...ყდართა, უფლებათა, მთავრობათა, ხელმწიფებათა, ქერუბიმთა და სერაფიმთა მხედრობებს მიაპყრობ, – რა გონება, რა სიტყვა შეძლებს მისი გამოუთქმელი სიდიადის გამოხატვას? თუ ნეტარი წინასწარმეტყველი დავითი, ხილულის მოწყობას რომ განიხილა, წამოიძახოდოდა: „ვითარ განდიდნენ საქმენი შენნი, უფალო, და ყოველივე სიბრძნით ჰქმენ" (), თუ (ასე წამოიძახოდა) კაცი, რომელიც ესოდენ სულიწმიდის ღირსქმნილი იყო და რომელსაც მიცემული ჰქონდა შემეცნება „უჩინოთა და დაფარულთა სიბრძნისა" მისისა (), მაშინ რას ვიტყვით ჩვენ, მიწა და ნაცარი, – ჩვენ, რომლებმაც მუდმივად თავი უნდა ჩავღუნოთ და სამყაროს უფლის გამოუთქმელ კაცთმოყვარეობას გავიკვირვოთ? რას ვამბობ წინასწარმეტყველზე? ნეტარი პავლე, ეს ცისმაღალი სული, ხორცით შემოსილი და უხორცო ძალებს მსგავსი, ვინც მიწაზე დადიოდა, მაგრამ მოშურნეობით ცას მიმოსდებდა, მან, ღვთის განგებულების მხოლოდ ერთ ნაწილში რომ ჩაიხედა (იუდეველთა და წარმართთა შესახებ, რომელთაგან პირველნი განიშორა, მეორენი კი მიიღო), გაოცებული და განცვიფრებული, ხმამაღლა წამოიძახა: „ჵ სიღრმე სიმდიდრისა და სიბრძნისა და მეცნიერებისა ღმრთისაჲ! ვითარ გამოუძიებელ არიან განკითხვანი მისნი და გამოუკულეველ არიან გზანი მისნი!" (...
ფსალმუნები 103:24
23. გავა ადამიანი, რათა იშრომოს და იმუშაკოს მწუხრის ჟამამდე.24. რაოდენ მრავალია საქმენი შენი, უფალო! ყოველივე სიბრძნით შეგიქმნია, სავსეა დედამიწა შენი მონაგარით.25. ეს ზღვაა, დიდი და უკიდეგანო, იქ ქვეწარმავალია ურიცხვი, მხეცნი - მცირენი დიდებთან ერთად.
ფსალმუნები თავი 103