1.ადიდეთ უფალი. ვადიდებ უფალს მთელი გულით წმიდანთა შეკრებილობასა და თემში.2.დიდია საქმენი უფლისა, სასურველია ყველა მოყვარულთათვის.3.სიმშვენიერე და ბრწყინვალებაა საქმე მისი, და სიმართლე მისი მარადიულია.4.სამახსოვროდ ქმნა საოცრებანი თვისნი, მოწყალე და შემბრალებელია უფალი.5.ნადავლი მისცა თავის მოშიშებს; ახსოვს მარადის აღთქმა თავისი.6.ძალა თავის საქმეთა გააგებინა თავის ხალხს, რომ მიეცა მათთვის მემკვიდრეობა წარმართთა.7.მის ხელთა საქმენი ჭეშმარიტება და სამართალია, სარწმუნოა ყველა მცნება მისი.8.იმედნეულნი არიან უკუნითი უკუნისამდე, დაფუძნებულნი ჭეშმარიტებასა და სისწორეზე.9.ხსნა მოუვლინა თავის ხალხს; მცნებად დაუდო საუკუნოდ აღთქმა თავისი; წმიდა და საშიშია სახელი მისი.10.სიბრძნის დასაბამია შიში უფლისა; აზრკეთილია ყველა, ვინც მათ ასრულებს. მისი დიდება მარადიულია.
რას ნიშნავს „ყოვლითა“ ()? ყოველგვარი მზადყოფნით, დაძაბული გულმოდგინებით, ცხოვრებისეული საზრუნავებისგან გათავისუფლებული, მაღლა აწეული და სულის სხეულის ბორკილებისგან გამომხსნელი.„გულითა“ (
ძალიან მგონია, რომ ამ ფსალმუნის დასაწყისი წინა ფსალმუნის დასასრულს მისდევს და, თითქოს ერთი უწყვეტი და შეკრული სხეული იყოს, იქ ამბობს: „დასაბამი სიბრძნისა შიში უფლისაჲ“ (), აქ კი: „ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა“ (), სხვა სიტყვებით, მაგრამ იმავე აზრებით გვასწავლის ღვთის შიშს.რადგან იქ თქვა, რომ იგი ბრძენია, აქ კი ნეტარია; ხოლო ნამდვილი ნეტარება სწორედ ეს არის, რადგან ყოველივე სხვა ამაოება, ჩრდილი და ცარიელი საქმეა: სიმდიდრეს იტყვი, ძალაუფლებას, სხეულის სილამაზეს თუ ქონების სიმრავლეს.რადგან ეს ყოველივე ჩამოცვენილ ფოთლებს, წარმავალ ჩრდილებსა და გაფრენილ სიზმრებს ჰგავს.ხოლო ჭეშმარიტად ნეტარი სწორედ ეს არის.შემდეგ, რადგან დემონებსაც ეშინიათ მისი და ძრწიან, რათა არ იფიქრო, თითქოს მხოლოდ ეს კმაროდეს ცხონებისთვის, რასაც ზემოთ აკეთებდა, ამასვე აქაც აკეთებს.რა...
სწავლაჲ მა: ვითარმედ არარაჲ ესრეთ განაბრძნობს კაცსა, ვითარ სათნოებაჲ, და ვითარმედ ყოველი ბოროტი უკეთურებისაგან მიიღებს დასაბამსა:
...იტყოდა: „არა არს კურნებაჲ ჴორცთა ჩემთაჲ პირისაგან უგუნურებისა ჩემისა“, რაჲთამცა გჳჩუენა, ვითარმედ ყოველი ცოდვაჲ დაწყებასა უგუნურებისაგან მიიღებს, და სათნოჲ და მოშიში უფლისაჲ უბრძნეს ყოველთასა არს, რამეთუ „დასაბამი სიბრძნისაჲ არს შიში უფლისაჲ“. ; და ვინაჲთგან სიბრძნჱ შიში უფლისაჲ არს, ხოლო უკეთურსა შიში უფლისაჲ არა აქუს, სიბრძნისაგან სამე გამოჴუებულ არს და უუგუნურეს არს ყოველთასა.
და მრავალნი უკეთურთა ბრძნად უწოდენ, რამეთუ ავნებენ სხუა-თა ჴელოვნად, და არა იციან, ვითარმედ ესე არს დიდი უგუნურებაჲ, რამეთუ რომელი სხუასა ავნებდეს, არა მას ავნებს, არამედ თჳსსა გულსა განსწონს მახჳლსა და ვერ გულისხმა-ჰყოფს, და ესე არს დიდისა უგუნურებისა სასწაული. არამედ ჩუენ ნუმცა ჭირვეულთა და სხუა-თაგან ვნებულთა სახელს-ვსდებთ უბადრუკად, არამედ უფროჲსად მავნებელთა და მაჭირვებელთა მათთა, რამეთუ იგინი არიან ვნებულნი, რომელნი ღმერთსა მბრძოლად აღიდგენენ თავთა თჳსთათჳს და ბევრეულთა შესმენათა პირსა აღუღებენ და დიდსა საშჯელსა განიმზადებენ ჯოჯოხეთს შინა, ხოლო რომელნი ჭირვეულნი იყვნენ და მოითმენდენ, მათ ღმერთიცა სწყალობს და ყოველნი კაცნი, და ამასცა სოფე...