1.გალობა აღსავალთა. აჰა, ადიდეთ უფალი, ყოველნო მსახურნო უფლისა, რომელნიც უფლის სახლში დგახართ ღამღამობით.2.ზეაღაპყარით თქვენი ხელი სიწმიდისაკენ და აკურთხეთ უფალი.3.გაკურთხოს სიონიდან უფალმა, ცისა და ქვეყნის შემოქმედმა.
აქ დაასრულა აღსავალთა შესახებ ფსალმუნები, როცა სიტყვა კეთილ დასასრულში, ქებასა და კურთხევაში შეკრა.უფლის მონებად კი სურს, იყვნენ არა მხოლოდ მოძღვრების მიხედვით, არამედ ცხოვრების წესის სიზუსტითაც; ამიტომაც დაურთო: „რომელნი...
...ხმას, როგორის მოსმენაც ღრმა მდუმარებაში და უდაბნოშია შესაძლებელი, როცა ის წმინდანები გალობენ. თვით გალობებიც შესაფერისია და ღვთისადმი მეგობრობით სავსე.ამბობს: „ღამესა აღიპყრენით ჴელნი თქუენნი წმიდად მიმართ და აკურთხევდით, უფალსა" (); და კვლავ: „ღამითგან აღიმსთობს სული ჩემი შენდამი, ღმერთო, მით, რამეთუ ნათელ არს ბრძანებანი შენნი ქუეყანასა ზედა" ().დავითის გალობებიც ცრემლთა მრავალ წყაროს აღძრავს.რადგან, როდესაც გალობს და ამბობს: „დავშუერი მე სულთქმითა ჩემითა, დავბანო მარად ღამე ცხედარი ჩემი, ცრემლითა ჩემითა სარეცელი ჩემი დავალტვო" (); და კვლავ: „რამეთუ ნაცარი, ვითარცა პური, ვჭამე და სასუმელი ჩემი ტირილითა ჩემითა განვზავი" (); და კვლავ: „რაჲ არს კაცი, რამეთუ მოიჴსენე მისი, ანუ ძე კაცისა, რამეთუ მოხედავ მას?" (); **„კაცი ამავოებასა მიემსგავსა, და დღენი მისნი, ვითარცა აჩრდილნი, წარვლენ"*...