მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 Corinthians 4:21

20. For the kingdom of God is not in word, but in power.21. What will ye? shall I come unto you with a rod, or in love, and in the spirit of meekness?
1 Corinthians თავი 4
21. What will ye? shall I come unto you with a rod, or in love, and in the spirit of meekness?
თავი ა̂. რაჲთა არა განიწვალებოდინ ურთიერთას დიდების მოყუარებისაგან და კაცობრივისა სიბრძნისა, რომელსა შინა იტყჳს საღმრთოჲსა სიბრძნისათჳს და საღმრთოთა მსახურთათჳს, და არა-განკითხვისათჳს მოძღუართაჲსა, და რაჲთა არა ვიყვნეთ განლაღებულ და ზუავ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რაჲ გნებავს; კუერთხითა მოვიდე თქუენდა, ანუ სიყუარულითა და სულითა მშჳდობისაჲთა? (4,21).:

თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: ორისავე ამის თქუენ ხართ უფალ: რაჲთა ანუ უდებებითა კუერთხი მაჴუმევიოთ, რომელ არს ძალი მტანჯველობისაჲ (ვითარ-იგი ანანიას ზედა — პეტრე, ანუ ელჳმასს ზედა - თჳთ მე), ანუ მოსწრაფებითა და სიფრთხილითა სიყუარულად თქუენდა მიმიზიდოთ სულითა მშჳდობისაჲთა; რამეთუ არს სული სიფიცხისაცა და მტანჯველობისასჲ.

თავი ბ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რაჲ გნებავს? კუერთხითა მოვიდე თქუენდა ანუ სიყუარულითა, სულითა მშჳდობისაჲთა? (4,21).:

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ თქუენსა ჴელმწიფებასა შინა არს, გინა თუ უდებებითა რისხვად აღმძრათ, ვითარცა პეტრე — ანანია და საპფირა, და ვითარცა ელჳმა — მე, გინა თუ სიყუარულად, მოსწრაფებითა თქუენითა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის