თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: რად გეშინის სოფლისა ამის შფოთთაგან, ვიდრემდის ჩემ თანა მშჳდობაჲ გაქუნდეს? რამე-თუ ესე მშჳდობაჲ არა ესევითარი არს, ვითარ სოფლისაჲ, რამეთუ იგი მრავალგზის ბოროტსა ზედა იქმნების, რამეთუ უგულისხმო არს, და რომელთა იგი აქუნდეს, არარაჲ არგოს. ხოლო მე დაგიტევებ თქუენ მშჳდობასა, რაჲთა გაქუნდეს ურთიერთას და ესრეთ ძლიერ იყვნეთ. ხოლო ვინაჲთგან თქუა, ვითარმედ: „მშჳდობასა დაგიტევებ“, რომელიიგი წარსლვისა სახჱ იყო, მერმე, რაჲთა არა მწუხარე იქმნენ, კუალად შესძინა:
John 14:27
...რომლებიც მომეცი მე ქვეყანისაგან. მათთვის გევედრები, წმიდაო მამაო, დაიცვვ ისინი შენი სახელით“** (). „წმიდა ყავ ისინი ჭეშმარიტებით... რათა ჰქონდეთ მათ ჩემი სიხარული სრულად“ (). „მშვიდობას ჩემსას გაძლევთ თქვენ“ (). „ეს გითხარით თქვენ, რათა ჩემი სიხარული თქვენში დარჩეს და სრულ იყოს თქვენი სიხარული“ ().
ასე რომ, იესო ქრისტემ მოგვანიჭა სრულქმნილი მშვიდობა და სიხარული, მაგრამ თანამედროვე ადამიანი ცოდვით სავსე ცხოვრების წესის გამო თითქმის ვეღარ შეიგრძაობს, ვერ აღიქვამს ამ დიად მადლთა ცხოველსმყოფელ ძალას. მოციქული იაკობი ასე ხსნის ამ მდგომარეობას: „არა გაქვთ, იმიტომ, რომ არ ითხოვთ“ (). ხოლო იმისთვის, რომ სწორად ვითხოვოთ, სწორი და მტკიცე სარწმუნოება უნდა გვქონდეს.
სულიერი თვალსაზრისით ადამიანის ცხოვრება ჯაჭვური რეაქციის მსგავსია. თუ პიროვნება დაღმართზე მიექანება, მისი ყოფა სულ უფრო მძიმდება, ერთი ცოდვა მეორეს შობს, მეორე - მესამეს და ა.შ. ძალიან დიდი ნებისყოფაა საჭირო, რომ კაცმა შეძლოს შეჩერება; ხოლო გაცილებით მეტი ძალიხხმევა მართებს მას, რათა დაიწყ...
...ბა დამყარდება ჩვენს შორის.
უფალო, მუხლმოდრეკილნი ვდგავართ შენს წინაშე სუსტნი და ცოდვილნი არა იმისათვის, რომ მოვიწონოთ ან ვიმართლოთ თავი, არამედ გთხოვოთ შენდობა და შემწეობა, გევედრებით, არ მოგვაკლო შენი კურთხევა, რათა ჩვენზეც აღსრულდეს სიტყვები შენი: „მშჳდობასა დაგიტევებ თქუენ, მშჳდობასა ჩემსა მიგცემ თქვენ“ ().
ღირსგვყავ, უფალო, შენი ღვთაებრივი მშვიდობისა.
„გარდამოიხილე ზეცით, ღმერთო, და იხილე და მოხედე ვენახსა ამას და განამტკიცე ესე, რომელ დაასხა მარჯვენემან შენმან“.
ძმანო და დანო ჩემნო, გიხაროდეთ
ქრისტე აღდგა!
ჭ ე შ მ ა რ ი ტ ა დ ა ღ დ გ ა !
პასექი ქრისტესი თბილისი, 1991 წ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II „ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი“, ტომი I, თბილისი, 1997 წ.
...ინაგანი მშვიდობაა დაკარგული, მაშინ გარეგანი მშვიდობაც და მასთან ერთად სიხარულიც იკარგება.
წმიდა აღდგომის დღეს ჩვენ შინაგანი მშვიდობა მოგვენიჭა. ეს დიდი მადლია, რომელსაც უნდა გავუფრთხილდეთ.
დღეს მიწყნარდნენ ჩვენი ვნებები და გვესმის მაცხოვრის სიტყვები: მშჳდობასა დაგიტევებ თქუენ, მშჳდობასა ჩემსა მიგცემ თქუენ(). ამ არამიწიერი მშვიდობით გამთბარი კვლავ გილოცავთ ზეციური და მიწიერი მშვიდობის დღესასწაულს და ვხმობ:
ქრისტე აღდგა!
აღდგა წყარო ცხოვრებისა და ჭეშმარიტებისა, წყარო სილამაზისა და სიკეთისა.
ჩვენ ხშირად სამყაროს აღვიქვამთ არა ისეთად, როგორიც ის სინამდვილეშია, არამედ როგორც მას ჩვენი გონება წარმოსახავს. ამიტომ მას ყველა სხვადასხვაგვარად, თავისებურად ხედავს; ხშირად ჩვენი შინაგანი სამყაროს ცენტრში წარმავალ ღირებულებებს, ეგოისტურ მისწრაფებებს ვაყენებთ და სრულიად არ ვუთმობთ ადგილს სულს.
ამქვეყნიური ცხოვრება - ძვირფასი ნიჭია, რომელიც ღვთისგან გვაქვს მომადლებული. ჩვენ კი მას ხშირად უაზროდ და უდარდელად ვატარებთ. ვივიწყებთ რა ამქვეყნიური ცხოვრების ხანმოკლეობას, ხან წარსულზე ვდარდობთ, ხან კი მომავალს შევყურებთ დიდი იმედით, მაშინ, როცა აწმყო, ე.ი. ჩვენი ცხოვრება, ამ უნაყოფო დარდსა და ოცნებებში გადის.
ადამიანს განსაცდელი გაცილებით შეუმსუბუ...
...ებაჲ მათი, ჰრქუა რაჲ, ვითარმედ: „მშჳდობაჲ თქუენ თანა!“ ; ესე იგი არს, ვი-თარმედ: ნუ შეშფოთნებით, და მოაჴსენა სიტყუაჲ იგი, რომელი ჰრქუა მათ პირველ ჯუარს-ცუმისა, ვითარმედ: „მშჳდობასა ჩემსა დაგიტევებ“, და კუალად, ვითარმედ: „ჩემ თანა მშჳდობაჲ გაქუნდინ“.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „განიხარეს მოწაფეთა, იხილეს რაჲ უფალი“ (20,20).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, ვითარ სიტყუანი საქმით აღესრულებიან? რამეთუ რაჲ-იგი ჰრქუა პირველ ჯუარს-ცუმისა, ვითარმედ: „გიხილნე თქუენ, და მხიარულ იქმნენ გულნი თქუენნი, და სიხარული თქუენი ვერვინ მიგიღოს თქუენგან“, ესე აწ საქმით აღესრულა. რამეთუ ვინაჲთგან ბრძოლაჲ დაუგებელი აქუნდა ჰურიათა მიმართ, ამისთჳს ზედაჲსზედა ეტყჳს, ვითარმედ: „მშჳდობაჲ თქუენ თანა“, რაჲთამცა ბრძოლისა მის საძლეველად და ნუგეშინისსაცემელად მისცა მშჳდობაჲ, რამეთუ ესე სიტყუაჲ ჰრქუა პირველვე ყოვლისა, აღდგა რაჲ. ამისთჳს პავლე მოციქული მარადის ამას იტყჳნ, ვითარმედ: „მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ“, ხ...
...ჳდობაჲ მახლობელთა, რამეთუ მის მიერ მაქუს ჩუენ მიახლებაჲ იგი ურთიერთას ერთითა სულითა მამისა მიმართ“. ამის ესევითარისა მშჳდობისათჳს ეტყოდა უფალი მოწაფეთა, მი-რაჲ-ვიდოდა ცხოელსმყოფელსა მას ვნებასა: „მშჳდობასა დაგიტევებ თქუენ, მშჳდობასა ჩემსა მიგცემ თქუენ“. ხოლო ესევითარი ესე მშჳდობაჲ ამით მახჳლი-თა წარემართებოდა, რომლისათჳს აწ იტყჳს უფალი, ვითარმედ: „მოვედ მოფენად ქუეყანასა ზედა“. რამეთუ ვიდრემდის იყო მშჳდობაჲ შორის ჩუენსა და ვნებათა, ვიდრემდის კაცნი შეთქუმულ იყვნეს ბოროტთა ზედა, ჭეშმარიტი იგი მშჳდობაჲ არა იპოებოდა, არამედ უფროჲსად მტერობაჲ და განდგომილებაჲ ღმრთისაგან. ვინაჲთგან უკუე მოვიდა უფალი და მოჰფინა მახჳლი, განმკუეთელი ესევითარისა მის ბოროტთა ზედა შეთქუმულობისა და ეშმაკთა მიმართ და ვნებათა მშჳდობისაჲ, ყო ჭეშმარიტი იგი მშჳდობაჲ კაცთა შორის და შეაერთნა ქუეყანისანი ზეცისათა; ხოლო რომელთაცა არა ინებეს დაჴსნად მშჳდობისა მის ბოროტისა, რომელი აქუნდა მორჩილებად ეშმაკთა და მონებად ცოდვისა, იგინი განწვალნა ღმრთისმოყუარეთაგან, უფროჲსღა მათ განიწვალნეს თავნი თჳსნი.
ესე არს უკუე მშჳდობაჲ ჭეშმარიტი. ოდეს ჴორცნი იგი დამპალნი მოიკუეთნენ გუამისაგან და გუამი იგი სრულიად განიკურნოს, ოდეს მ...
...ეამკობს მას წინაჲსწარმეტყუელი და იტყჳს: „ვითარ შუენიერ არიან ფერჴნი მახარებელთა მშჳდობისათანი, რომელნი ახარებენ მშჳდობასა და კეთილთა?“ ეგრეთვე უფალი სიკეთესა მას მშჳდობისასა მოასწავებს და ეტყჳს მოწაფეთა: „მშჳდობასა დაგიტევებ თქუენ, მშჳდობასა ჩემსა მოგცემ თქუენ“.
აწ უკუე ვისწრაფოთ, რაჲთა მშჳდობასა მას არა დავაკლდეთ, რამეთუ აჰა ესერა წინამძღუარნი ეკლესიისანი მისცემენ მშჳდობასა, და ესე მშჳდობაჲ მის მშჳდობისა სახე არს, ამისთჳს ჯერ-არს დიდითა გულსმოდგინები-თა შეწყნარებაჲ. უკუეთუ რომელმან არა შეიწყნარნეს მახარებელნი იგი მშჳდობისანი სახედ თჳსა და არა გამოზარდნეს, ესოდენისა სასჯელისა ღირს არს, რომელი არცა თუ სმენასა თავს-იდებდეს მშჳდობისასა, ვითარ მიეცეს მას მშჳდობაჲ? აჰა ესერა, მორწმუნეო, შენთჳს აღვალს მღდელი საკურ-თხეველსა, შენთჳს შესწირავს ვედრებასა, შენ მოგცემს მშჳდობასა, ვითარ უკუე ესრეთ უდებ ხარ სმენად? მშჳდობისა სახლი მორწმუნეთაჲ ზოგადი არს წმიდაჲ ეკლესიაჲ; შევლენ მორწმუნენი და მერმე მღდელთმოძღუარი ანუ მღდელი მისცემს მშჳდობასა წესისა მისებრ მოციქულთაჲსა. ნუმცა ვინ უკუე იპოების უდები, ნუმცა ვინ დაჴსნილი და გარეწარად მსმენელი, რაჲთა არა სასჯელისა თანამდებ იქმნას, რამეთუ დიდად უმჯობეს არს...
...მყოფელნი; რამეთუ ესე არს სრული მშჳდობის-ყოფაჲ, რაჲთა პირველად ჩუენ შორის მყოფნი ბრძოლანი დავაცხრვნეთ და მშჳდობა-ვყოთ და მერმე სხუათაცა ვისწრაფოთ სულიერისაცა მშჳდობისა მიცემად და ჴორციელისა. და აღესრულოს ჩუენ ზედა სიტყუაჲ უფლისაჲ, რომელი ჰრქუა მოწაფეთა: „მშჳდობასა მოგცემ თქუენ, მშჳდობასა ჩემსა დაგიტევებ თქუენ“.
ხოლო ვინაჲთგან თქუა: „ნეტარ არიან მშჳდობისმყოფელნი“, რაჲთა არა ჰგონებდე, თუ ყოლადვე მშჳდობაჲ კეთილ არს, არამედ სცნა, ვითარმედ არს ჟამი ბრძოლისაჲცა, ამისთჳს შემდგომად მის ნეტარებისა ესე შეუდგინა და თქუა:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნეტარ არიან დევნულნი სიმართლისათჳს, რამეთუ მა-თი არს სასუფეველი ცათაჲ“ (5,10).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინ არიან დევნულნი სიმართლისათჳს? პირველად - მოციქულნი და მოწამენი, რომელნი იდევნნეს სარწმუნოებისათჳს მეკერპეთაგან და ჰურიათა; და კუალად - რომელნიცა იდევნნეს, გინა იდევნნენ მართლაღსარებისათჳს მწვალებელთა მიერ; მერმე ყოველნი, რომელნიცა იდევნნენ სიწმიდისათჳს და სათნოებისა, გინა თუ სხუათა ჴელის-აპყრობისათჳს და შეწევნისა გლახაკთაჲსა და ყოვლისავე ღმრთისმსახურებისათჳს და საღმრთოჲსა მცნებისა, რამეთუ ვინაჲთგან სიმართლე თქუა, ყოველივე საღმრთოჲ საქმე შემოკრიბა. რომელნიცა ესევითარისა კეთილისა საქმისათჳს და ღმრთისმსახურე...
...რამეთუ ესევითართა მათ განიოტეს ჩუენგან მშჳდობაჲ და მტერ ღმრთისა გუყვნეს და მბრძოლ ურთიერთას. აწ უკუე მაოტებელნი იგი მშჳდობისანი განვიოტნეთ და ვევედრნეთ უფალსა ცრემლითა მჴურვალითა, რაჲთა მოგუცეს მშჳდობაჲ იგი, რომელი აღუთქუა მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა: „მშჳდობასა მოგცემ თქუენ, მშჳდობასა ჩემსა დაგიტევებ თქუენ“.
ვილოცოთ ტკბილისა მის მშჳდობისა მიმთხუევად. ვილოცოთ ამისთჳს ნუ ერთსა ხოლო ანუ ორსა დღესა, არამედ ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩუენისათა, რამეთუ თჳთ ლოცვაჲ ნაყოფთაგანი არს სრულისა მის მშჳდობისათაჲ და დაწყებაჲ დაგებისა ღმრთისაჲ. ესე შევიყუაროთ და დაუცხრომელად შევიტკბოთ. დაღაცათუ არა მოგუეცეს, რომელსა-იგი ვითხოვდეთ, ნუ დავსცხრებით ლოცვისაგან, რაჲთა მოგუეცეს. დაღაცათუ მოგუეცეს, ნუვე უდებ ვიქმნებით, რაჲთა მოცემული იგი ნიჭი სამარადისოდ ეგოს ჩუენ თანა. რამეთუ არა თუ ღმერთსა ჰნებავს გჳანად მოცემაჲ სათხოელისა მის ჩუენისაჲ, არამედ დროებითა მით ჰნებავს მოცემად ჩუენდა მიზეზისა მარადის ვედრებად მისდა. ამისთჳს დრო-სცის თხოისა ჩუენისა აღსრულებად, რაჲთა დავადგრეთ ლოცვასა შინა, და მრავალგზის გჳხილნეს რაჲ უდებებით ლოცვასა შინა და ვედრებასა, მოგჳვლინის განსაცდელიცა რაჲმე მიშუებითა მისითა, რაჲთა მჴურვალედ მივივლტოდით მისა და, მივივლტოდით რაჲ, ვეგნეთ გა...