თარგმანი: ორნივე იგი ურთიერთას განიკითხვიდეს: სრულნი იგი სარწმუნოებითა ზოგს-რე ურწმუნოთა მათ შეურაცხ-ჰყოფდეს, ვითარცა ჯერეთ ნაკლულთა სრულებისაგან სარწმუნოებისა; და კუალად, მჭამელთა მათ არა-მჭამელნი იგი, ვითარცა ნაყროვანთა დაშჯიდეს, ვინაჲცა მოციქული, დაღაცათუ ზოგად ორთავე ამცნებს არა-განკითხვასა ურთიერთას, არამედ სარწმუნოებით მჭამელისა მისთჳს იტყჳს ღმრთისა მიერ შეწყნარებულობასა, რაჲთა გამოაჩინოს, ვითარმედ სათნო ღმრთისა არს საქმე მისი, ხოლო ღმრთივმოცემულთა საჭმელთა შეგინებულად შემრაცხელისა და მის ძლით მარხვისა მჩემებელისათჳს არარას ესევითარსა იტყჳს, რამეთუ თავს-იდებს და იტჳრთავს ოდენ უძლურებასა მისსა, არა მაქებელცა ექმნების.
რომაელთა მიმართ 14:3
2. რადგანაც ზოგიერთს ჰგონია, რომ შეიძლება ყველაფერი ჭამო, რწმენით უძლური კი მარტოოდენ მხალეულსა ჭამს.3. ვინც ჭამს, ნუ დაამცირებს იმას, ვინც არა ჭამს, ხოლო ვინც არა ჭამს, ნუ განსჯის იმას, ვინც ჭამს, რადგანაც ღმერთმა შეიწყნარა იგი.4. შენ ვინა ხარ, რომ განსჯი სხვის მონას? დგას თუ ეცემა, ეს მისი ბატონის საქმეა, მაგრამ მაინც მოახერხებს ფეხზე დადგომას, რადგანაც უფალს შეუძლია წამოაყენოს იგი.
რომაელთა მიმართ თავი 14