თარგმანი: ქმრად მოსეს შჯულსა იტყჳს და დედაკაცად — ერსა მას მორჩილსა მისსა. და იტყჳს, ვითარმედ: პირველ ქრისტეს მოსლვისა იგი ცოცხალ იყო, და მრუშება იყო მისგან განშორებაჲ. ხოლო აწ იგი მოკუდა და უჯერო არს მკუდრისა მის ცოლ ყოფაჲ. არამედ რომელი აწ შემოვიდა ახალი იგი სიძჱ — უკუდავი ქრისტე —მისდა ჯერ-არს შეყოფაჲ.
რომაელთა მიმართ 7:3
პავლესი: რჩული უფლებს კაცსა ზედა, რავდენ ცოცხალ არს იგი (7,1).
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: პირველ ქრისტეს მოსლვისა ცოცხალ იყო რჩული მოსესი და ჯერ-იყო მონებაჲ მისი, ხოლო ვინაჲთგან ქრისტჱ მოვიდა, იგი მოკუდა და არღარად საჴმარ არს მისი აღსრულებაჲ.
პავლესი: ქმრის ცოლი დედაკაცი შეკრულ არს რჩულითა; უკუეთუ მოკუდეს ქმარი, განთავისუფლებულ არს იგი რჩულისა მისგან (7,2).
თარგმანი: ქმრად მოსეს რჩულსა იტყჳს და დედაკაცად — ერსა მას, მორჩილსა მისსა, და იტყჳს, ვითარმედ: პირველ ქრისტეს მოსლვისა იგი ცხოველ იყო, და მრუშება იყო მისგან განშორებაჲ, ხოლო აწ იგი მოკუდა და უჯერო არს მკუდრისა მის ცოლყოფაჲ, არამედ რომელი აწ შემოვიდა ახალი სიძჱ — უკუდავი ქრისტჱ —მისი ჯერ-არს შეყოფაჲ.
პავლესი: ვიდრე-იგი ვიყვენით ჴორცთა შინა (7,3). თარგმანი: რამეთუ ვიდრე-იგი ვიყვენით ბოროტთა საქმეთა შინა, ბოროტსა ცხორებასა.
პავლესი: ვნებანი იგი ცოდვათანი იქმნებოდეს რჩულისა მისგან ასოთა შინა ჩუენთა (7,5).
თარგმანი: რაჟამს ბოროტთა მათ საქმეთა ჩუენთა არა დაუტეობდით და რჩული გუამხილებდა, მაშინ ვიცოდეთ, ვითარმედ ბოროტად ვიქმთ და ვნებანი ჴორცთანი იშვებოდეს რაჲ...
თარგმანი: ვინაჲთგან ზემო აჩუენა, ვითარმედ ცოდვაჲ არღარა უფლებს, აწ აჩუენებს, ვითარმედ არცაღა შჯული უფლებს; და სახედ შემოიღებს მას, რაჲ-იგი თჳთ მასვე შჯულსა განეწესა დედაკაცისათჳს ქმრის ცოლისა. და შჯულსა იტყჳს ნაცვალად ქმრისა, ხოლო მორჩილთა შჯულისათა - სახედ ცოლისა. და ამას თჳთ მეცნიერთავე ეტყჳს წიგნისა მის შჯულისათა, ვითარმედ: შჯული უფლებს კაცსა ზედა, ესე იგი არს მამაკაცსა და დედაკაცსა (რამეთუ კაცებისა სახელი ზოგადი არს ორთაჲვე). ამისსა შემდგომად სახითა მით ქმრისა სიკუდილისაჲთა იგავით ეტყჳს მოკუდომასა შჯულისასა, რაჲთა არა შეაწუხნეს იგინი განცხადებულად შეურაცხებითა შჯულისაჲთა; და ზედამიწევნით დაუმტკიცებს, ვითარმედ ესრეთ განთავისუფლებულ არიან მისგან, ვითარცა ცოლი — ქმრისაგან მომკუდრისა.
მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის