ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ეკრძალენით ქველისსაქმესა თქუენსა, რაჲთა არა ჰყოთ წინაშე კაცთა სახილველად მათდა“ (6,1).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲთგან მიუთხრა ყოველი წესი საღმრთოჲსა მოქალაქობისაჲ და უჩუენა გზაჲ სისრულისაჲ, აწ კუალად ჴელ-ჰყოფს ვნებასა მასცა, ყოველთა ვნებათა უმძლავრესსა, უჩინო-ყოფად კაცთაგან, რომელ არს ცუდადმზუაობრობაჲ, რომელი-იგი შეუდგს და თანაჰყვების მოქმედთა სათნოებისათა, რაჲთამცა ცუდ-ყვნა შრომანი მათნი. ხოლო პირველითგან არარაჲ თქუა ამისთჳს, რამეთუ არცა საჴმარ იყო პირველ სწავლისა ყოფად...