1.გუნდის ლოტბარს, დავითის ფსალმუნი, საგალობელი. აღდგეს ღმერთი, განიბნენ მისი მტრები და მისი მოძულენი უკუიქცნენ მისგან.2.როგორც კვამლი გაიფანტება, ისე გაფანტე; როგორც ცვილი დადნება ცეცხლზე, ისე დაიღუპებიან ბოროტნი ღმერთის პირისაგან.3.ხოლო წმიდანები გაიხარებენ და მოილხენენ ღმერთის წინაშე და სიხარულით იზეიმებენ.4.აქეთ ღმერთი, იგალობეთ მისი სახელი, განადიდეთ ის, ვინც ცას სერავს; უფალია მისი სახელი და ილხინეთ მის წინაშე.5.მამა ობოლთა და მსაჯული ქვრივთა - ღმერთი მის წმიდა სადგომშია,6.ღმერთს შეჰყავს მარტოხელები სახლში, გამოჰყავს ტყვეები შესაფერის დროს, ხოლო ურჩნი ხრიოკზე რჩებიან.7.ღმერთო! როცა შენი ხალხის წინაშე გამოხვედი, როცა ფეხი დადგი უდაბნოში, სელა,8.დედამიწა შეირყა, ცანიც კი წვეთავდნენ ღმერთის პირისაგან; ეს სინაიც - ღმერთის პირისაგან, ისრაელის ღმერთისა.9.ბარაქიანი წვიმა აწვიმე, ღმერთო, შენს სამკვიდროს, და თუ დაუძლურდება, შენ გაამაგრებ.10.შენი ხალხი დასახლდა იქ, შენი სიკეთით განუმზადე ღარიბს, ღმერთო.11.უფალი იძლევა სიტყვას მახარობელთა დიდი გუნდისა.12.ჯარების მეფენი გარბიან, გარბიან, ხოლო სახლში მყოფი ნადავლს გაიყოფს.13.თუნდაც ცხვრის ბაკებში იწვეთ, მტრედის ფრთებს ჰგავხართ ვერცხლით დაფარულს და მის ნაკრტენს მოოქროვილს.14.როცა ყოვლისშემძლე გაფანტავს მეფეებს იქ, ცალმონის თოვლივით გაათეთრებს მას.15.მთა ღმერთისა - მთა ბაშანისა, მთაგრეხილი - მთა ბაშანისა.16.რატომ შეჰყურებთ შურით, მთაგრეხილებო, მთას, რომელიც ისურვა ღმერთმა თავის სამოსახლოდ და უფალი დაიმკვიდრებს სამუდამოდ?17.ღმერთის ეტლები უთვალავია, ათასეულები. მათ შორის არის უფალი სინაიზე, წმიდაში.18.შენ ახვედი მაღლა, დააბრუნე ტყვე, წამოიღე ძღვენი ადამიანისათვის, და ურჩებთანაც დაისადგურა უფალმა ღმერთმა.19.კურთხეულ არს უფალი, დღითი დღე ზრუნავს ჩვენზე; ღმერთია ჩვენი მშველერი. სელა.20.ღმერთი არის ჩვენთვის ღმერთი მშველელი და უფალი ღმერთის ხელში არის სიკვდილის გასაღები.21.მაგრამ ღმერთი თავს გაუჭეჭყავს თავის მტრებს, ბანჯგვლიან კეფას - დანაშაულის გზით მოსიარულეს.22.თქვა უფალმა: ბაშანიდან დავაბრუნებ; დავაბრუნებ ზღვის სიღრმეებიდან,23.რათა ჩადგა შენი ფეხი მტრების სისხლში, როგორც შენი ძაღლები ჰყოფდნენ შიგ თავიანთ ენას;24.ნახეს შენი სვლა, ღმერთო, სვლა ჩემი ღმერთისა,25.წინ წარდგნენ მგალობლები, უკან - მემუსიკენი,26.კრებულთა შორის ადიდეთ ღმერთი უფალი წყაროდან ისრაელისა.27.იქ ბენიამინი - უმრწემესი, წინ წახტა; იუდას თავადებმა ქვები დაუშინეს, ზებულონის თავადებმა, ნაფთალის თავადებმა.28.შენმა ღმერთმა მოგაკუთვნა შენ ძალა, ღმერთო, განამტკიცე ის, რაც მოიმოქმედე ჩვენთვის.29.შენი ტაძრის გამო, რომელიც იერუსალიმშია, საჩუქრებს მოგიტანენ მეფეები.30.შერისხე მხეცი ლერწმიანისა, ხარების ჯოგი ხალხის ხბოებს შორის, რომლებიც ტრაბახობენ ოქროს ზოდებით.31.მოვლენ დიდებულნი ეგვიპტიდან, ქუში გაუწოდებს ხელს.32.ქვეყნიერების სამეფონო! უმღერეთ ჩვენს ღმერთს, უგალობეთ უფალს. სელა.33.ამაღლებული ძველთუძველეს ცათა ცაში - აგერ ის გამოსცემს თავისი ხმით ძლიერების ხმას.34.მიეცით სიძლიერე ღმერთს; მისი სიდიადე ისრაელზეა და მისი სიძლიერე - ღრუბლებში.35.საშიში ხარ, ღმერთო, შენს ტაძარში; ღმერთი ისრაელისა - ის აძლევს ძალასა და სიმაგრეს ხალხს; კურთხეულ არს ღმერთი!
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ მისი მტრები და მისი მოძულენი ივლტოდნენ პირისგან მისისა; და როგორც ქრება კვამლი, – განქარდნენ … მართლები კი განიხარებენ და იზეიმებენ ღმერთის წინაშე და სიხარულით დატკბებიან ().
როგორი დიდი ნუგეშია წმ. დავით მეფის ამ წინასწარმეტყველურ სიტყვებში! როგორი იმედითა და სულიერი სიხარულით...
...დვათაჲსა და საკრველთა მათგან უკეთურისათა, ნუღარამცა მიგჳყვანებს ეშმაკი ტყუედ ცოდვისა მიერ, არამედ მოედინ სუფევაჲ შენი ჩუენ ზედა, რაჲთა ივლტოდინ, რომელნი-ესე აწ უფლებულ არიან ვნებანი, და ვითარცა მოაკლდის კუამლსა, მოაკლდეს, და ვითარცა ცჳლი რაჲ დადნის წინაშე ცეცხლსა, ეგრეთ წარწყმდენ მაჭირვებელნი იგი ჩუენნი.
მოვედინ სუფევაჲ შენი, რაჲთა უჩინო იქმნას ყოველივე განწყობილი წინააღმდგომთაჲ, რაჲთა დაიჴსნას ბრძოლაჲ ჴორცთაჲ სულისა მიმართ, რაჲ-თა დაეცნენ ათასეულნი იგი და ბევრეულნი უკეთურთა ეშმაკთანი; ძლიერ არს ეშმაკისა მძლავრებაჲ, გარნა მათ ზედა ძლიერ არს, რომელნი ოჴერ არიან შენისა შეწევნისაგან; ხოლო მო-თუ-ვიდეს ჩუენ ზედა სუფევაჲ შენი და ძალი და შეწევნაჲ, მეყსეულად ივლტოდის ყოველი სალმობაჲ და მწუხარებაჲ და სულ-თქუმაჲ, და იყოს ცხორებაჲ და მშჳდობაჲ და სიხარული.
რამეთუ უკუეთუ შენ ჰსუფევდე ჩუენ ზედა, მამაო სახიერო, ძითურთ და ყოვლადწმიდით სულით, და სავანე-ჰყო ჩუენ თანა, ნეტარ იყოს ჩუენდა.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „იყავნ ნებაჲ შენი ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა“ (6,10).
თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილეა შეწყობილებაჲ ესე შუენიერი ლოცვისაჲ? რამეთუ სურვილი გჳბრძანა საუკუნეთა მათ კეთილთაჲ და უშფოთველისა მის ცხორებისაჲ, გარნა ამასცა ცხორებასა შინა მოს...
...შესახებ იტყვის: დატოვე იგი, რადგან სხვისი გახდა. ამრიგად აჩვენებს, რომ თვით ქვრივობაც უბრალოდ აირჩიეს, განსჯით კი არა.მაშასადამე, ქვრივიც თავის ქვრივობაში ქრისტესთან არის შეკრული; რადგან ამბობს: „მამა არს ობოლთა და მსაჯული ქურივთა“ ().იგი აჩვენებს, რომ ქვრივობასაც კი სწორად არ ირჩევენ, არამედ განცხრომას ეძლევიან; მაგრამ მიუხედავად ამისა, ქრისტე ითმენს.და სხვა ადგილასაც ამბობს: „მიგათხოვენ თქუენ ერთსა მამაკაცსა ქალწულად წმიდად წარდგინებად ქრისტესა“ ().როცა მის სახელზე აღირიცხებიან, ამბობს, მაშინ „ქორწინების უნებნ. აქუს მათ საშჯელი, რამეთუ პირველი იგი სარწმუნოებაჲ შეურაცხ-ყვეს“ ().
რწმენას აქ აღთქმას უწოდებს, ერთგულებას; თითქოს ამბობდეს: მოატყუეს იგი, აღთქმანი დაარღვიეს.„და ამას თანა უქმობასა ისწავებენ“ (...
...ა წილი: ხან მთავართა შიში, ხან ახლობელთა შენზე აღმატებული წარმატებანი. ახლა ამ ყოველივესგან გათავისუფლდი - შიშისა და ძრწოლისგან.მაგრამ ზრუნავ: ვინ გამიზრდის დატოვებულ შვილებს?„მამა არს ობოლთა" ().მითხარი, ისინი ვინ მოგცა?არ გესმის ქრისტე, რომელიც სახარებებში ამბობს: „ანუ არა სული უფროჲს არს საზრდელისა და გუამი – სამოსლისა?" ().
4. ქვრივის სასოება და ობოლთა აღზრდა
ხედავ, რომ გოდება არა ჩვეულებისგან, არამედ ურწმუნოებისგან იბადება?მაგრამ, ამბობ, მამის გარდაცვალების შემდეგ შვილები იმგვარად ბრწყინვალენი აღარ არიან.რატომ?ღმერთი ჰყავთ მამად და ბრწყინვალენი არ არიან?რამდენს დაგისახელებ ქვრივთა მიერ აღზრდილსა და გამოცდილად ქცეულს?ხოლო რამდენს,...