მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Genesis 1:3

2. And the earth was without form, and void; and darkness was upon the face of the deep. And the Spirit of God moved upon the face of the waters.3. And God said, Let there be light: and there was light.4. And God saw the light, that it was good: and God divided the light from the darkness.
Genesis თავი 1
3. And God said, Let there be light: and there was light.
საუბარი 3. გაგრძელება სიტყვებზე: „დასაბამად ქმნნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანაჲ", სიტყვებამდე: „და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიად დღე ერთი" (დაბ 1:1-5)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. „იქმენინ ნათელი" (1:3):

მაშასადამე, რათა გვესწავლა, რომ ეს წყალი — დიდი და არაჩვეულებრივი — გარკვეულ სასიცოცხლ ძალას შეიცავდა, მოსემ თქვა: „...და სული ღმრთისაჲ იქცეოდა ზედა წყალთა". ხოლო საღვთო წერილი ამას უმიზეზოდ არ გვამცნობს წინასწარ, არამედ, რადგან გულისხმობს, რომ ჩვენთვის ეჩვენებინა, რომ ამ წყლებისგან, ყოვლისა შემოქმედის ბრძანებით, ცხოველებიც წარმოიშვნენ, ამიტომ უკვე აქ აცნობებს მსმენელს, რომ წყალი უბრალოდ მდგარი კი არ იყო, არამედ მოძრაობდა, გარბოდა და ყველაფერს ავსებდა. მაშ, როცა ყოველივე ხილულს ჯეროვანი სახე არ ჰქონდა, უზენაესმა ხელოვანმა ღმერთმა ბრძანა — და უსახურობა გაქრა, ხილული ნათელის არაჩვეულებრივი სილამაზე გამოჩნდა, გრძნობადი წყვდიადი განდევნა და ყველაფერი გაანათა. „და თქუა ღმერთმან, — ამბობს (წერილი), — იქმენინ ნათელი და იქმნა ნათელი". თქვა — და აღსრულდა; ბრძანა — წყვდიადი გაქრა, ნათელი გამოჩნდა. ხედავ გამოუთქმელ ძალას (ღვთისას)? მაგრამ ადამიანები, ცთომილებას მიცემულნი, სიტყვის მიმდინარეობასას ყურადღებას არ აქცევენ და არ ისმენენ ნეტარი მოსეს სიტყვებს: „დასაბამად ქმნნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანაჲ", და შემდეგ: „ხოლო ქუეყანაჲ იყო...

სრულად ნახვა
თავი ე̂. საღმრთოჲსა დიდებისათჳს და წმიდისა მოქალაქობისა, და ვითარმედ "წმიდათა მიერ იცნობები"
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო ღმერთმან, რომელმან თქუა ბნელისაგან ნათელი გამობრწყინვებად (4,6).:

...იესუჲსსა, ვიდრემდის მანვე პირველ აღმომაბრწყინვებელმან მსოფლიოჲსა ამის ნათლისამან განგანათლნა თქუენ.

მოციქულისაჲ: ხოლო ღმერთმან, რომელმან თქუა ბნელისაგან ნათელი გამობრწყინვებად (4,6).

თარგმანი: სადა თქუა? — არამედ დასაბამსა სოფლის დაბადებისასა, რაჟამს ბნელ იყო უფსკრულთა ზედა, და თქუა ღმერთმან: "იყავნ ნათელი" (), და იყო ნათელი.

მოციქულისაჲ: რომელმან გამოაბრწყინვა გულთა შინა ჩუენთა განსანათლებელად მეცნიერებისა დიდებისა ღმრთისა წინაშე პირსა იესუ ქრისტესსა (4,6).

თარგმანი: მაშინ თქუა, და იქმნა ნათელი. ხოლო აწ არღარა სიტყჳთ, არამედ თჳთ თავით თჳსით აღმოგჳბრწყინდა; არა ნათლად ხილულთა ოდენ გარეშეთა გუამთა, არამედ უხილავთა გულთა განმაბრწყინვებელად რაჲთა შემძლებელ იყვნენ ცნობად უცნაურთა საიდუმლოთა, რომელ არს დიდებაჲ ღმრთისა მამისაჲ ქრისტე, რომლისა პირი განგუეცხადა ჩუენ განჴორციელებითა და თჳთ თავადი პირითა თჳსითა გუეზრახა ჩუენ, და მის მიერ ვისწავეთ ჭეშმარიტი მეცნიერებაჲ მამისაჲ, რამეთუ, რაჟამს ვიხილეთ ძე, უეჭუელად დაგიმტკიცეთ, ვითარმედ არს მამაჲ, და რამეთუ არა კუმოლვითა და სისხლითა, არამედ სულითა და ჭეშმარიტებითა ეძიებს თაყუანის-ცემასა და რამეთუ სამგუამოვნებით და ერთარსებით ერთ ძალად იმსახურების ღმერთი. იხილე, თუ ვითარ ამათ პირთათჳს სახელ-...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ყოველივე მის მიერ იქმნა“ (1,3).:

...ე: „ყოველივე მის მიერ იქმნა“ (1,3).

თ ა რ გ მ ა ნ ი: წინაჲსწარმეტყუელი მოსე იწყებდა რაჲ სიტყუად დაბადებისათჳს, იწყო თქუმად ხილულთა საქმეთათჳს და მრავლითა სიტყჳთა აღრაცხუა იგი, რამეთუ იტყჳს: „დასაბამად ქმნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანაჲ“; და მერმე იტყჳს: „იქმნა ნათელი“, და მეორე ცაჲ, და ბუნებანი ვარსკულავთანი, და თითოეულთა ცხოველთა ნათესავნი, და სხუაჲ ყოველივე, რაჲთა არა ვიტყოდი თითოეულად. ხოლო მახარებელმან ამის ყოვლისათჳს მოკლედ თქუა ერთითა სიტყჳთა, და კეთილად ქმნა ესე, რამეთუ პირველთქუმულნი იგი ყოველთა მიერ საცნაურ იყვნეს, და რამეთუ უზეშთაესთა საქმეთათჳს ეგულებოდა თქუმად და არა დაბადებულთათჳს, არამედ დამბადებელისათჳს ყოველთაჲსა. ამისთჳსცა მან ყოველი სიტყუაჲ თჳსი ხილულთათჳს ქმნა, რამეთუ არცა რაჲ უთქუამს მას ზეცისა ძალთათჳს, ხოლო ესე ვინაჲთგან თავადისა მის დამბადებელისა მიმართ აღვიდოდა, ამისთჳს სამართლად თანაწარჰჴდა მას ყოველსა და ყოველივე ერთითა სიტყჳთა გამოაჩინა, რომელ-იგი თქუა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ყოველივე მის მიერ იქმნა“ (1,3).

თ ა რ გ მ ა ნ ი: და რაჲთა არა ჰგონებდე, ვითარმედ მას ოდენ იტყჳს, რომელ მოსესცა უთქუამს, ამისთჳს შესძინა და თქუა, ვითარმედ: „თჳნიერ მისა არცა ერთი რაჲ იქმნა, რა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ჵ დედაკაცო! დიდ არს სარწმუნოებაჲ ეგე შენი; გეყავნ შენ, ვითარცა გნებავს! და განიკურნა ასული იგი მისი მიერ ჟამითგან“ (15,28).:

...მინიჭებად მისა თხოაჲ იგი, რაჲთა ესე სიტყუაჲ აღმოთქუას, რაჲთა ესრეთ გჳრგჳნოსან-ყოს იგი.

„გეყავნ შენ, ვითარცა გნებავს!“ და მეყსეულად განიკურნა ასული მისი, რამეთუ იგი ენება.

ესე ჴმაჲ მსგავს არს პირველსა მას სიტყუასა, რაჟამს თქუა: „იყავნ სამყაროჲ!“ და „იყავნ ნათელი!“ და იქმნა ყოველივე. ეგრეთვე აქა ჰრქუა: „დიდ არს სარწმუნოებაჲ შენი; გეყავნ შენ, ვითარცა გნებავს!“ და მეყსეულად განიკურნა ასული მისი, რაჲთა ცნან ყოველთა, ვითარმედ არა სასმენელად ხოლო იტყოდა სიტყუათა მათ, არამედ სიღრმითა გულისაჲთა. ამისთჳს სარწმუნოებისაებრ მისისა ბრძანა ქმნად, რაჲცა ენებოს, და განიკურნა მეყსეულად ასული მისი.

ხოლო თქუენ იხილეთ, ვითარ მოციქულნი ევედრნეს მისთჳს, და არა შეისმინა მათი. იგი ევედრა და ყოველივე თხოაჲ თჳსი აღასრულა, რაჲთა ჩუენ ვისწაოთ ძალი ლოცვისაჲ, თუ რაოდენ შემძლებელ არს. რამეთუ თავთა ჩუენთათჳს ჩუენ მიერ, შეცოდებულთა ამათ, ჰნებავს ვედრებისა სმენად, ვიდრეღა სხუათა მიერ ჩუენთჳს ლოცვისა. არა უმეტესი აქუნდაა მოციქულთა კადნიერებაჲ, ვიდრეღა დედაკაცსა მას? არამედ რომელ-იგი მათ არა უსმინა, მისი ისმინა, რაჟამს-იგი ფრიადი აჩუენა ვედრებაჲ და სიმდაბლე. და მოციქულთაცა გამოუცხადა, ვითარმედ ამისთჳს არა ისმინა მათი, რაჲ...

სრულად ნახვა