მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

რომაელთა მიმართ 2:19

18. ვისი ნებაც იცი და, რჯულით განსწავლული, ირჩევ უკეთესს.19. თვითმრწმენს გგონია, რომ შენა ხარ ბრმათა მეგზური და ბნელში მყოფთა ნათელი,20. უგუნურთა მასწავლებელი და ყრმათა მოძღვარი, რომელსაც გაქვს ცოდნისა და ჭეშმარიტების ნიმუში რჯულში.
რომაელთა მიმართ თავი 2
19. თვითმრწმენს გგონია, რომ შენა ხარ ბრმათა მეგზური და ბნელში მყოფთა ნათელი,
სასჯელისათჳს შჯულისა გარდამავალთა მათ ჰურიათაჲსა
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და ესავ თავსა შენსა წინამძღურად ბრმათა, ნათლად მათდა, რომელნი არიან ბნელსა შინა, მოძღურად ჩჩჳლთა, მასწავლელად (2,19).:

თარგმანი: არა ხარ წინამძღუარიო, გარნა ესრეთ ჰგონებ და ესრეთ ესავ თუ წინამძღუარი ხარ. ხოლო ბრმად და ბნელსა შინა მყოფად და უგუნურად და ჩჩჳლად — მწირთა მათ იტყჳს, რომელნი ჰურიათა თანა იყვნეს, რომელთა არა იცოდეს შჯული, რამეთუ ჰურიანი ამათ სახელთა ეტყოდეს ესევითართა მათ მწირთა, ამპარტავანებისაგან მათისა. ამისთჳს მოციქულიცა ყვედრებით ამათ სახელთა ეტყჳს მათ.

ჰომილია 8
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
4. წერილის ცოდნა და განგებულების საზღვრები:

...2 ტიმ 3:15). რადგან წერილები იმასაც გვასწავლის, რაც უნდა ვაკეთოთ, და იმასაც, რაც არ უნდა ვაკეთოთ; მოისმინე, რას ამბობს ეს ნეტარი სხვაგან: „ესავ თავსა შენსა წინამძღურად ბრმათა, ნათლად, რომელნი არიან ბნელსა შინა, მასწავლებად უგუნურთა, მოძღურად ჩჩჳლთა“ (). ხედავ, რომ რჯული ბნელში მყოფთა ნათელია? თუ ასოს მაჩვენებელი ნათელია, იმ ასოსი, რომლის შესახებაც ითქვა: „რამეთუ წიგნი მოაკუდინებს, ხოლო სული აცხოვნებს“ (), მაშ რაღა უნდა ითქვას ცხოველმყოფელი სულის მაჩვენებელზე? თუ ძველი აღთქმა ნათელია, რაღა არის ახალი, სადაც ამდენი რამ გაიხსნა? იქ ისეთი დიდი მანძილია, როგორც მაშინ იქნებოდა, ვინმეს რომ მათთვის, ვინც მიწის მეტი არაფერი იცის, ცა გაეხსნა და ყოველივე დაენახვებინა.

გეჰენის შესახებ ვისწავლეთ, სასუფევლის შესახებ, განკითხვის შესახებ. უგუნურ საქმეებს ნუ ვერწმუნებით; ყოველივე ის გრძნეულებაა....

სრულად ნახვა