თარგმანი: ზიარად ყოველთა შეურაცხებს ცოდვასა მას, რაჲთა არა ჰგონებდენ, თუ კიდე-არიან ბრალისა მისგან, და უდებ-ყონ იგი. ამისთჳს ყოველთა და ეტყჳს, ვითარმედ: თქუენ შორის, მორწმუნეთა მაგათ და ესოდენთა ქველისმოქმედებათა ღირსქმნულთა ისმის-ცა რად ესევითარი სიძვაჲ, რომელ არცა თუ წარმართთა სახელ-იდების, რომელ არიან ურწმუნონი. ხოლო უკუეთუ მათ შორის არცა თუ სახელ-იდების, ხოლო თქუენ შორის იქმნების-ცა, რაჲ ვინ თქუას ამისთჳს? და თქუენ განლაღებულ ხართ თითოეული თჳსსა საქმესა ზედა, და არა შეგირაცხიეს საქმე იგი თქუენ ყოველთა სირცხჳლად, ხოლო უკუეთუმცა არა განლაღებულ იყვენით, ვითარმცა არა იგლოვეთ ყოველთა საქმისა მისთჳს, ვითარცა თქუენისა, რამეთუ ყოვლისავე კრებულისა ვნებაჲ არს საქმე იგი.
1 Corinthians 5:1
თარგმანი: ზოგად ზიარ ყოველთა ჰყოფს ბრალსა ამის ცოდვისასა, რაჲთა არა ვიეთნიმე უდებ და მიმშუებელ იქმნნენ, ვითარცა თჳთ უცხონი ბრალისაგან. ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ: არა ხოლო თუ ქმნაჲ, არამედ თჳთ სმენაჲცა ამის ჰამბვისაჲ საძნაურ არს თქუენ შორის, მორწმუნეთა მაგათ; რამეთუ უკუეთუ წარმართთა შორის არა ადვილ არს სახელის-დებაჲცა მებრ ჰამბვისაჲ ამის, რაჲღა ვინ თქუას, რაჟამს საქმით იქმნებოდის მორწმუნეთა შორის?
...ომ განვეშოროთ ყოველ ძმას, რომელიც უწესოდ ცხოვრობს. მაშინ ეს დიდი ბოროტება იყო: ძმათა კრებულისგან მოწყვეტა. ამით, მაშასადამე, ყველას სჯის, როგორც სხვა ადგილას კორინთელებს სწერდა და ამბობდა: „ესევითარისა მის თანა არცაღა ჭამად.“ (). მაგრამ ახლა მრავალნი ამას დიდად აღარ მიიჩნევენ; არამედ ყველაფერი არეული და გახრწნილია. მრუშებთან, მეძავებთან და მომხვეჭელებთან უბრალოდ და როგორც მოხვდება, ისე ვერევით. თუ მხოლოდ უსაქმოდ საზრდოებულისგან განშორება იყო საჭირო, მით უფრო მეტად — დანარჩენებისგან. და რათა გაიგო, რამდენად საშიში იყო ძმათა კრებულისგან განშორება და რამდენ სარგებელს მოუტანს მხილება მათ, ვინც მას კეთილგონივრულად იღებს, ისმინე: ის კაცი, რომელიც ცოდვით იყო ამპარტავნებული, უკიდურეს ბოროტებამდე მივიდა, ჩაიდინა „სიძვაი, რომელ არცა თუ წარმართთა შორის სახელ-ედების“ (), და ჭრილობის მიმართ უგრძნობლად იყო (რადგან ეს არის უკუღმართობის უკიდურესობა). აი, სწორედ ას...
...რსა შორის, და ესეცა უჯერო არს და დაყენებულ.
სხუათა უზომოდ წუხილი ცოდვათათჳს კეთილად შეჰრაცხეს; და იყო იგი ღონე ეშმაკისაჲ. ამისთჳსცა შიშთვილ-იბეს, ვითარცა იუდას შეემთხჳა. ამისთჳს პავლე მისწერს კორინთელთა მიმართ მისთჳს, რომელი-იგი ბოროტსა მას სიძვასა შთავარდა, და უბრძანა მიცემად ეშმაკსა ეგევითარი იგი. ხოლო მეორესა ებისტოლესა შიგან იტყჳს: „ნუგეშინის-ეცით მას, ნუუკუე უმეტესითა მით მწუხარებითა დაინთქას ეგევითარი იგი. რაჲთა არა მივიანგაჰრნეთ ეშმაკისაგან, რამეთუ არა გონებასა მისსა უმეცარ ვართ“. ესე იგი არს, ვითარმედ ზაკუვით გუებრძვის მარადის. ხოლო უკუეთუმცა ცხად იყო ბრძოლაჲ მისი, ადვილმცა იყო წყობაჲ იგი და ძლევაჲ. და უფროჲსღა აწცა ადვილ არს, უკუეთუ განვიფრთხოთ. რამეთუ ყოველსავე ზედა მოგუცა ქრისტემან საჭურველი ბრძოლად მისა და გჳბრძანა არა უგულებელს-ყოფაჲ მცირეთაცა ცთომათაჲ.
ამისთჳს თქუა: „რომელმან ჰრქუას ძმასა თჳსსა: ცოფ, თანამდებ არს გეჰენიასა“; და „რომელმან მიხედნეს დედაკაცსა გულისთქუმით, იმრუ-შა“. და მოცინართა აბრალებს, და ცუდისა სიტყჳსათჳს სიტყჳს-მიცემაჲ განაწესა. და ყო...