...ელას ზედამდგომელად ადგენს.
რადგან ბევრი რამ ეჭვის საფუძველზე განისჯება, საჭიროა, ამბობს, იყვნენ მოწმედ მდგომნი და მისი მხილების შემძლებელნი, ძველი რჯულის თანახმად. რადგან „ორითა და სამითა მოწამითა დაემტკიცების ყოველივე სიტყუაჲ“ (). ამბობს: „ხუცისათჳს შესმენასა ნუ თავს-იდებ“ (). არ უთქვამს: ნუ განიკითხავო, არამედ: არც ბრალდება მიიღო და საერთოდაც ნუ შეიტან საქმეს სამსჯავროში. მაშ, რა, თუ ორნიც იტყუებიან? ეს იშვიათად ხდება; ხოლო გამოკითხვისას ამის გარკვევაც შეიძლება. ცოდვათა საქმეებში, რადგან ისინი ფარულად და დაფარულად ხდება, დიდი საქმეა ორი მოწმის ყოლაც; ასე რომ, ეს დიდი გამოცდის ნიშანია. მაშ, რა ვქნათ, თუ ცოდვები აღიარებულია, მოწმეები კი არ ჰყავს, არამედ მხოლოდ ბოროტი ეჭვია? ზემოთ ვთქვი, ამბობს: საჭიროა, რომ მას **„წამებაჲცა კეთილი აქუნდეს გ...