მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 Corinthians 5:11

10. Yet not altogether with the fornicators of this world, or with the covetous, or extortioners, or with idolaters; for then must ye needs go out of the world.11. But now I have written unto you not to keep company, if any man that is called a brother be a fornicator, or covetous, or an idolater, or a railer, or a drunkard, or an extortioner; with such an one no not to eat.12. For what have I to do to judge them also that are without? do not ye judge them that are within?
1 Corinthians თავი 5
11. But now I have written unto you not to keep company, if any man that is called a brother be a fornicator, or covetous, or an idolater, or a railer, or a drunkard, or an extortioner; with such an one no not to eat.
თავი ბ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: უკუეთუ არა, გიღირს სოფლით გამოსლვაჲ, ხოლო აწ მივსწერ თქუენდა: ნუ აღერევით, უკუეთუ ვინმე ძმა-სახელდებულ იყოს და ანუ მეძავ იყოს, ანუ ანგაჰრ (5,10-11).:

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: არა გეტყჳ თქუენ, რაჲთა ურწმუნოთა მათ ერიდებოდით, რამეთუ უწყი, ვითარმედ აწ ესე შეუძლებელ არს (თუ არა, უკუეთუ ამისი ქმნაჲ გენებოს, სრულიად სოფლით გამოსლვაჲ გიღირს, თუ არა, ვიდრემდის სოფელსა შინა იყვნეთ, ამას ვერ იქმთ), გარნა მე ამას ვიტყჳ, ვითარმედ: უკუეთუ ვინმე ქრისტიანე წოდებულ იყოს და ძმათა თანა შერაცხილ, და იქმნას კუალად მსიძავ ანუ მპარავ ანუ მომთრვალე, მას თანა ნუღარა აღერევით, არამედ განაგდეთ თქუენგან. ერთად, რაჲთა თქუენცა არა ისწავოთ ბოროტი იგი და დაეჩჳნეთ ქრისტიანობასა შინა საწარმართოთა საქმეთა ქმნად; და მერმე, რაჲთა მასცა ჰრცხუენეს და დასცხრეს საქმისა მისგან.

თავი ბ̂. მეძავთა მიმართ და სიძვისა, და რომელნი ამათ ეზიარებოდინ გინა თანა-აღერეოდინ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო აწ მივწერე თქუენდა: ნუ თანა-აღერევით, უკუეთუ ვინმე ძმაჲ სახელდებულ იყოს მეძავ ანუ ანგაჰრ, გინა კერპთმსახურ, გინა მაგინებელ, გინა მომთრვალე, ანუ მტაცებელ, —ესევითარისა მის თანა არცაღა ჭამად (5,11).:

თარგმანი: რასა მისწერს აწ, თჳნიერ განმარტებასა ზემოჲსა მის საძიებელისასა, ვითარმედ არა ურწმუნოთა და გარეშეთა მათ წარმართთა მოქალაქობასა განმკითხველ გყოფ, არამედ შინაგანთა თქუენთასა; ვითარ-იგი უსაკუთრეს : უკუეთუ ვინმე ძმად სახელდებული იყოს მეძავ. ესე იგი არს, ვითარმედ: უკუეთუ ვისმე სიტყჳთ ოდენ სახელ-ედებოდის ძმა მორწმუნეთა კრებულისა, და არა ითცა, არამედ იყოს ფარულად ვ ანუ ანგაჰრ ანუ ლად კერპთმსახური, იჩემებდეს სარწმუნოებისა ქო, გინა სხჳთა ზემოთქუმულთა ათაგანითა რაჲთმე შეპყრლ იყოს, რომელნი-იგი განცხადებულად უცხო არიან შჯულთაგან ქრისტიანობისათა, ესე იგი არა არს, არამედ სახელი ხოლო ზედა-აც ძმო. ცალიერი საქმეთაგან და სიტყჳთ მორწმუნე ჭეშმარიტად...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და იყო, ჯდა რაჲ იგი ინაჴით სახლსა შინა, და მრავალნი მეზუერენი და ცოდვილნი თანასხდეს იესუჲს თანა ინაჴით და მოწაფეთა მისთა თანა“ (9,10).:

...ამისთჳსცა ჰრქუა მას უფალმან: „დღეს იქმნა ცხორებაჲ სახლისა ამის“. თქუას ვინმე, ვითარმედ: რაჲ არს სიტყუაჲ იგი პავლესი, რომელსა იტყჳს: „უკუეთუ ვინმე ძმაჲ სახელდებულ იყოს მეძავ, ანუ ანგაჰრ, ანუ მომთრვალე, ანუ მტაცებელ, ესევითარისა მის თანა ნუცა სჭამთ“? ხოლო ჩუენ ესრეთ ვიტყჳთ, ვითარმედ: პირველად ესე მებრ არა ჩანს, თუ მოძ-ღუართა ეტყჳს ამას, არამედ ძმათა ხოლო; მერმე ესეცა საცნაურ არს, ვი-თარმედ ესე მეზუერენი ჯერეთ არა განსრულებულთაგანნი იყვნეს, არცა ძმად შერაცხილნი; და კუალად პავლე მათ ძმათაგან იტყჳს გარემიქცევასა, ოდეს თჳსსავე უკეთურებასა ზედა ეგნენ, ხოლო ამათ დაეტევა ბოროტისა გზაჲ და მოქცეულ იყვნეს ქრისტესა. ამისთჳსცა არა ჯერ-იყო გარემიქცევაჲ მათგან პირისა მისისაჲ, არამედ უფროჲსად შეწყნარებაჲ წყალობით. გარნა უღმრთოთა მათ ფარისეველთა არა სთნდა ესე; ამისთჳსცა ეტყოდეს მოწაფეთა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რაჲსათჳს მეზუერეთა და ცოდვილთა თანა ჭამს მოძ-ღუარი თქუენი?“ (9,11).

თ ა რ გ მ ა ნ ი: იგინივე სხუასა ადგილსა მოწაფეთათჳს ეტყოდეს მას: „იხილე, რასა იქმან მოწაფენი შენნი შაბათსა შინა, რომელი არა ჯერ-არს ყოფად“; და აწ კუალად მოწაფეთა თან...

სრულად ნახვა