თარგმანი: აჰა ესერა, ესე იყვნეს მოქმედ სულიერისა სიკუდილისა - სიმრავლენი ცოდვათანი, რომელთა სიკუდილისაგან განგუაცხოველნა, რაჟამს მოგჳტევნა იგი ნათლისღებითა. ხოლო რაჲთა არავის ეშინოდის კუალად მოჴსენებად ერთგზის მოტევებულთა მათ, ამისთჳს იტყჳს, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, აღჴოცა ჩუენ-ზედაჲ იგი ჴელითწერილი ბრძანებათა მიერ, რომელი იყო წინააღმდგომ ჩუენდა, იგი აღიღო შორის და შეჰმშჭუალა ჯუარსა. ჴელითწერილად იტყჳს გინათუ მას, რომელი-იგი თჳსით ნებსით ჴმა-ყვეს კაცთა მოსეს მიმართ, ვითარმედ ყოველივე, რაოდენი თქუა ღმერთმან, ვქმნეთ და ვისმინოთ მისი; ანუ თუ მას, რომელ თანამდებ არს ყოველი კაცი სმენად ყოველსავე ბრძანებასა ღმრთისა, დამბადებელისა თჳსისასა; გინათუ მას, რომელი-იგი უბრძანა ღმერთმან ადამს, ვითარმედ: "რომელსა დღესა შჭამოთ ხისა მისგანი, სიკუდილით მოსწყდეთ" () ესე სიტყუაჲ, ვითარცა ჴელითწერილი, მიეტაცა ეშმაკსა, რამეთუ გარდასლვაჲ იგი მცნებისაჲ, ვითარცა ჴელის-წერა რამე იქმნა ჩუენდა, რომელი-იგი დაჰჴსნა უფალმან განჴორციელებითა თჳსითა, რამეთუ ცოდვანი ჩუენნი თჳსად განიკუთნნა, მან, რომელმან ცოდვაჲ არა ქმნა,...
კოლასელთა მიმართ 2:14
13. და თქვენც, ცოდვებითა და თქვენი წინადაუცვეთელობით მკვდრები, მასთან ერთად გაგაცოცხლათ ცოდვათა მოტევებით.14. სწავლით წარხოცა ჩვენგამო შეთხზული და ჩვენს წინააღმდეგ მიმართული ხელწერილი; შუაგულიდან აიღო და ჯვარს მიალურსმა იგი.15. ძალისაგან განძარცვა მთავრობანი და ხელმწიფებანი, საჯაროდ განაქიქა და ჯვრით იმძლავრა მათზე.
კოლასელთა მიმართ თავი 2