნაკლულევანი. და იხილეთ, ვითარ ეტყჳს მას. რამეთუ ვინაჲთგან ნიკოდემოს თქუა, ვითარმედ: „რაბი, ვიცი, რამეთუ ღმრთისა მიერ მოსრულ ხარ მოძღურად, რამეთუ ვერვის ჴელ-ეწიფების სასწაულთა ამათ საქმედ, რო...