მოციქულისაჲ: რომელნიმე იჭჳთ ვიდრე აქამომდე კერპთასა მას ვითარცა ნაკერპავსა (8,7).
თარგმანი: რაჲ არს იჭჳ იგი? ესე იგი არს, ვითარმედ: მითვე გონებითა, რომლითა-იგი პირველ იყვნეს.
მიუგო ასისთავმან მან და ჰრქუა: უფალო! არა ღირს ვარ მე, რაითამცა სართულსა ჩემსა ქუეშე შემოხვიდე (მათ. 8, 8).
რა გასაოცარი, წრფელი, ღრმა სიმდაბლე გამოაჩინა, მართლ-მადიდებელნო ძმანო ჩემნო, ასისთავმან კაპერნაუმისამან. თუმცა იცოდა, რომ უფალი იესო ქრისტე იყო მოწყალე და თავმდაბალი, და არა თუ მის სახლში, არამედ უღარიბესთა კაცთა ეწვეოდა, გარნა ისეთი თავმდაბალი იყო, რომ შეეშინდა მას თვისი უღირსებისა, და როდესაც იესო ქრისტემ უბრძანა: მე მოვიდე შენს სახლში და განვკურნო მონა შენი, - მან მოახსენა:...