ასევე ამ მართალსაც, თუ ღვთისმოყვარე არ იქნებოდა, ბუნებრივი იქნებოდა ამაზეც ეფიქრა: აი, მამამ, ჩემდამი სიყვარულის გამო, სამშობლო მიატოვა, ძველი ჩვეულებები დაივიწყა და, ყველაფრის გადალახვით, იგი აქამდეც კი მოვიდა და, თითქმის შეიძლება ითქვას, ჩემს გამო უცხო მიწაზე მოკვდა; მე კი, მისი სიკვდილის შემდეგაც, არ ვცდილობ იმავეთი გადავუხადო, არამედ ვშორდები, ნათესავებთან ერთად მამის საფლავსაც ვტოვებ? მაგრამ ვერაფერმა ასეთმა ვერ შეაჩერა მისი განზრახვა; ღვთისადმი სიყვარულმა გააკეთა ის, რომ ყველაფერი მსუბუქად და ადვილად ეჩვენა. მართლაც, თუ ის ადამიანურ მოსაზრებებს დაეყრდნობოდა, შეიძლებოდა ესეც ეფიქრა: მე უკვე ასეთ ასაკში ვარ და ღრმა სიბერეს ვუახლოვდები: სად წავიდე? ძმაც არ წამოვიყვანე, არცერთი ნათესავი არ მყავს ჩემთან, ყველა ერთი სისხლისგან განვეყენე: როგორ წავიდე მარტოდმარტო, უცხო მხარეში, სადაც არც ის ვიცი, სად მთავრდება ჩემი მოგზაურობა? და რა მოხდება, თუ გზად მომიხდა სიკვდილი, რა სარგებელი იქნება ამ ყველაფრისგან? ვინ დამარხავს მე, მოხუცს, უცხოელს, უნათესავოს, უსახლკაროს? ჩემი ცოლი თუ მეზობლებს შეავედრებს, რაიმე თანალმობა გამოიჩინონ და დაფარონ...
Genesis 12:1
...ეტი მზრუნველობის ღირსი გახდება ზეგარდამო, თუ თავადაც სათნო იქნება. მაშ, რას ნიშნავს: „ერჩდა ჴმასა ჩემსა და დაიმარხა მცნებანი ჩემნი და ბრძანებანი ჩემნი და სჯულნი ჩემნი"? როცა ვუთხარი: „გამოვედ ქუეყანისაგან შენისა, და ნათესავისაგან შენისა და სახლისაგან მამისა შენისა და მოვედ ქუეყანად, რომელიცა გიჩუენო შენ" (), — მან ყოველივე, რაც ხელთ ჰქონდა, მიატოვა და უცნობისკენ გაეშურა, სულით არ შერყეულა, არ დაყოვნდა, არამედ სრული მზადყოფნით ჩემი ბრძანება შეასრულა და ჩემს ხმას დაემორჩილა. შემდეგ, რაღაც ბუნებაზე აღმატებულს ვჰპირდებოდი, როცა მისი ასაკიც აღარ აძლევდა იმედს, და არც თავად, არც დედაშენი — ვერც ერთი ვერ შობდა; მაგრამ, როცა ჩემგან ესმოდა, რომ მისი შთამომავლობა ისე გამრავლდებოდა, რომ მთელ ქვეყანას აავსებდა, — მაშინაც არ შეშფოთებულა ფიქრით, არამედ ირწმუნა. და ეს მას სიმართლედ შეერაცხა, რადგან ჩემი ძალა რომ ირწმუნა და ჩემს აღთქმებს მიენდო, ადამიანური უძლურების ზემოთ აღიმაღლა. შენი შობის შემდეგ კი, როცა დედაშენმა იწყინა ისმაელზე, მხევლისგან შობილზე, და სურდა იგი აგარითურთ სახლიდან გაეძევებინა, რათა შენთან საერთო არაფერი ჰქონოდა, — მამამთავარი, თუმცა მამობრივი სიყვარულით მისადმიც გარკვეულ მიდრეკილებას გრძნობდა, მაგრამ ჩემგან ბრძანება რომ მოი...
...ათნოებამ და მშობლებისადმი სიყვარულმა მამაც წამოყოლებას აიძულა.
როცა ხარანში მივიდნენ, იქ კარავი აღმართეს. ხოლო თარას სიკვდილის შემდეგ (ასე ერქვა მის მამას), ღმერთი კვლავ ბრძანებს იქიდან გამოსვლას. „გამოვედ, — ეუბნება, — ქუეყანისაგან შენისა, და ნათესავისაგან შენისა... და მოვედ ქუეყანად, რომელიცა გიჩუენო შენ" (). ვინაიდან მთელ ოჯახთან ერთად ხარანში გადასახლდა, ბრძანების გამცემი, იქიდან გამოსვლას რომ უბრძანებს, დასძენს: „ქუეყანისაგან შენისა და ნათესავისაგან შენისა", ამით აჩვენებს, რომ სურს, მარტო აღასრულოს მგზაურობა და თან არ წაიყვანოს არც ძმა, ანუ ნაქორი, და არავინ სხვა. „ქუეყანისაგან შენისა", — უთხრა ღმერთმა, — იმიტომ, რომ იქ არცთუ მცირე ხნის ცხოვრებით იმ მიწაზე საცხოვრებელი მოეწყოთ, თითქოს უკვე საკუთარ სამშობლოში. და, თუმცა ჯერ კიდევ მშობლებს დასტიროდა, თუმცა მაშინ მგზაურობა ბევრ სიძნელესა და უხერხულობას წარმოადგენდა, მაინც დიდი მოშურნეობით იჩქარა უფლის ბრძანების აღსრულებისკენ, ისიც კი არ იცოდა, სად დამთავრდებოდა მისი მგზაურობა. მართლაც, უფალმა არ უთხრა: წადი ამა თუ იმ მიწაზე, არამედ — „რომელიცა გიჩუენო შენ". და მიუხედავად იმისა, რომ ბრძანება ასე განუსაზღვრელი იყო, მან, არაფრის გამოკვლევის გარეშე, აღასრულა ნაბრძანები. თა...
...ანვიხილავთ. ხედავ, როგორ მართალმა, მოისმინა რა სიტყვები: „თესლსა შენსა მივსცე ქუეყანა ესე", არ დამშვიდდა ერთ ადგილას, არამედ აქედან იქ, იქიდან კვლავ სხვა ადგილზე გადავიდა? მაგრამ აი, უდაბნოდანაც კვლავ განდევნილია, არა ადამიანების მიერ, არამედ უკიდურესობითა და შიმშილით. „და იქმნა სიყმილი ქუეყანასა ზედა" (). ისმინონ ეს იმათ, ვინც დაუფიქრებლად და გაუაზრებლად ამბობს და განმარტავს, რომ, თითქოს ამისა და ამისის მოსვლით შიმშილი დამდგარა და, თითქოს ამისა და ამისის გამოჩენისთანავე ეს და ეს მოხდა. აი, მართლის თანდასწრებითაც შიმშილი მოხდა, და ძლიერი შიმშილი, მაგრამ მართალი არ შეშფოთდა, ადამიანურ სისუსტეს არ დაემორჩილა და შიმშილი თავის ყოფნას არ მიაწერა. მაგრამ, როცა დაინახა, რომ ბუნება ძალას ჰკარგავს და შიმშილი ძლიერდება, „შთავიდა, — ნათქვამია, — ეგჳპტედ აბრაამ მსხემობად მუნ, რამეთუ განძლიერდა სიყმილი ქუეყანასა ზედა".
4. აბრაამის შიში და სარასადმი თხოვნა (12:11-13)
შეხედე, როგორ ფართოვდებოდა მართლის ასპარეზი. უფალი ისე აწყობდა, რომ ის მოძღვარი გამხდარიყო არამხოლოდ პალესტინის მცხოვრებთათვის, არამედ ეგვიპტელთათვისაც, და ყველასთვის თავისი სათნოების ნათელი გამოევლინა. როგორც რაღაც მნათობი, ქალდეის მიწაში დამალული და ფარული, ღმერთმა იქ...
...ეთ, რომელნი საგონებელ არიან, თუ სხუათასა უმეტესი მიეცა აქავე შუებაჲ და განსუენებაჲ. ვთქუათ აბრაჰამისთჳს. ისმინე, დაწყებასა მებრ ღმრთისმსახურებისა მისისასა რაჲ-იგი ღმერთმან ამცნო მას: „გამოვედ ქუეყანისაგან შენისა და ნათესავისაგან შენისა და სახლისაგან მამისა შენისა და მოვედ ქუეყანასა, რომელი მე გიჩუენო შენ“. არა შესაწუხებელ იყოა სიტყუაჲ ესე კაცისათჳს ესევითარისა? არამედ დაურთო ნუგეშინის-ცემაჲცა: „გყო შენ ნათესავად დიდადო“. ხოლო გამო-რაჲ-ვიდა მიერ ქუეყანით და მოვიდა, ვინაჲცა უბრძანა ღმერთმან, მრავალნი ჭირნი და მწუხარებანი შეემ-თხჳნეს, სიყმილნი და მიმოსლვანი, არამედ ნუგეშინის-ცემანიცა მარადის მიეცემოდეს ღმრთისა მიერ: ოდესმე წყლულებაჲ იგი ფარაოჲსი და შიში ღმრთისა მიერ მის ზედა მოწევნული, და კუალად გამოსლვაჲ მისი ეგჳპტით პატივითა და სიმდიდრითა დიდითა. და შემდგომითი შემდგომად ყოველივე ცხორებაჲ მისი ამით სახითა აღესრულა, ოდესმე განსაცდელითა და ოდესმე ნუგეშინის-ცემითა.
ეგრეთვე სხუათა მათ მამათმთავართაჲ, ეგრეთვე წმიდათა მოციქულთაჲ, და უფროჲსადღა მათი ცხორებაჲ უმრავლესი ჭირითა აღესრულებოდა და განსაცდელითა, არამედ აქუნდა ღმრთისამიერი ნუგეშინის-ცემაჲ, ვითარცა პავლე იტყჳს: „კურთხეულ არს ღმერთი...