თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ ვინაჲთგან შთავრდომად იყვნეს შფოთსა და წუხილსა შინა, ვითარცა ობლად დაშთომადნი სიტყუათა მათთჳს, ამის-თჳს ნუგეშინის-სცემს შემოსითა დიდისა მის კეთილისაჲთა, რომელ არს სიყუარული, ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: მწუხარე ხართ ჩემისა წარსლვისათჳს, არამედ „უკუეთუ იყუარებოდით ურთიერთას“ (13,35), უძლიერჱს იყვნეთ. ამისთჳს შესძინა და თქუა:
John 13:34
...ლს“ () და „თქვენთანა ვარ, დღემუდამ, ვიდრე აღსასრულამდე ქვეყნისა“ ()… „დაიცავით ჩემი მცნებები და რასაც ითხოვთ ჩემი სახელით, შეგისრულდებათ“ (ინ. 14;15,13), ოღონდ, როგორც „მე შეგიყვარეთ თქვენ, ასევე თქვენც გიყვარდეთ ერთმანეთი“ ().
დღეს მსოფლიოში მრავალგვარი რთული პროცესი მიმდინარეობს; დროც თითქოს დაჩქარდა; მოვლენებიც და შეხედულებებიც სწრაფად იცვლება; დაპირისპირებულობა, არასტაბილურობა, ეკოლოგიური პრობლემები, მუდმივი სტრესი, ომები ჩვენს საერთო რეალობად იქცა. მშვიდობის მოსურნეთა მონდომება დიდია, თუმცა შედეგის მიღწევა იოლად არ ხდება…
ღმერთმა დალოცოს მშვიდობისმყოფელნი, ღმერთმა მშვიდობით აკურთხოს მსოფლიო!
არსებულმა ვითარებამ ყველა უფრო მეტად უნდა დააფიქროს სიცოცხლის არსზე და მარადიულ ღირებულებებზე.
ჩვენ მარადიული ნეტარებისთვის ვართ შექმნილნი; აქ, ამქვეყნიურ ყოფაში კი დროებითის და წარუვალის, მიწის და ზეცის კავშირით უნდა ვიცხოვროთ, მაგრამ სწრაფვა მარადიულობასთან სიახლოვისკენ მუდამ უნდა გვქონდეს, რაც, პირველ რიგში, ეკლესიის საშუალებით მიიღწევა.
მხოლოდ ეკლესია გვიცხადებს სიცოცხლის ნამდვილ მიზანს, გვახედებს ჩვენს სულში და სიკეთისა და ბოროტების გარჩევის ყველა...
...გზა.
იესო ქრისტეს მიერ მოცემული ძირითადი პირობა-აღთქმანი კი ასეთია:
„გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით და მთელი შენი სულით მთელი შენი გონებით და მთელი შენი ძალით“ (მრკ. 12,30)
„გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“ (მრკ. 12,31) და „ როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ, ასევე გიყვარდეთ თქვენც ერთმანეთი“ ().
„გიყვარდეთ მტერნი თქვენნი“ ().
„თუ მე გიყვარვართ, ჩემი მცნებებიც დაიცავით, ხოლო თუ ჩემს მცნებებს დაიცავთ, ჩემს სიყვარულში იქნებით“ ().
რა იგულისხმება საკუთარი თავის სიყვარულში?
ქრისტიანული გაგებით, საკუთარი თავის სიყვარული, პირველ რიგში, ნიშნავს ჩვენს მუდმივ ზრუნვას საკუთარ თავზე, რათა შევძლოთ ცოდვით დაცემული შინაგანი სამყარო განვიწმინდოთ, ეგოიზმის, შურის, ღვარძლისა და ბოროტებისაგან გავათავისუფლოთ და სულში ღვთის ხატება და მსგავსება ავაღორძინოთ; ამისთვის კი მთელი არსებით უნდა ვიღვაწოთ, რადგან ამქვეყნად სწორედ ესაა ჩვენი დანიშნულება, ჩვენი სიცოცხლის აზრი.
საკუთარი თავის სიყვარული, ასევე, ნიშნავს იმას, რომ, უფლის მსგავსად, თავგანწირული, უშურველი სიყვარულით შევიყვაროთ მოყვასი, ვიყოთ თანამდგომნი, და მისი წარმატებით ვხარობდეთ; განსაცდელის...
...მათ თანა პირველისა მის ებისტოლისათა, რამეთუ ორნივე ესე ურთიერთას იცნობების, რამეთუ სიყუარულითა ურთიერთას მცნებასა ღმრთისასა აღვასრულებთ და მცნებისა საღმრთოჲსა აღსრულებითა მოყუარე ღმრთისა გამოვჩნდებით, რამეთუ მან გუამცნო დასაბამსა ჩუენისა მოწოდებისასა: "მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას" (). და ვინაჲთგან მან გუამცნო, არღარა ახალი არს, არამედ ქრისტესგან მიუღებიეს დასაბამი, რომელმან-იგი სიყუარულისათჳს, რომელ აქუნდა ჩუენდა მომართ, სული თჳსი დადვა ჩუენთჳს, და ჩუენგან ამასვე ეძიებს, ვითარმედ: "რომელსა უყუარდე მე, მცნებანი ჩემნი დაიმარხნეს" (). აწ უკუე, რომელი იქმოდის სათნოებათა, მსგავსად მცნებათა მისთა, ესევითარი იგი ვალს ნებისაებრ მისისა, ხოლო რომელი უქმებდეს, ესევითარი იგი გარე-მიქცეულ არს მისგან, რამეთუ სლვაჲ წარმატებასა მოასწავებს, ხოლო დგომაჲ — დაცხრომასა კეთილისაგან, და ესრეთ სახისმეტყუელებით თქუმულ არს ადამისთჳს სიტყუაჲ იგი, ვითარმედ: "დაიდგინა სამოთხეს მუშაკობად და ცვად მისსა" (). მუშაკობაჲ უკუე საქმითსა აუწყებს წარმატებასა, ხოლო ცვაჲ — მიწევნასა სისრულისა მიმართ.
მოციქულისაჲ: და ესე არს მცნებაჲ მისი, ვითარცა-იგი გე...
...ლთა ცხორებისა მიზეზ ყოფად არიან. ხოლო ვინაჲთგან თქუა შეწირვისა მისთჳს მათისა და ცხორებისა და რაჲთა წმიდა იყვნენ ჭეშმარიტებითა, კუალად იწყებს სიტყუად ერთობისათჳს და მას ზედა აღასრულებს სიტყუასა თჳსსა; რომლისაგანცა იწყო, მასვე სრულ-ჰყოფს, რამეთუ დასაბამსა სიტყჳსასა თქუა, ვითარმედ: „მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ“, და აწ კუალად იწყებს მისთჳსვე სიტყუად:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რაჲთა ყოველნი ერთ იყვნენ, ვითარცა შენ, მამაო, ჩემდა, და მე შენდამი, რაჲთა იგინიცა იყვნენ ჩუენ შორის“ (17,21).
თ ა რ გ მ ა ნ ი: კუალად სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: „ვითარცა“, არა ჭეშმარიტისა მსგავსებისაჲ არს, რამეთუ არცა შესაძლებელ იყო მათ მიერ ესრეთ მსგავსებაჲ, არამედ ვითარცა კაცთა ძალსა შინა არს, ვითარცა-იგი რაჟამს იტყოდის: „იყვენით მოწყალე, ვითარცა მამაჲ თქუენი მოწყალე არს“. ხოლო რაჲ არს სიტყუაჲ იგი, ვითარმედ: „ჩუენ შორის“? - სარწმუნოებასა ზედა ჩუენსა. რამეთუ ვინაჲთგან არარაჲ ესრეთ დააბრკოლებს მრავალთა, ვითარ არაერთობაჲ, ამისთჳს ამას იტყჳს: „რაჲთა ერთ იყვნენ“. და ესევითარი სარგებელი იქმნა მის საქმისაგან, რამეთუ რაოდენთაცა ჰრწმენა მოციქულთა მიერ, აწ ყოველნი ერთ არიან, დაღაცათუ ვიეთნიმე განეყვნეს, წარწყმდეს. რამეთუ ესეცა თავად...
...იგინი მწუხარე იქმნებოდეს, ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ: „არა ესე არს სიყუარული ჩემი, რომელ აწ მწუხარე ხართ, არამედ უკუეთუ დაიმარხნეთ სიტყუანი ჩემნი, რამეთუ მცნებაჲ მიგეც, რაჲთა იყუარებოდით ურთიერ-თას და რაჲთა ჰყოფდეთ ურთიერთას, ვითარცა-ესე მე ვქმენ. უკუეთუ ესე მცნებანი დაიმარხნეთ, მაშინ ჭეშმარიტად გიყუარ მე“. ; (14,15); (15,9-12,17)
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მე ვჰკითხო მამასა, და სხუაჲ ნუგეშინისმცემელი მოგივლინოს თქუენ“ (14,16).
თ ა რ გ მ ა ნ ი: აჰა ესერა სხუაჲ სიტყუაჲ სიმდაბლისაჲ. და ვინაჲთგან არღა იცოდეს მაღალი გულისხმის-ყოფაჲ მისთჳს და ეძიებდესცა მის თანა ყოფასა მარადის და სიტყუათა მათ და ჴორციელად ყოფასა მისსა და არცა ერთსა ნუგეშინის-ცემასა მიიღებდეს, ამისთჳს ჰრქუა: „ვჰკითხო მამასა, და სხუაჲ ნუგეშინისმცემელი მოგცეს თქუენ“. ესე იგი არს, ვითარმედ: ვითარცა-ესე მე ვარ, სხუაჲ ნუგეშინისმცემელი მოგცეს თქუენ. ჰრცხუენოდენ საბელიოზის წვალებითა დაბნელებულთა და სულისა წმიდისა მგმობართაცა, რამეთუ საკჳრველი სიტყჳსაჲ ამის ესე არს, რომელ განყოფილად მდგომარენი იგი წვალებანი და ურთიერთას განშორებულნი ერთითა წყლულებითა მოაკუდინნა, რამეთუ რომელიგი თქუა, ვითარმედ: „სხუაჲ“, და ამით გუამოვნებისა განყოფილებაჲ გამოაჩინა, ხოლო თქუ...
...ვითარ მოგუცა თავისა მიერ თჳსისა სახე სიყუარულისაჲ? გულისჴმა-ყავ, რასა იტყჳს წმიდასა სახარებასა შინა: „ესრეთ შეიყუარაო ღმერთმან სოფელი, ვითარმედ ძეცა თჳსი მხოლოდშობილი მოსცა მას“; და კუალად იტყჳს: „ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, ეგრეთ თქუენცა იყუარებოდეთ ურთიერთას“. ; (15,12)
და ნანდჳლვე დიდად შემიყუარნა ჩუენ, ვიდრეღა სული თჳსი დადვა ჩუენთჳს, უკეთურთა ამათ და განდგომილთა მონათათჳს, და მომიყიდნა პატიოსნითა სისხლითა თჳსითა წარწყმედისაგან და მონებისა მისგან ეშმაკისა, პატივსა მას მიუთხრობელსა ღირს-მყვნა.
და აწ დღითი-დღე აჩუენებს ქველისმოქმედებასა თჳსსა ყოველთაცა ზედა ზიარად და კუალად კაცად-კაცადსაცა ზედა, უკუეთუ გულისჴმავყოფდეთ, რამეთუ არავინ არს ცარიელ კეთილთაგან ღმრთისათა, არამედ რომელმანცა შემოიკრიბოს გონებაჲ თჳსი და ინებოს გულისჴმის-ყოფად ქველისმოქმედებათა მისთა, აურაცხელნი პოვნეს სიყრმითგან მისით აღსრულებულნი მის ზედა ჴსნანი მრავალთა განსაცდელთაგან, მონიჭებანი კეთილთა ფრიადთანი, სულიერთაცა და ჴორციელთა; და უკუეთუ ვინ უგულისჴმოებით იჴსენებდეს მოწევნულთაცა მის ზედა განსაცდელთა და მწუხარებათა სოფლიოთა, მოეგენ გონებასა თჳსსა და მოიჴსენენ, თუ რავდენსა დღითი-დღე ცოდვასა შთავარდები...