...და სასუმელი ჩემი ტირილითა ჩემითა განვზავი"** (); და კვლავ: „რაჲ არს კაცი, რამეთუ მოიჴსენე მისი, ანუ ძე კაცისა, რამეთუ მოხედავ მას?" (); „კაცი ამავოებასა მიემსგავსა, და დღენი მისნი, ვითარცა აჩრდილნი, წარვლენ" (); და: „ნუ გეშინინ, რაჟამს განმდიდრდეს კაცი და რაჟამს განმრავლდეს პატივი სახლისა მისისა" (); და კვლავ: „ღმერთმან დაამკჳდრნის ერთსახენი სახლსა" (); და: „შჳდგზის დღესა შინა გაქებდი შენ განკითხვათათჳს სიმართლისა შენისათა" (); და კვლავ: „შუვაღამე აღვდეგი აღსაარებად შენდა განკითხვათათჳს სიმართლისა შენისათა" (); და: „ხოლო ღმერთმან იჴსნეს სული ჩემი ჴელთაგან ჯოჯოხეთისათა" (); და: „ვიდოდი ღათუ შორის აჩრდილთა სიკუდილისათა, არა შემეშინოს მე ბოროტისაგან, რამეთუ შენ ჩემ თანა ხარ" (); და კვლავ: **„არა გეშინოდის შიშისაგან ღამისა და ისრ...
ლოცვა წმინდა წერილის წაკითხვამდე
1. დავითისა. კურთხეული არს უფალი, ბურჯი ჩემი, რომელმაც ასწავლა ჩემს ხელებს ბრძოლა, ჩემს თითებს - ომი.2. მწყალობელო ჩემო და სიმაგრევ ჩემო, მცველო ჩემო და მხსნელო ჩემო; ჩემი ფარი ხარ და მასზე ვარ დანდობილი, ის ჩემს ხალხს გახდის მორჩილად ჩემდა.3. უფალო, რა არის კაცი, რომ იცნო ის, ძე ადამისა, რომ მიიჩნიო ის?4. ადამიანი ჰგავს ამაოებას, მისი დღეები - ვითარცა ჩრდილი გარდასული.5. უფალო, მოდრიკე ცანი შენნი და გადმოდი, შეეხე მთებს, რომ აკვამლდნენ.6. გამოაელვე ელვანი და გაფანტე ისინი, გამოუშვი ისარნი შენნი და თავზარი დაეცი მათ.7. გამოიწოდე შენი ხელი მაღლიდან; მიხსენი და გადამარჩინე მრავალ წყალთაგან, უცხო ტომთა ხელიდან.8. რომელთა ბაგენი ტყუილს ლაპარაკობენ და რომელთა მარჯვენა სიცრუის მარჯვენაა.9. ღმერთო, ახალ გალობას გიგალობებ შენ, ათსიმიან ჩანგზე გიგალობებ შენ.10. რომელიც უბოძებს ხსნას მეფეებს, იხსნის დავითს - თავის მორჩილს ბოროტი მახვილისაგან.11. მიხსენი და გადამარჩინე უცხოელთა ხელიდან, რომელთა ბაგენი ტყუილს ლაპარაკობენ და რომელთა მარჯვენა სიცრუის მარჯვენაა.12. რომ ჩვენი ვაჟები ნერგებივით იზრდებოდნენ მათს სიჭაბუკეში; ჩვენი ასულნი, ვითარცა ოსტატურად თლილი სვეტები სასახლისა.13. ჩვენი ბეღლები სავსე იყოს ნაირნაირი მოსავლით. ცხვარნი ჩვენნი ათასობდნენ, ათიათასობდნენ ჩვენს საძოვრებზე.14. ჩვენი ხარები დტვირთულნი იყვნენ. არც ზარალი და არც დანაკლისი, არც გოდება ჩვენს ქუჩებში.15. ნეტარ არს ხალხი, რომლისთვისაც ასეა. ნეტარ არს ხალხი, რომელსაც ჰყავს უფალი, თავისი ღმერთი.