მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

რომაელთა მიმართ 1:18

17. რაკიღა მასში ცხადდება სიმართლე ღვთისა რწმენისთვის და რწმენით; როგორც დაწერილია: „მართალი რწმენით იცოცხლებს“.18. რადგანაც ღვთის რისხვა ზეცით ცხადდება, რათა თავს დაატყდეს კაცთა უსამართლობას და უღმერთოებას, თავიანთი უსამართლობით რომ ახშობენ ჭეშმარიტებას.19. ვინაიდან რაც შეიძლება იცოდე ღმერთზე, ცხადია მათთვის, რადგანაც ღმერთმა განუცხადა მათ.
რომაელთა მიმართ თავი 1
18. რადგანაც ღვთის რისხვა ზეცით ცხადდება, რათა თავს დაატყდეს კაცთა უსამართლობას და უღმერთოებას, თავიანთი უსამართლობით რომ ახშობენ ჭეშმარიტებას.
თავი პირველი სასოებისათჳს და მოქალაქობისა სულიერისა
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ გამოჩინებად არს რისხვაჲ ღმრთისაჲ ზეცით (1,18).:

თარგმანი: ოდეს გამოუჩნდების დღესა მას საშჯელისასა.

თავი ა̂. პირველად უკუე შემდგომად დაწყებისა — განშჯისათჳს წარმართთაჲსა, რომელნი-იგი არა იმარხვენ ბუნებითსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ გამოჩინებად არს რისხვაჲ ღმრთისაჲ ზეცით ყოველსა ზედა უღმრთოებასა და სიცრუესა კაცთასა, რომელთა ჭეშმარიტებაჲ სიცრუით აქუნდა (1,18).:

მოცხადთა ღმრთისა საჲთა, ხოლო ესენი — ბითა რისხვისა , რამეთუ სიცრუით აქუნდა ჭეშმარიტებაჲ, არს ღმრთისმსახურებ, და ძალსა მას ღმრთისმეცნიერებისასა სიცრუით წარაგებდეს კერპთმსახურებასა ზედა. ამისთჳსცა მსგავსად მათსა დაისაჯნენ, რომელთა-იგი ერწმუნის საფასე სამეუფოჲ და ებრძანის, რაჲთა წარაგონ იგი სადიდებელად მეფისა, ხოლო მათ წარაგიან იგი შესაწევნელად მტერთა მეფისათა და ავაზაკთა და კაცისმკლველთა.

ფსალმუნი 147-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. ბუნებითი რჯული და ზენა იერუსალიმი:

...ელი მოიხადა, და სხვა მრავალსაც, თვით კაენსაც. ამასვე აცხადებს პავლეც, როცა ამბობს: „რამეთუ გამოჩინებად არს რისხვაჲ ღმრთისაჲ ზეცით ყოველსა ზედა უღმრთოებასა და სიცრუვესა კაცთასა, რომელთა ჭეშმარიტებაჲ სიცრუვით აქუნდა. რამეთუ მეცნიერებაჲ იგი ღმრთისაჲ ცხად არს მათ შორის,“ () „რამეთუ ღმერთმანვე გამოუცხადა მათ.“ () „რამეთუ უხილავი იგი მისი დაბადებითგან სოფლისაჲთ ქმნულთა მათ შინა საცნაურად იხილვების, და სამარადისოჲ იგი ძალი მისი და ღმრთეებაჲ, რაჲთა იყვნენ იგინი ვერ სიტყჳს მიმგებელ,“ () შემდეგ, როცა ცხოვრების წესზე მსჯელობას აღძრავს, არც აქ ტოვებს მათ პასუხისმგებლობის გარეშე და ასე ამბობს: „რომელთა სამართალი ღმრთისაჲ იცოდეს, რამეთუ ესევითარისა მოქმედნი ღირს არიან სიკუდილისა; არცა ხოლო ამას იქმან, არამედ თანაცა სათნო-ეყოფვიან მოქმედთა მათ.“ () **„ამას სამე ჰგონება, ჵ კაცო, რომელი შჯი ესევითარისა მოქმედთა მათ და იქმ...

სრულად ნახვა