1.ამის შემდეგ აირჩია უფალმა სხვა სამოცდაათი მოწაფეც და წინასწარ წარგზავნა ისინი წყვილ-წყვილად იმ ქალაქებსა თუ სოფლებში, სადაც თვითონ აპირებდა მისვლას.2.უთხრა მათ: სამკალი ბევრია, მაგრამ ცოტანი არიან მომკალნი. მაშ, ევედრეთ სამკალის პატრონს, რათა მუშაკნი მოავლინოს თავის სამკალში.3.წადით: აჰა, მე გგზავნით თქვენ, როგორც კრავებს მგლებს შორის.4.ნუ წაიტანებთ ნურც ფუთას, ნურც აბგას, ნურც ფეხსაცმელს, და ნურავის მიესალმებით გზაში.5.რომელ სახლშიც უნდა შეხვიდეთ, თავდაპირველად თქვით: მშვიდობა ამ სახლს.6.თუ იქნება იქ ძე მშვიდობისა, მასზე დაივანებს თქვენი მშვიდობა; თუ არა და - თქვენვე დაგიბრუნდებათ.7.იმავე სახლში დარჩით, ჭამეთ და სვით, რაცა აქვთ, რადგანაც ღირსია მაშვრალი თავისი საზღაურისა. ნუ გადახვალთ სახლიდან სახლში.8.თუ რომელიმე ქალაქში მიხვალთ და მიგიღებენ, ჭამეთ, რაც შემოგთავაზონ.9.განკურნეთ იქაური სნეულნი და უთხარით მათ: მოგიახლოვდათ ღმრთის სასუფეველი.10.ხოლო თუ რომელიმე ქალაქში მიხვალთ და არ მიგიღებენ, ქუჩაში გამოსვლისას თქვით:11.თვით მტვერს, რომელიც თქვენს ქალაქში მოგვეკრა, ჩამოვიბერტყავთ და თქვენ გიტოვებთ; მაგრამ იცოდეთ, რომ მოგიახლოვდათ ღმრთის სასუფეველი.12.გეუბნებით, განკითხვის დღე სოდომისათვის უფრო ასატანი იქნება, ვიდრე ამ ქალაქისათვის.
13.ვაი, შენდა, ქორაზინ! ვაი შენდა, ბეთსაიდა! რადგან ტიროსსა და სიდონს რომ მოვლენოდა თქვენში მოვლენილი სასწაული, რა ხანია ძაძასა და ნაცარში მსხდომნი შეინანებდნენ.14.ამიტომ განკითხვის დღე ტიროსისა და სიდონისთვის უფრო ასატანი იქნება, ვიდრე თქვენთვის.15.და შენ, კაპერნაუმ, თვით ზეცამდე ამაღლებული, ჯოჯოხეთამდე დაემხობი.16.თქვენი მსმენელი მე მისმენს და თქვენი უარმყოფელი მე უარმყოფს; ხოლო ვინც მე უარმყოფს, უარყოფს ჩემს მომავლინებელს.
17.სამოცდაათნი სიხარულით დაბრუნდნენ და თქვეს: უფალო, ეშმაკნიც კი გვმორჩილებენ შენი სახელით.18.და უთხრა მათ: ვხედავდი სატანას, ელვასავით რომ ვარდებოდა ციდან.19.აჰა, მოგცემთ თქვენ ხელმწიფებას გველთა და მორიელთა დათრგუნვისა და მტრის ყოველი ძალისა; და ვერაფერი გავნებთ თქვენ.20.მაგრამ ის ნუკი გახარებთ, რომ სულები გმორჩილებენ, არამედ ის გიხაროდეთ, რომ თქვენი სახელები დაიწერა ცაში.
21.მაშინ გაიხარა იესომ სულით და თქვა: გაღიარებ, მამაო, ცისა და მიწის უფალო, ვინაიდან ბრძენთა და გამგებთ დაუმალე ეს და გაუცხადე ჩვილ ბალღებს. დიახ, მამაო, ვინაიდან ასე კეთილინებე შენ.22.ყველაფერი მამისაგან მომეცა მე, და არავინ იცის, ვინ არის ძე, გარდა მამისა, და არც ის, ვინ არის მამა, გარდა ძისა და იმისა, ვისთვისაც ძე ინებებს გამოცხადებას.23.მიუბრუნდა მოწაფეებს და განცალკევებით უთხრა: ნეტარ არიან თვალნი, რომელნიც ხედავენ, რასაც თქვენ ხედავთ.24.რადგანაც გეუბნებით თქვენ: მრავალ წინასწარმეტყველსა და მეფეს სურდათ ეხილათ ის, რასაც თქვენ ხედავთ, და ვერ იხილეს; და ესმინათ ის, რასაც თქვენ ისმენთ, და ვერ ისმინეს.
25.და აჰა, ერთი რჯულის მოძღვარი წამოდგა და საცდუნებლად უთხრა მას: მოძღვარო, რა უნდა ვქნა, რომ დავიმკვიდრო საუკუნო სიცოცხლე?26.უთხრა მას: რა სწერია რჯულში? როგორ ამოიკითხავ?27.ხოლო მან პასუხად თქვა: გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით და მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით; და: მოყვასი მენი, ვითარცა თავი შენი.28.უთხრა მას: სწორად მიპასუხე; ეგრე მოიქეცი და ცხონდები.29.ხოლო მან თავის გასამართლებლად ჰკითხა იესოს: კი მაგრამ, ვინ არის ჩემი მოყვასი?
30.მიუგო იესომ და უთხრა მას: ერთი კაცი იერუსალიმიდან იერიხონს მიდიოდა და ყაჩაღებს ჩაუვარდა ხელში, რომლებმაც გაძარცვეს, დაჭრეს და გაიქცნენ, ის კი ცოცხალ-მკვდარი დააგდეს.31.შემთხვევით ერთმა მღვდელმა ჩამოიარა ამ გზაზე და დაინახა იგი, მაგრამ გვერდი აუქცია.32.ასევე ერთმა ლევიტელმაც ჩამოიარა იქვე, დაინახა და გვერდი აუქცია.33.მერე ერთმა გზად მიმავალმა სამარიელმა ჩამოიარა, დაინახა და შეებრალა იგი;34.მივიდა, ზეთითა და ღვინით მოჰბანა ჭრილობები და შეუხვია; თავის სახედარზე შესვა, სასტუმროში მიიყვანა და უპატრონა.35.ხოლო მეორე დღეს, გამგზავრებისას, ამოიღო ორი დინარი, მეფუნდუკეს მისცა და უთხრა: მიმიხედე და თუ მეტი დაგეხარჯება, აქეთობას გადაგიხდიო.36.როგორ გგონია, ამ სამთაგან რომელი იყო მისი მოყვასი, ვინც ხელთ ჩაუვარდა ყაჩაღებს?37.მან მიუგო: ის, ვინც მოწყალება გამოიჩინა მის მიმართ. და უთხრა მას იესომ: წადი და შენც ასევე მოიქეცი.
38.მოხდა ისე, რომ გზად მიმავალი ერთ სოფელში შევიდა და ვიღაც ქალმა, რომელსაც სახელად ერქვა მართა, თავის სახლში შეიპატიჟა იგი.39.ამ ქალს ჰყავდა და, სახელად მარიამი, რომელიც იესოს ფერხთით ჩამოჯდა და ისმენდა მის სიტყვას.40.მართა კი დაფუსფუსებდა, ვინაიდან ბევრი საზრუნავი ჰქონდა სამასპინძლოდ; მივიდა და უთხრა მას: უფალო, ნუთუ ვერ ხედავ, რომ ჩემმა დამ მარტო მე მომანდო მასპინძლობა? უთხარი, ხელი შემაშველოს.41.მიუგო იესომ და უთხრა მას: მართა, მართა, ბევრ რამეზე ზრუნავ და შფოთავ;42.მაგრამ საჭიროა მხოლოდ ერთი რამ. მარიამმა კი უკეთესი წილი ირჩია, რომელიც არ წაერთმევა მას.
დღეს წაკითხული სახარება, ძმანო, მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო, გვიქადაგებს და შეგვაგონებს ჩვენ ქრისტიანულსა სიყვარულსა და მოწყალებას. ვგონებ, რომ წინაშე მართლ-მადიდებელთა ქრისტიანეთა არ არის საჭირო ვრცლად უბნობა მასზედა, თუ რა დიდი სათნოება არის მოწყალება. ეს იცის ყოველმა ქრისტიანე კაცმა, და არა თუ ქრისტიანეთა, არამედ სხვათა, უცხო სჯულისა კაცთა, მაგალითებრ, მაჰმადიანთა, ურიათა დიდ სათნოებად მიაჩნიათ მოწყალება და დიახაც სცდილობენ აღასრულონ იგი....
ესრედ ჰკითხა უფალსა ერთმა სჯულის-მეცნიერმა. მას სურდა შეტყობა: ვინ არს მისი მოყვასი, ვინ უნდა შეიყვაროს მან, ვითარცა თავი თვისი? იგი ჰგონებდა უთუოდ, რომელ არა ყოველი კაცი არის მისი მოყვასი და ყოველს კაცს იგი ვერ შეიყვარებს, ვითარცა თავსა თვისსა. რისთვის ჰფიქრობდა, ძმაო ქრისტიანენო, ეს სჯულის-მეცნიერი ამ სახით? გარნა სჯულის-მეცნიერმა ის არ იცოდა, რომ კაცის მოყვასი არის ყოველი სხვა კაცი? არნა მის სჯულში, რომელიც მან კარგად იცოდა, არ ამოეკითხა მას, რომელ...
ესრეთ ჰკითხა უფალსა სჯულის-მეცნიერემან ვინმე,პასუხად ამა კითხვასა ზედა უფალმან უთხრა იგავი მოწყალისა და კაცთ-მოყვარისა სამარიტელისათვის,რომელმან საკვირველითა თვისითა ქველის-მოქმედებითა გვაჩვენა ჩვენ, რა არის მოყვარობა და როგორ უნდა აღასრულებდეს ქრისტიანე მცნებასა მოყვრობისასა. მოწყალება, რომელი მან უყო კაცსა, შთავარდნილსა ხელთა შინა ავაზაკთა, მწყდარსა და ძლივსღა ცოცხალსა, არის მაღალი მაგალითი მოყვასის სიყვარულისა, პირველად მით, რომელ სამარიტელმან ამან უყო...
დღეს წაკითხულთა იგავითა მოწყალე სამარიტელსა ზედა, უფალი იესო ქრისტე გვასწავლის უანგააროისა და უანგარიშოსა სიყვარულსა მოყვასისასა. არა ერთგზის გაგვიგონია ჩვენ იგავი იგი მოწყალესა სამარიტელსა ზედა, დღეს ჩვენგან მოსმენილი სახარებისაგან, გარნა, ვგონებ, რომ იგავი ესე არაოდეს უწინ არ განაღვიძებდა გულთა ჩვენთა ისრეთსა გრძნობასა, როგორათაც აწ, ამ დროებაში. მოქმედება იგი მოწყალისა სამარიტელისა, რომელი, მიდიოდა რა მგზავრად, დაინახა გზაზე ერთი უცნობი კაცი დაჭრილი ავაზაკთაგან და დაგდებული გზის პირზე,...
დღეს წაკითხულითა სახარებითგან გესმათ თქვენ, საყვარელნო ძმანო ქრისტიანენო, ვითარ ერთმან სჯულის-მეცნიერმან ებრაელმან ჰკითხა უფალსა: ვინ არს მოყვას ჩემდა? ძველნი ებრაელნი არა ყოველსა კაცსა რაცხვიდნენ თვისდა მოყვასად, არამედ მხოლოდ მემამულეთა და მონათესავეთა თვისთა; მათ უყვარდათ მხოლოდ მათივე ტომისა და შთამომავლობის ებრაელნი, გარნა ყოველნი სხვანი კაცნი სძულდათ და მიაჩნდათ მტრად.მაცხოვარმან განსანათლებელად მათისა გონებისა, უპასუხა მოძღვარსა მას შემდგომითა...
მიუგო იესო და ჰრქვა მას: მართა! მართა! ზრუნავ და ჰშფოთ-ხარმრავლისათვის; აქ ერთისაი არს სახმარ, ხოლო მარიამ კეთილი ნაწილიგამოირჩია, რომელი არასადა მიეღოს მისგან (ლუკ. 10. 41-42).
ძმანო, მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო! იქნება ზოგიერთს თქვენგანს კიდეც აქვს შენიშნული, რომელ ყოველს ღვთის-მშობლის დღესასწაულს წირვაზედ ერთი და იგივე სახარება წაიკითხება, რომელიც მოისმინეთ თქვენ დღეს. იმ სახარებაში არის აღწერილი ერთი უბრალო შემთხვევა ანუ გარემოება, უფლისა იესო ქრისტეს ცხოვრებიდგან: გარნა ამ...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: რომელი სთესავს თესლსა კეთილსა, ძე კაცისაჲ არს. ხოლო აგარაკი იგი ესე სოფელი არს; ხოლო თესლნი იგი კეთილნი ესე არიან ძენი სასუფეველისანი, და ღუარძლნი იგი არიან ძენი უკეთურისანი. ხოლო მტერი იგი, რომელმან დას-თესა იგი, ეშმაკი არს; და მკაჲ იგი არს აღსასრული ამის სოფლისაჲ; და მომკალნი იგი არიან ანგელოზნი. ვითარცა-იგი შეკრიბიან ღუარძლი და ცეცხლითა დაწჳან, ეგრეთ იყოს აღსასრული ამის სოფლისაჲ. რამეთუ მოავლინნეს ძემან კაცისამან ანგელოზნი თჳსნი, და შეკრიბნეს სუფევისაგან თჳსისა ყოველნი საცთურნი და მოქმედნი უშჯულოებისანი და შესთხინეს იგინი საჴუმილსა მას ცეცხლისასა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილ-თაჲ. მაშინ მართალნი გამობრწყინდენ, ვითარცა მზე, სასუფეველსა ცათასა. რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ!“ (13,37-43).:
...-თჳს სახეთა მოიღებს ჩუენ მიერ საცნაურთა. ხოლო ვითარ სხუასა ადგილსა აწვე მოწევნასა მკისასა მოასწავებს, ვითარცა-იგი ჰრქუა მოციქულთა: „აღიხილენით თუალნი თქუენნი და იხილეთ ყანები, რამეთუ სპეტაკ არიან სამკალად აწვე“; და კუალად თქუა: „სამკალი ფრიად არს, და მუშაკნი მცირედ“. ვითარ უკუე მუნ აწვე მოწევნაჲ მკისაჲ და აქა მომავალსა მას ჟამსა გამოთქუა ყოფადი იგი? სხჳსა სახისათჳს იყო მუნ სიტყუაჲ, ვითარცა-იგი სხუასა ადგილსა თქუა, ვითარმედ: „სხუაჲ არს, რომელმან სთესა, და სხუაჲ არს მომკალი“, და აქა თავსა თჳსსა მოასწავებს მთესვარად. რამეთუ მუნ ქადაგებისათჳს წინაჲსწარმეტყუელთა და მოციქულთაჲსა იტყოდა და მათ უწოდა მთესვარად და ამათ მომკალად, ხოლო აქა გამოაჩინებს, ვითარმედ წინაჲსწარმეტყუელთა მიერცა თავადი სთესვიდა და აწ მოციქულთა მიერ იგივე სთესავს, და ქადაგებასა მას თჳსსა უწესს თესლად და სამკალად. რამეთუ ოდეს მოქცევასა მას და მორჩილებასა მსმენელთასა მოასწავებდეს, სამართლად სამკალად სახელ-სდებს საქმესა მას და აწვე ყოფადსა აჩუენებს. ვითარმცა ეტყოდა მოციქულთა, ვითარმედ: რაჲ-იგი წინაჲსწარმეტყუელთა მიერ ვსთესე, აწ თქუენ მიერ მოვჰმკი. რამეთუ წარგავლინებ მოქცევად კაცთა, და...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და თჳსთა ცხოვართა უწესნ სახელით და განიყვანნის იგინი და წინაშე მათსა ვიდოდის“ (10,3-4).:
...ესრეთ არს საქმჱ მწყემსისაჲ, რამეთუ მწყემსი უკუანა შეუდგების ცხოვართა და არა წინა. არამედ ესე გამოაჩინებს, ვითარმედ ყოველთა წარუმართოს ჭეშმარიტებისა მიმართ, და ამისთჳს წინააღმდგომად სხუათა მწყემსთასა იქმს, ვითარცაიგი წარ-რაჲ-ავლენდა ცხოვართა შორის მგელთასა, ; რომელი-იგი ფრიად საკჳრველ არს ესე მწყემსობაჲ. და ამას ადგილსა ბრმისათჳსცა მოასწავებს, რამეთუ მოუწოდა მას შორის ჰურიათა, და მან ჴმაჲ მისი ისმინა და შეუდგა მას.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და უცხოსა არა შეუდგენ, რამეთუ არა იციან ჴმაჲ უცხოჲსაჲ“ (10,5).
თ ა რ გ მ ა ნ ი: თევდას და იუდას და მსგავსთა მათთა იტყჳს აქა და რომელნი შემდგომად მისა მოსლვად იყვნეს, და უჩუენა, ვითარმედ განყოფილ იყო იგი მათგან. და პირველად ყო მისგან განყოფაჲ წერილთა მიერ, რამეთუ იგი ყოველსავე მსგავსად წერილისა იქმოდა, ხოლო იგინი - არა; და მეორჱ განყოფილებაჲ ქმნა ცხოვართა განყოფილებისაგან, რამეთუ არა ვიდრეღა აქა იყო ოდენ, არამედ შემდგომად აღსრულებისაცა ჰრწმენა მისი, ხოლო იგინი მეყსეულად დაუტევნეს; და კუალად მესამედ, რამეთუ იგინი მოვიდეს, ვითარცა მძლავრნი, ხოლო ესე ივლტოდა ყოვლისაგანვე კაცობრივისა დიდებისა; და მერმე, რამეთუ ესე ცხორებისათჳს ცხოვართაჲსა ისწრაფდა მარა...
მოციქულისაჲ: ხოლო ეზიარებოდენ უმეცარი იგი სიტყუასა მასწავლელისასა ყოველსა შინა კეთილსა (6,6).:
...იერისა მიღებაჲ მისგან. რამეთუ ესე ძუელსა შინა განაწესა ღმერთმან ლევიტელთათჳს, რაჲთა ერისაგან იზარდებოდინ და ჴორციელისა არაჲს ზრუნვითა განუყოფელ იყვნენ ღმრთისმსახურებისაგან. და ახალსა შინა კუალად ესევე ბრძანა, ვითარმედ: "რომელსა სახლსა შეხვიდეთ, ჭამდით წინადაგებულსა თქუენსა, რამეთუ ღირს არს მუშაკი სასყიდელსა თჳსსა" (). ხოლო ამას თუ ვინმე ეძიებდეს, ვითარმედ: რომელმან-იგი უმადლოჲ ერი ზეცით მანანაჲთა გამოზარდა, მოწაფენი და მოციქულნი თჳსნი რაჲსა უტევნა შრომით და ჭირით უპოვარებად? — ცხად არს, ვითარმედ — ამისთჳს, რაჲთა ყოვლითურთ მსგავს იყვნენ მეუფესა და მოძღუარსა მათსა, რომელსა-იგი არა აქუნდა, სადა თავი მიიდრიკოს; და კუალად, რაჲთა რასა-იგი ქადაგებენ სიტყჳთ, იგი აჩუენონ საქმით; ესე იგი არს, შეურაცხ-ყოფაჲ სოფლისაჲ, და ვითარმედ მრავლითა ჭირითა გჳჴმს შესლვად სასუფეველსა. და კუალად, რამეთუ კმა იყო მათდა სიმაღლედ სიმრავლე იგი ძალთა და კურნებათაჲ, რაჲთა არავინ ჰგონოს მათი გარეგან ჴორცთა ყოფაჲ, ამისთჳს სახე ყოვლისა სიმდაბლისა და უპოვარებისაჲ აჩუენა მათ მიერ, რაჟამს ესოდენთა ძალთა აღმასრულებელნი იგი მოქენე იყვნეს მდღევრისა საზრდელისა, თჳთ მათვე მოწაფეთა მათთაგან, რომელნი-იგი მათ გამოეზარდნეს პურითა ზეცისაჲთა.