მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

განმარტებები

მოიძებნა 2203 განმარტება

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ესე ჰრქუა მათ და დაადგრა გალილეას. და აღვიდეს ძმანი მისნი დღესასწაულსა მას. მაშინ თავადიცა აღვიდა არა განცხადებულად, არამედ ვითარცა ფარულად“ (7,9-10).

თ ა რ გ მ ა ნ ი: საქმეთა ამათ, რომელთა კაცობრივ იქმოდა უფალი განგებულებით, არა თუ ამისთჳს ოდენ იქმოდა, რაჲთამცა განკაცებაჲ თჳსი დაამტკიცა, არამედ ამისთჳსცა, რაჲთა ჩუენ სათნოებაჲ გუასწავოს, რამეთუ უკუეთუმცა ყოველსავე ვითარცა ღმერთი იქმოდა, ვინაჲმცა შეუძლეთ ჩუენ ცნობად, რაჟამს-იგი საქმეთა ესევითართა შთავრდომაჲ მოიწიოს, თუ...

სარჩევი

ღვთის ამიერი იგი მწუხარება სინანულისა ცხოვრებისასა შეუნანებელსა შეიქმს, ხოლო სოფლისა ამის მწუხარება სიკვდილსა შეიქმს.

სახლი ესე არის სახლი მწუხარებისა. უეჭველია, რომ თქვენ ძმანო ქრისტიანენო, აქა დაპყრობილნი მწუხარენი ხართ და შეწუხებულნი. თუ სხვანი კაცნი, უცხონი, შორიდგან მხედველნი თქვენი მდგომარეობისა, მწუხარებასა და სიბრალულსა ჰგრძნობენ, როგორღა შეიძლება, რომ თქვენ თვითონ არ სწუხდეთ თქვენ თავზედ. გარნა რანაირია თქვენი მწუხარება? რა გაწუხებთ თქვენ უფრო? ზემომოყვანილ სიტყვებში წმიდა...

სიტყვა კ-სა კვირიაკესა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

და იხილა დედაკაცი იგი იესო, და შეეწყალა იგი, და რქვა მას: ნუ სტირ( ლუკ. ზ. იგ.)

სახარება, წაკითხული აწინდელსა წირვასა ზედა, საყვარელნო ძმანო, მსმენელნო, არ გვაძლევს ჩვენ პირველი შეხედვით რომელსამე პირდაპირსა სწავლასა და დარიგებასა. მართალია, იგი აღწერს უდიდესსა სასწაულსა ქრისტესსა. მაცხოვარმან ერთითა სიტყვითა გააღვიძა მკვდარი, რომელი ჭირის-უფალთა მისთა მიაქვდათ დასამარხავად; აქითგან, ვითარცა თანამედროვენი მისნი დაინახვიდნენ, ეგრედვე ჩვენცა ვისწავლით, რომელ იგი იყო ჭეშმარიტი ძე ღვთისა და...

თავი ი
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus

მოციქულისაჲ: რჩული სულიერ არს (7,14).

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ მასწავლელი არს სათნოვებისაჲ და დამაყენებელი ცოდვისაჲ.

[მოციქულისაჲ: და მე ჴორციელ ვარ და განფრდილ ცოდვასა შინა (7,14).

თარგმანი:] ...რამეთუ ესრეთ ვყვენით თავნი ჩუენნი კაცთა, უვნებელად დაბადებულთა, დავემორჩილენით ვნებათა ჴორციელთა და განვიფრდენით ცოდვათა შინა, რამეთუ სიკუდილსა თანა ვნებანიცა შემოვიდეს (ვითარ: რისხვაჲ, მწუხარებაჲ, გულისთქუმაჲ ბოროტი). ამათ შინა შთავვარდით ადამის...

სარჩევი