1.გალობა დავითისა, ქუშ ბენიამინელის გამო რომ უმღერა უფალს: უფალო, ღმერთო ჩემო! შენზე ვარ მონდობილი. მიხსენი ყველა მდევნელისაგან და გადამარჩინე.2.რათა არ დაგლიჯოს, ვითარცა ლომმა, სული ჩემი, დალეწოს და არ იყოს მხსნელი.3.უფალო, ღმერთო ჩემო! თუ რამ გავაკეთე, თუ უსამართლობა გამოვიდა ჩემი ხელიდან,4.თუ ჩემთვის მშვიდობის მსურველს ბოროტებით გადავუხადე და გავაგდე თუნდაც ჩემი მტერი ხელცარიელი, -5.დაე, დევნოს მტერმა სული ჩემი და წამოეწიოს, დაე, დედამიწაზე დაანარცხოს სიცოცხლე ჩემი და მტვრად აქციოს ღირსება ჩემი. სელა.6.აღსდექ, უფალო, შენი რისხვით, ამაღლდი გულისწყრომით ჩემს მტრებზე, გამოიღვიძე ჩემთვის სამართალზე, რომელიც შენ დადე მცნებად.7.გარს შემოგეხვევა გუნდი ხალხთა, მის ზემოთ ამაღლდი მწვერვალზე.8.უფალი განსჯის ერებს. განმიკითხე, უფალო, ჩემი სიმართლით და უბიწოებით, რომელიც ჩემშია.9.შეწყდეს ბოროტება ბიწიერთა, ხოლო მართალი გაამართლე, რადგან შენა ხარ გულისა და ზრახვების შემმოწმებელი, ღმერთო მართალო!10.ჩემი ფარი უპყრია ღმერთს, გულმართალთა მხსნელს.11.ღმერთი მართალი მსაჯულია და ღმერთი - რისხვის მფრქვეველი ყოველდღე.12.მახვილს გალესავს - თუ არ მორჯულდა, შვილდს მოზიდავს და დაუმიზნებს.13.მომაკვდინებელი იარაღი გაამზადა მისთვის, ისრებს წარმართავს მდევნელთა მიმართ.14.აჰა, ჩაესახება სიმრუდე, დაორსულდება უკუღმართობით და შობს სიცრუეს.15.ორმო თხარა და ღრმად ამოკვეთა, სხვისთვის გაამზადა ორმო და თვითონ ჩავარდა.16.მისი ავგულობა მის თავზე დატრიალდება და მისი ბოროტება მის თხემზე დაეცემა.17.ვადიდებ უფალს მისი სიმართლით და ვუგალობებ უზენაესი უფლის სახელს.
„უფალო ღმერთო ჩემო, შენ გესავ, მაცხოვნე მე და ყოველთა მდევართა ჩემთაგან მიჴსენ მე.“ ().
1. ქუშის ერთგულება დავითის ჭირში
საჭირო იყო წმიდა წერილებისა და ისტორიული ამბების ცოდნა ისე ზედმიწევნით გვქონოდა, რომ მათი სწავლებისთვის უფრო ვრცელი სიტყვა აღარ დაგვჭირვებოდა; მაგრამ ვინაიდან...
...უვარო უფალსა სიმართლითა მისითა და უგალობდე სახელსა უფლისა მაღლისასა“** (); აქ კი აღთქმას ასრულებს და მას საგალობელს აღუვლენს. და იქ ნათქვამი თითქოს ერთი პირისაგან არის, რადგან ამბობს: „უფალო ღმერთო ჩემო, შენ გესავ, მაცხოვნე მე“ ().აქ კი ნათქვამი თითქოს მრავალთა პირით არის.რადგან ამბობს: „უფალო, უფალო ჩუენო, ვითარ საკჳრველ არს სახელი შენი“ ().მაგრამ დუმილი დაიცავით და ყურადღებით ისმინეთ.რადგან თუ თეატრში, სადაც სატანური გუნდები მღერიან, დიდი სიჩუმე დგება, რათა იმ დამღუპველ ჰანგებს მოუსმინონ — მაშინაც კი, როცა გუნდი მიმოსებისა და მოცეკვავე კაცებისგან შედგება, მათთან წინამძღოლად ვიღაც ბილწი მექნარე დგას, ჰანგი სატანური და დამღუპველია, ხოლო ვისაც უმღერიან, ბინძური და ბოროტი დემონია — აქ, სადაც გუნდი წმინდა კაცებისგან არის, გუნდის წინამძღოლი წინასწარმეტყველია, ჰანგი სატანური მოქმედებისგან კი არა, სულიერი მადლისგან არის, ხოლო ვისაც უმღერიან, დემონი კი არა, ღმერთი...
...ამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა, კვლავ აუქმებს ამ განაჩენს: სასჯელს კი არ გადასცემს მათ, როგორც მსჯავრდებულებს, არამედ, როგორც გამოსწორების საჭიროების მქონეთ, შეგონებასა და რჩევას ანდობს, შიშით გონს მოჰყავს და ამბობს: „ნუუკუე წარგიტაცნეს“ (), „ვითარცა ლომმან“ (), „და არა ვინ იყო მჴსნელ თქუენდა“ ().
„მსხუერპლმან ქებისამან მადიდოს მე, და მუნ არს გზაჲ, სადა უჩუენო მას მაცხოვარებაჲ ჩემი“ ().მას შემდეგ, რაც კაცთმოყვარეობა აჩვენა, შეაგონა, ურჩია, დაემუქრა, შეაშინა, განუზავებელი სასჯელი დაუყენა წინ და რჩევაც შესთავაზა, იმ გზასაც ასახელებს, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია მომხდარის გამოსწორება, და ამბობს: „მსხუერპლმან ქებისამან მადიდოს მე“ ().ხოლო რასაც ამბობს, ეს არის: იგი არა მხოლოდ ჩემს რისხვას შეაჩერებს, არც მხოლოდ მსჯავრს მოხსნის, არამედ განმადიდებს კიდეც.იხილე სათნო საქმის სიდ...
...ცის მადლიერება? თუმცაღა უამრავი სათნო საქმე ჰქონდა და მათი საშუალებით შეეძლო ღმერთს შევედრებოდა, ამათგან არაფერს ამბობს, არამედ მხოლოდ ღმერთის წყალობას აფარებს თავს.ამიტომ ცხადია: მაშინაც კი, როცა ამბობს, მაგალითად, „უკუეთუ ვყავ ესე“ (), „ანუ თუ მისა დავაგე“ () და მსგავს სიტყვებს, ამას იმიტომ ამბობს, რომ თქმის დიდი აუცილებლობა დაუდგა. ხოლო როცა ეს აუცილებლობა არ არის, იმათგან არაფერს ამბობს, არამედ ღმერთის წყალობასა და კაცთმოყვარეობას ყოველგვარი ვედრების ნაცვლად წარადგენს.შემდეგ, დარწმუნებული, რომ სასოება არ გაუცრუვდება, ამატებს: „იხარებდეს გული ჩემი მაცხოვარებითა შენითა“ ().
იხილე სასოებით აღსავსე სული?ითხოვა და, ვიდრე მიიღებდა, მადლობას სწირავს, თითქოს უკვე მიეღო; ღმერთს უგალობს და ყველაფერში ისე იქცევა, როგორც მიღებულს შეჰფერის.საიდან იყო ასე სასოებით აღსავსე?დიდი მადლ...