1.გალობა აღსავალთა. სიღრმეებიდან მოგიხმობ შენ, უფალო;2.უფალო, ისმინე ჩემი ხმა. მზად იყვნენ შენი ყურები ჩემი ვედრების ხმის მოსასმენად.3.თუ ცოდვებს შემოგვინახავ, უფალო, ვინ დაგიდგება?4.მაგრამ შენს მიერ არის შენდობა, რათა გეკრძალონ.5.მეიმედება უფალი, ესავს ჩემი სული და მის სიტყვას ველოდები.6.სული ჩემი ელოდება უფალს უფრო მეტად, ვიდრე გუშაგნი დილას, გუშაგნი დილას,7.ესავდეს ისრაელი უფალს, რადგან უფალთან არის წყალობა და უხვია დახსნა მისმიერი.8.და ის დაიხსნის ისრაელს ყველა ბრალისაგან.
რას ნიშნავს: „ღრმით“ ()?არა უბრალოდ პირიდან და არც უბრალოდ ენიდან, რადგან გონებაც რომ დახეტიალობდეს, სიტყვები მაინც იღვრება; არამედ უღრმესი გულიდან, დიდი გულმოდგინებითა და მოშურნეობით, თვით გონების...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და რაჟამს ილოცვიდე, არა იყო ეგრე, ვითარცა-იგი ორგულნი, რამეთუ უყუარნ შესაკრებელთა შორის და უბანთა ზედა დგომაჲ და ლოცვაჲ, რაჲთა უჩუენონ კაცთა. ამენ გეტყჳ თქუენ: მიუღებიეს სასყიდელი მათი. ხოლო შენ რაჟამს ილოცვიდე, შევედ საუნჯესა შენსა და დაჰჴაშ კარი შენი და ილოცევდ მამისა შენისა მიმართ ფარულად; და მამამან შენმან, რომელი ხედავს დაფარულთა, მოგაგოს შენ ცხადად“ (6,5-6).:
...ნ თქუა: „დავშუერი მე სულ-თქუმითა ჩემითა, დავბანო მარად ღამე ცხედარი ჩემი, ცრემლითა ჩემითა სარეცელი ჩემი დავალტო“; დაიპე გული შენი და ნუ სამოსელი შენი, ვითარცა იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი; ღრმითა მოხადე უფალსა, რამეთუ იტყჳს: „ღრმითამო ვღაღადებ შენდამი, უფალო“; სიღრმეთაგან გულისათა ასმინე უფალსა ჴმაჲ შენი, საიდუმლო-ყავ ლოცვაჲ შენი. არა ხედავა, ვითარმედ წინაშე მეფისა ყოველნი მოწიწებით და დუმილით დგანან? შენცა წინაშე მეუფისა მის მეუფეთაჲსა მდგომარე ხარ, არა ქუეყანასა ზედა არს დგომაჲ ეგე შენი, არამედ ვითარცა ცათა შინა; ამისთჳს ფრიადი გიჴმს შენ წესიერებაჲ, ფრიადი შიში და ძრწოლაჲ, ანგელოზთა თანამოდასე ხარ, მთავარანგელოზთა თანაზიარ, ქერაბინთა და სერაბინთა გალობასა ჰგალობ. ესე ყოველნი განწყობილნი, რომელნი ვაჴსენენ, რომელთა თანა განწყობილ ხარ შენ, დიდითა კრძალულებითა და წესიერებითა დგანან, დიდითა შიში-თა და მოწიწებითა წმიდასა მას გალობასა ძლევისასა სანატრელითა მით ღაღადებითა უგალობენ ყოველთა ღმერთსა და მეუფესა.
ამათ უჴორცოთა ძალთა შეერთე, ძმაო, რაჟამს ილოცვიდე, და მათსა მას ჰბაძევდ წესიერებასა, რამეთუ შენცა არა კაცთა უგალობ და შეასხამ, არცა კაცთა ევედრები, არამედ ღმერთსა, რომელი ყოველგან არს...
ამიტომ ეს წინასწარმეტყველიც სხვაგან ამბობს: „და ნუ შეხუალ სასჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი“ (). და კვლავ: „უკუეთუ უსჯულოებათაებრ მიაგებდე, უფალო, უფალო, ვინმე დაუთმოს?“ ().ამრიგად, ყოველივე, რაც მის მიერ აღესრულება, ამ ორივეთი არის სავსე.რადგან თუ მხოლოდ სიმართლეს მოითხოვდა, ყოველივე დაიღუპებოდა; ხოლო თუ მხოლოდ კაცთმოყვარეობას გამოიყენებდა, უმრავლესნი უფრო დაუდევარნი გახდებოდნენ. ამიტომ, ადამიანთა ცხონებას სხვადასხვაგვარად წარმართავს და მათი გამოსწორებისთვის ამ ორივეს იყენებს.„სარწმუნო არიან ყოველნივე მცნებანი მისნი“ (). რასაც მრავალ ადგილას აკეთებს, ამასვე აღასრულებს აქაც: მრავალფეროვან შესაქმეში და მზრუნველობაში გამოცხადებული სიბრძნიდან სჯულდებაზე გადადის და განგების ამ ნაწილსაც კვლავ ამოძრავებს.რადგან ადამიანთა მოდგმა მან მხოლოდ ამოდენა და ამგვარი ქმნილების შექმნით კი არ გამოასწორა, არამედ სჯ...
...აღსრულებული და თუნდაც უმაღლეს სიმართლემდე ვიყოთ მისულნი. ამიტომ თვითონაც, შემდგომ, კვლავ ამბობს: „არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი“ (); და ესეც: „უკუეთუ უსჯულოებათაებრ მიაგებდე, უფალო, უფალო, ვინმე დაუთმოს?“ ().და პავლე: „რამეთუ არარაჲ თავსა ჩემსა შემიცნობიეს, არამედ არა თუ ამით განვმართლდები;“ (); და სხვა ამბობს: „ვინმე იქადოს გულითა წმიდა-ქონებად?“ ()„ანუ ვინმე იკადროს თქმად, ვითარმედ: წმიდა ვარ ცოდვისაგან?“ ()
ამრიგად, ყველანი წყალობას ვსაჭიროებთ, მაგრამ ყველანი ღირსნი არა ვართ შეწყალებისა.რადგან თუმცა წყალობაა, მაინც ღირსეულს ეძიებს, როგორც თვითონ უთხრა მოსეს: „შევიწყალო, რომელი შევიწყალო და შევიწნარო, რომელი შევიწყნარო“ ().ვინც შეწყალ...