1.გუნდის ლოტბარს, დავითის ფსალმუნი, საგალობელი. აღდგეს ღმერთი, განიბნენ მისი მტრები და მისი მოძულენი უკუიქცნენ მისგან.2.როგორც კვამლი გაიფანტება, ისე გაფანტე; როგორც ცვილი დადნება ცეცხლზე, ისე დაიღუპებიან ბოროტნი ღმერთის პირისაგან.3.ხოლო წმიდანები გაიხარებენ და მოილხენენ ღმერთის წინაშე და სიხარულით იზეიმებენ.4.აქეთ ღმერთი, იგალობეთ მისი სახელი, განადიდეთ ის, ვინც ცას სერავს; უფალია მისი სახელი და ილხინეთ მის წინაშე.5.მამა ობოლთა და მსაჯული ქვრივთა - ღმერთი მის წმიდა სადგომშია,6.ღმერთს შეჰყავს მარტოხელები სახლში, გამოჰყავს ტყვეები შესაფერის დროს, ხოლო ურჩნი ხრიოკზე რჩებიან.7.ღმერთო! როცა შენი ხალხის წინაშე გამოხვედი, როცა ფეხი დადგი უდაბნოში, სელა,8.დედამიწა შეირყა, ცანიც კი წვეთავდნენ ღმერთის პირისაგან; ეს სინაიც - ღმერთის პირისაგან, ისრაელის ღმერთისა.9.ბარაქიანი წვიმა აწვიმე, ღმერთო, შენს სამკვიდროს, და თუ დაუძლურდება, შენ გაამაგრებ.10.შენი ხალხი დასახლდა იქ, შენი სიკეთით განუმზადე ღარიბს, ღმერთო.11.უფალი იძლევა სიტყვას მახარობელთა დიდი გუნდისა.12.ჯარების მეფენი გარბიან, გარბიან, ხოლო სახლში მყოფი ნადავლს გაიყოფს.13.თუნდაც ცხვრის ბაკებში იწვეთ, მტრედის ფრთებს ჰგავხართ ვერცხლით დაფარულს და მის ნაკრტენს მოოქროვილს.14.როცა ყოვლისშემძლე გაფანტავს მეფეებს იქ, ცალმონის თოვლივით გაათეთრებს მას.15.მთა ღმერთისა - მთა ბაშანისა, მთაგრეხილი - მთა ბაშანისა.16.რატომ შეჰყურებთ შურით, მთაგრეხილებო, მთას, რომელიც ისურვა ღმერთმა თავის სამოსახლოდ და უფალი დაიმკვიდრებს სამუდამოდ?17.ღმერთის ეტლები უთვალავია, ათასეულები. მათ შორის არის უფალი სინაიზე, წმიდაში.18.შენ ახვედი მაღლა, დააბრუნე ტყვე, წამოიღე ძღვენი ადამიანისათვის, და ურჩებთანაც დაისადგურა უფალმა ღმერთმა.19.კურთხეულ არს უფალი, დღითი დღე ზრუნავს ჩვენზე; ღმერთია ჩვენი მშველერი. სელა.20.ღმერთი არის ჩვენთვის ღმერთი მშველელი და უფალი ღმერთის ხელში არის სიკვდილის გასაღები.21.მაგრამ ღმერთი თავს გაუჭეჭყავს თავის მტრებს, ბანჯგვლიან კეფას - დანაშაულის გზით მოსიარულეს.22.თქვა უფალმა: ბაშანიდან დავაბრუნებ; დავაბრუნებ ზღვის სიღრმეებიდან,23.რათა ჩადგა შენი ფეხი მტრების სისხლში, როგორც შენი ძაღლები ჰყოფდნენ შიგ თავიანთ ენას;24.ნახეს შენი სვლა, ღმერთო, სვლა ჩემი ღმერთისა,25.წინ წარდგნენ მგალობლები, უკან - მემუსიკენი,26.კრებულთა შორის ადიდეთ ღმერთი უფალი წყაროდან ისრაელისა.27.იქ ბენიამინი - უმრწემესი, წინ წახტა; იუდას თავადებმა ქვები დაუშინეს, ზებულონის თავადებმა, ნაფთალის თავადებმა.28.შენმა ღმერთმა მოგაკუთვნა შენ ძალა, ღმერთო, განამტკიცე ის, რაც მოიმოქმედე ჩვენთვის.29.შენი ტაძრის გამო, რომელიც იერუსალიმშია, საჩუქრებს მოგიტანენ მეფეები.30.შერისხე მხეცი ლერწმიანისა, ხარების ჯოგი ხალხის ხბოებს შორის, რომლებიც ტრაბახობენ ოქროს ზოდებით.31.მოვლენ დიდებულნი ეგვიპტიდან, ქუში გაუწოდებს ხელს.32.ქვეყნიერების სამეფონო! უმღერეთ ჩვენს ღმერთს, უგალობეთ უფალს. სელა.33.ამაღლებული ძველთუძველეს ცათა ცაში - აგერ ის გამოსცემს თავისი ხმით ძლიერების ხმას.34.მიეცით სიძლიერე ღმერთს; მისი სიდიადე ისრაელზეა და მისი სიძლიერე - ღრუბლებში.35.საშიში ხარ, ღმერთო, შენს ტაძარში; ღმერთი ისრაელისა - ის აძლევს ძალასა და სიმაგრეს ხალხს; კურთხეულ არს ღმერთი!
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ მისი მტრები და მისი მოძულენი ივლტოდნენ პირისგან მისისა; და როგორც ქრება კვამლი, – განქარდნენ … მართლები კი განიხარებენ და იზეიმებენ ღმერთის წინაშე და სიხარულით დატკბებიან ().
როგორი დიდი ნუგეშია წმ. დავით მეფის ამ წინასწარმეტყველურ სიტყვებში! როგორი იმედითა და სულიერი სიხარულით...
...ენდნენ, უნდა გაეგოთ, რომ ეს სახეობრივად ითქვა; გარდა ამისა, წერილს არ უგულებელუყვია, რომ სხვა სიტყვებითაც ესწავლებინა მათთვის ღმერთის უვნებობა. მაშ, მოისმინე, სხვაგან როგორ აჩვენებს მისი დასჯის სიადვილეს, როცა ამბობს: „აღდეგინ ღმერთი, და განიბნინედ ყოველნი მტერნი მისნი“ ().ნუთუ იარაღი სჭირდება?ნუთუ მახვილი სჭირდება?ამბობს: საკმარისია მხოლოდ ის, რომ ღმერთი აღდგეს.
მაგრამ ესეც კვლავ უხეში გამოთქმაა; ამიტომ მრავალ ადგილას ამბობს: „რომელი მოხედავს ქუეყანასა ზედა და ჰყოფს მას შეძრწუნებულ“ ().და კვლავ: „პირისაგან უფლისა შეიძრა ქუეყანა“ ().მაგრამ ესეც უხეში გამოთქმაა.მოისმინე უფრო ამაღლებული სიტყვა: „ყოველივე, რაც ინება, მოიმოქმედა“ ()...
...აქ, მგონია, იგი ეზეკიას დროს მომხდარ გამარჯვებას აღნიშნავს: „ქვეყანას“ ადამიანთა სიმრავლეს უწოდებს, „შემუსვრას“ - მათ დაცემას, ხოლო ღვთის „აღდგომას“ - მის გამოსვლას დასახმარებლად. რადგან დავითიც ასე ამბობს: „აღდეგინ ღმერთი, და განიბნინედ ყოველნი მტერნი მისნი“ (); და კიდევ: „აღდეგ, ღმერთო, განსაჯე ქუეყანა“ (), რითაც ღვთის მოქმედებებს ადამიანური სახეებით გამოსახავს.რადგან ნათქვამია: „თვალნი უფლისანი მაღალ, ხოლო კაცი მდაბალ“ ().შემდეგ, რათა მაშინ მსმენელთაგან არავინ დაეჭვებულიყო ნათქვამში, რადგან მოსახდენი ძალიან მოულოდნელი და ყოველგვარ მოლოდინზე აღმატებული იყო, წინასწარმეტყველი მიმართავს მოქმედის ძალას და იმ ადამიანთა უმნიშვნელობას, ვისაც ეს უნდა დაემართოს.რადგან ამბობს: არაფერია ღმერთზე უფრო მაღალი და არც ადამიანებზე უფრო უმნიშვნელო.ამიტომ ნუ გაგიკვირდება, თუ ეს დიდი და ძლიერი ასე ერთბაშად შეძლებს უმნიშვნელოთა დამდაბლებას....
...დვათაჲსა და საკრველთა მათგან უკეთურისათა, ნუღარამცა მიგჳყვანებს ეშმაკი ტყუედ ცოდვისა მიერ, არამედ მოედინ სუფევაჲ შენი ჩუენ ზედა, რაჲთა ივლტოდინ, რომელნი-ესე აწ უფლებულ არიან ვნებანი, და ვითარცა მოაკლდის კუამლსა, მოაკლდეს, და ვითარცა ცჳლი რაჲ დადნის წინაშე ცეცხლსა, ეგრეთ წარწყმდენ მაჭირვებელნი იგი ჩუენნი.
მოვედინ სუფევაჲ შენი, რაჲთა უჩინო იქმნას ყოველივე განწყობილი წინააღმდგომთაჲ, რაჲთა დაიჴსნას ბრძოლაჲ ჴორცთაჲ სულისა მიმართ, რაჲ-თა დაეცნენ ათასეულნი იგი და ბევრეულნი უკეთურთა ეშმაკთანი; ძლიერ არს ეშმაკისა მძლავრებაჲ, გარნა მათ ზედა ძლიერ არს, რომელნი ოჴერ არიან შენისა შეწევნისაგან; ხოლო მო-თუ-ვიდეს ჩუენ ზედა სუფევაჲ შენი და ძალი და შეწევნაჲ, მეყსეულად ივლტოდის ყოველი სალმობაჲ და მწუხარებაჲ და სულ-თქუმაჲ, და იყოს ცხორებაჲ და მშჳდობაჲ და სიხარული.
რამეთუ უკუეთუ შენ ჰსუფევდე ჩუენ ზედა, მამაო სახიერო, ძითურთ და ყოვლადწმიდით სულით, და სავანე-ჰყო ჩუენ თანა, ნეტარ იყოს ჩუენდა.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „იყავნ ნებაჲ შენი ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა“ (6,10).
თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილეა შეწყობილებაჲ ესე შუენიერი ლოცვისაჲ? რამეთუ სურვილი გჳბრძანა საუკუნეთა მათ კეთილთაჲ და უშფოთველისა მის ცხორებისაჲ, გარნა ამასცა ცხორებასა შინა მოს...