...მაგრამ სამი ყრმა ასეთი არ ყოფილა; მაშ, როგორები იყვნენ? მოისმინე, რას ამბობენ ისინი: „რამეთუ არს ღმერთი ჩუენი ცათა შინა, რომელსა განმკუთნველ ვართ, შემძლებელი განრინებად ჩუენდა საჴმილისაგან ცეცხლისაჲსა მგზებარისა და ჴელთაგანცა შენთა მიჴსნნეს ჩუენ.“ () „და უკუეთუ არა საცნაურ იყვნენ შენდა, მეფე, ვითარმედ ღმერთთა შენთა არა ვეკუთნვით და ხატსა ოქროსასა, რომელი აღსდგი, არ თაყუანის-ვსცემთ.“ () ხედავთ, რამდენი — და ამაზე მეტი — სარგებელი მოაქვს აღსასრულის უცოდინრობას? ჯერჯერობით კი ამის ცოდნაც კმარა.
ამიტომაც მოდის ისე, „ვითარცა მპარავი ღამისაჲ“ (): რათა თავი ბოროტებას არ მივცეთ, არც უდებებას, და ჩვენი ჯილდო არ მოგვეკვეთოს. რადგან ამბობს: „რამეთუ თქუენ თჳთ გამოწულილვით იცით“ (). მაშ, რაღას იძიებთ ზედმეტად, თუკი დარწმუნებულნი ხართ?...