მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

John 13:35

34. A new commandment I give unto you, That ye love one another; as I have loved you, that ye also love one another.35. By this shall all men know that ye are my disciples, if ye have love one to another.36. Simon Peter said unto him, Lord, whither goest thou? Jesus answered him, Whither I go, thou canst not follow me now; but thou shalt follow me afterwards.
John თავი 13
35. By this shall all men know that ye are my disciples, if ye have love one to another.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ობ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ“ (13,35).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ამით სიტყჳთა ნუგეშინის-სცა, რაჟამს ჰრქუა, ვითარმედ: უკუნისამდე ჩემნი მოწაფენი იყვნეთ, და ვითარმედ: არა დაიჴსნას კრებული იგი, ვინაჲთგან სასწაულიცა მისცა მათ. ხოლო ესე თქუა, რაჟამს მიმცემელი იგი განეშორა მათ. ვითარ უკუე ახლად მცნებად უწესს მას, რომელი-იგი ძუელსაცა შინა წერილ არს? ამისთჳს, რამეთუ მან თავადმან განაახლა იგი ამით სახითა, რამეთუ შესძინა და თქუა, ვითარმედ: „ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ“ (13,34), რამეთუ არა თუ კეთილი რაჲმე გაქუნდა და მის კეთილისა ნაცვალად მიგეც სიყუარული ჩემი, არამედ არარაჲ გექმნა კეთილი, და მე ვყავ ესეოდენი სიყუარული; და თქუენდაცა ესრეთ ჯერ-არს კეთილის-ყოფაჲ მოყუასთაჲ, რაჲთა თჳნიერ თანამდებისა გიყუარდენ თქუენ იგინი. და დაუტევნა თქუმად სასწაულთა მათთჳს, რომელთა ეგულებოდა ქმნად; და სიყუარულისა მიერ იტყჳს გამოჩინებად მოწფობისა მისისა ამისთჳს, რამეთუ ესე არს, რომელი გამოაჩინებს კაცთა წმიდათა, რამეთუ ყოვლისა სათნოებისა მიზეზი არს და მის მიერ ვცხოვნდებითო ყოველნი, რამეთუ ესე არსო მოწფობაჲ ჩემი, და ამით გაქებდენ ყოველნი კაცნი, რაჟამს გიხილნენ, რამეთუ ჰბაძავთ სიყუარულსა ჩემსა. და უკუეთუ ვინ თქუას,...

სრულად ნახვა
თავი ე̂. ძმათმოყუარებისათჳს და ღმრთისმსახურებისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: უკუეთუ ვინმე თქუას, ვითარმედ: მიყუარს ღმერთი; და ძმაჲ თჳსი სძულდეს, მტყუვარი არს, რამეთუ, რომელსა არა უყუარდეს ძმაჲ თჳსი, რომელი იხილა, ღმერთი, რომელი არა იხილა, ვითარ ძალ-უც შეყუარებად? და ესე მცნებაჲ მოვიღეთ მისგან, რაჲთა, რომელსა უყუარდეს ღმერთი, უყუარდეს ძმაჲცა თჳსი (4,20-21).:

...თჳსი, რომელი იხილა, ღმერთი, რომელი არა იხილა, ვითარ ძალ-უც შეყუარებად? და ესე მცნებაჲ მოვიღეთ მისგან, რაჲთა, რომელსა უყუარდეს ღმერთი, უყუარდეს ძმაჲცა თჳსი (4,20-21).

თარგმანი: ვინაჲთგან სიყუარული ძმათაჲ მცნებაჲ არს საღმრთოჲ, ვითარმედ: "ამით ცნან ყოველთა, რამეთუ ჩემნი მოწაფენი ხართ, რაჟამს იყურებოდით ურთიერთას" (); და კუალად, საზღვრად სიყუარულისა თჳსისა ესე დაუც: "რომელსა უყუარდე მე, მცნებანი ჩემნი დაიმარხნეს" (). ამიერ ცხად არს, ვითარმედ სიყუარული მოყუსისაჲ აღსრულებაჲ არს მცნებისაჲ. და აღსრულებაჲ მცნებისაჲ სასწაული არს სიყუარულისა მისისაჲ. ამისთჳს ნიჭად მიემადლების მის თავადისა მოსლვაჲ და სავანე ყოფაჲ მის შორის აღმასრულებელსა მცნებისასა, თანა მამით და სულითურთ. ხოლო თჳნიერ ძმათა სიყუარულისა იქადოს თუ ღმრთისმოყუარე ყოფაჲ, ტყუვილი დაესაჯების, რამეთუ სიყუარული ღმრთისაჲ საქმე არს გონებისაჲ, და დაფარული გონებისაჲ ამით იხილვების, რაჟამს სიყუარულისათჳს ღმრთისა აღვასრულოთ მცნებაჲ მისი და ვიყუარებოდით ურთიერთას, რამეთუ ყოველი გარდამავალი მცნებისაჲ უცხო არს სიყუარულისაგან ღმრთისა.

სრულად ნახვა
თავი დ̂. სიყუარულისათჳს მოყუსისა და წესისათჳს მოწყალებისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ყოველმან რომელმან არა ქმნეს სიმართლე, იგი არა არს ღმრთისაგან, და რომელსა არა უყუარდეს ძმაჲ თჳსი. რამეთუ ესე არს აღთქუმაჲ, რომელი გუესმა პირველითგან, რაჲთა ვიყუარებოდით ურთიერთას (3,10-11).:

...გავსებაჲ მისი სათნოებითა. რამეთუ მისგანობაჲ ჩუენი ბუნებითადცა ითქუმის, რამეთუ მისნი შექმნულნი ვართ. ხოლო აწ სათნოებათა მიერითა მსგავსებითა მადლით მისგანობად გუაწუევს სიყუარულითა მოყუასთაჲთა, რამეთუ მან თავადმან ესე აღგჳთქუა, ვითარმედ: "ამით ცნან ყოველთა, რამეთუ ჩემნი მოწაფენი ხართ, რაჟამს იყუარებოდით ურთიერთას" ().

მოციქულისაჲ: არა ვითარცა-იგი კაინ, რომელი-იგი უკეთურისაგანი იყო და მოკლა ძმაჲ თჳსი. და რაჲსთჳს-მე მოკლა იგი? — რამეთუ საქმენი მისნი ბოროტ იყვნეს, ხოლო ძმისა მისისანი — მართალ (3,12).

თარგმანი: იხილე, რამეთუ რაჟამს სათნოებაჲ ვყოთ, —ღმრთისაგანად, ხოლო რაჟამს სიბოროტე ვქმნათ, — უკეთურისაგანად ვითქუმით; ვითარ-ესე აწ კაენ, ღმრთისა მიერ დაბადებული, არათუ ბუნებითა, არამედ საქმეთა მისთა ბოროტებითა უკეთურისაგანად ითქუმის, ვითარ დასაბამ და დამწყებელ ქმნილი სიკუდილისაჲ და მასწავლელელი კაცთაჲ მოსისხლეობისა და ძმის მკლველობისაჲ, რომელი-იგი ქმნა შურისა მიერ და სიძულილისა.

მოციქულისაჲ: ნუ გიკჳრნ თქუენ, ძმანო ჩემნო, რამეთუ გძულობს თქუენ სოფელი (3,13).

თარგმანი: ამისთჳს გჳჴმს, რაჲთა არა გჳკჳრდეს ჩუენი სიძულილი, რამეთუ პირველად მოძღუარი და შჯულის-მდებელი ჩუენი ქრისტე მოიძულეს მკჳდრთა სოფლისათა.

მოციქულისაჲ: ჩუენ უწყით, რამეთუ მივ...

სრულად ნახვა
თავი ბ̂. სიყუარულისათჳს, რომლისა თჳნიერ შეუძლებელ არს ცხორებაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ძმანო, არა მცნებასა ახალსა მივსწერ თქუენდა, არამედ მცნებასა პირველსა, რომელი გაქუნდა დასაბამითგან. მცნებაჲ იგი პირველი არს სიტყუაჲ იგი, რომელი გესმა პირველითგან (2,7).:

...რთას სიყუარულისაჲ. და ამისთჳს მცნებად არა პირველად, არამედ, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, დასაბამითგანად უწოდს მოციქული სიყუარულსა, რამეთუ ბუნებითი არს, და რამეთუ ესე სიტყუაჲ გუასმიეს დასაბამსა სარწმუნოებისა ჩუენისასა ქრისტესგან, ვითარმედ: "ამით ცნან ყოველთა, რამეთუ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყუარებოდით ურთიერთას" () და "უფროჲსი ამისსა სიყუარული არა არს, რაჲთა სული თჳსი დადვას კაცმან მეგობრისა თჳსისათჳს" ().

მოციქულისაჲ: კუალად მცნებასა ახალსა მივსწერ თქუენდა, რომელი არს ჭეშმარიტ მის თანა და თქუენ შორის, რამეთუ ბნელი წარვალს და ნათელი იგი ჭეშმარიტი აწვე ჩანს. რომელმან თქუას ნათელსა შინა ყოფაჲ და ძმაჲ თჳსი სძულდეს, იგი ბნელსა შინა არს ვიდრე აქამომდე, ხოლო რომელსა უყუარდეს ძმაჲ თჳსი, იგი ნათელსა შინა არს და საცთური არა არს მის თანა. ხოლო რომელსა სძულდეს ძმაჲ თჳსი, იგი ბნელსა შინა არს და ბნელსა შინა ვალს და არა იცის, ვიდრე ვალს, რამეთუ ბნელმან დაუბრმნა თუალნი მისნი (2,8-11).

თარგმანი: ძუელად მცნებად იტყოდა ესაიაჲსსა მას წინა-მოსწავებასა, ვითარმედ: არა ანგელოზმან, არცა მამშჳდებელმან, არამედ თავადმან უფალმან იჴსნნა იგინი, რამეთუ უყუარდეს იგინი. ამით ცხად იქმნების, ვითარმედ სიყუარულისათჳს განკაც...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რაჲთა სოფელსა ჰრწმენეს, რამეთუ შენ მომავლინე მე“ (17,21).:

...ამეთუ ესეცა თავადმან წინაჲსწარ თქუა და გამოაჩინა, ვითარმედ უდბებისაგან კაცთაჲსა არს ესე საქმჱ.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რაჲთა სოფელსა ჰრწმენეს, რამეთუ შენ მომავლინე მე“ (17,21).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარცა დასაბამსა იტყოდა, ვითარმედ: „ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყუარებოდით ურთიერთას“, და აწცა იტყჳს, ვითარმედ: „რაჲთა სოფელსა ჰრწმენეს“. ხოლო რაჲ ჰრწმენეს? ვითარმედ ღმერთი ხარ მშჳდობისაჲ და შენ მომავლინე. რამეთუ უკუეთუ ამათ დაიცვან ერთობაჲ, იცნან ყოველთა მოძ-ღუარი მოწაფეთა მიერ. ჰხედავა, ვითარ აღსასრულადმდე გამოაჩინებს ერთობასა თჳსსა მამისა თანა?

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და დიდებაჲ, რომელი მომეც, მივეც მათ“ (17,22).

თ ა რ გ მ ა ნ ი: დიდებასა იტყჳს სასწაულთასა და სწავლისასა, და რაჲთა ერთსულ იყვნენ, რამეთუ ესე სასწაულთასაცა უზეშთაეს არს, რამეთუ ამის საქმისა მიერ ბრწყინვალე იქმნენ. და ვითარ უკუე მამისაგან ითხოვს ამას, ვინაჲთგან თავადი მისცემდა? რამეთუ გინა თუ სასწაულ-თათჳს, გინა თუ ერთობისათჳს, გინა თუ მშჳდობისათჳს იყოს სიტყუაჲ მისი, ჩანს, ვითარმედ თჳთ მიუცემიეს მათა ყოველივე, და ამისგან საცნაურ არს, ვითარმედ თხოვაჲ იგი მათისა ნუგეშინის-ცემისათჳს ოდენ იყო.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მე მათ შორის, და შენ ჩემ თანა“ (17,...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლბ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ლბ ვითარმედ აწცა წესი მოციქულთაჲ უპყრიეს წინამძღუართა ეკლესიისათა, და სათნოებაჲ უაღრეს არს სასწაულთა:

...ალნი ვქმენით? მას ჟამსა ვჰრქუა მათ, ვითარმედ: არა გიცნი თქუენ“. და კუალად, ეგულებოდა რაჲ ჩუენთჳს ვნებად, მოუწოდა მოწაფეთა და ჰრქუა მათ: „ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ მოწაფენი ჩემნი ხართ“, არა თუ რაჲთა სასწაულთა იქმოდით, არამედ „რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას“. რამეთუ სასწაულთმოქმედებამან მრავალგზის სხუათა არგო, მოქმედსა მას ავნო ანუ ზუაობითა, ანუ ანპარტავანებითა, ანუ სხჳთა რაჲთმე სახითა, ხოლო ჭეშმარიტი სათნოებაჲ მოქმედთაცა მისთა არგებს და მხილველთაცა აღაშენებს.

ამისთჳს გევედრები, საყუარელნო, ესე შევიტკბოთ, ამას ვეძიებდეთ, რაჲთა ვცხონდეთ. უკუეთუ მოაქციო თავი შენი უწყალოებისაგან და წარჰმართო მოწყალებაჲ, ჴელი განჴმელი განგიმარტებიეს; უკუეთუ განეყენო სამღერელთა და სახიობათაგან და უცონელად მიჰრბიოდი ეკლესიად, განგიკურნებიეს ფერჴი მკელობელი; უკუეთუ მოსწყჳდნე თუალნი შენნი ხედვისაგან პირთა შუენიერთასა, აღგიხილვან თუალნი დაბრმობილნი; უკუეთუ ცუდთა სიტყუათა წილ და სავნებელთა ზრახვათა წილ, საეშმაკო-თა ზღაპართა და სიმღერათა წილ ისწავლნე ფსალმუნნი, უტყუ იყავ და აწ კეთილად ჰმეტყუელებ.

ესევითარნი არიან საკჳრველნი დიდებულნი, ესე არიან სასწაულნი ჭეშმარიტნი; უკუეთუ ამათ სასწაულთა ვიქმოდით, ჩუენცა დიდ...

სრულად ნახვა