თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲსათჳს, ჰკითხა რაჲ პეტრე, არა ჰრქუა მეყსეულად, ვითარმედ: მე მამისა წარვალ, არამედ: „ვერ ძალ-გიც შედგომად ჩემდა აწ“? არამედ ესრეთ მრავალნი სიტყუათა სიმრავლენი შემოიხუნა, ხოლო ჰურიათა სამართლად არა უთხრობდა; ხოლო ამას რაჲსათჳს არა უთხრა საქმჱ იგი? რამეთუ უთხრა ჰურიათაცა, ვითარმედ: „ღმრთისაგან გამოვედ და ღმრთისა მივალო“; ხოლო კუალად ჰრქუა, ვითარმედ: „სადა მე წარვალ, თქუენ ვერ ჴელ-გეწიფების მოსლვად“, და ესრეთ საურავსა შინა შთაყარნა იგინი, ხოლო მოწაფეთა და პეტრეს ამისთჳს არა უთხრა, რამეთუ იცოდა მათი იგი ფრიადი გულსმოდგინებაჲ, და ვითარ აიძულებდა მას პეტრე მის თანა მისლვად, ხოლო თავადმან წარჰმართა, რაჲ-იგი ეგულებოდა დაფარულებითა ამის სიტყჳსაჲთა. და ვინაჲთგან ვერღარა იკადრებდეს იძულებით შედგომად მისა, მერმეღა გამოუცხადა მათ, რამეთუ რაჟამს თქუა, ვითარმედ: „სადა მე წარვალ, ვერვის ჴელგეწიფების მოსლვად“, შესძინა, ვითარმედ: „სახლსა მამისა ჩემისასა სავანე მრავალ არიან“, ხოლო მამისა მიმართ ვერვის ჴელ-ეწიფების მოსლვად თჳნიერ ჩემსა.
John 14:6
...„ღაღადებს,“მთავარია, სმენის უნარი გვქონდეს და ვაღიაროთ, რომ ვერანაირი მატერია ვერ გახდება ცოცხალი თავისით, მითუმეტეს, სიცოცხლის გადამცემი შთამომავლობაში, და რომ მხოლოდ სიცოცხლე შობს სიცოცხლეს, რომლის საწყისიც არის მასში, ვინც არის სათავე მარადიული სიცოცხლისა და თავად სიცოცხლე.
„მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე“ (), - ბრძანებს მაცხოვარი.
ქრისტიანული ცხოვრება, პირველ რიგში, გულისხმობს, მართებული წარმოდგენა გვქონდეს, თუ როგორ გამოვიყენოთ ღვთისგან ბოძებული უდიდესი საჩუქარი, - თავისუფალი ნება, ანუ ჩვენი თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა ნებისმიერ სიტუაციაში.
თავისუფლება ადამიანმა შეიძლება დაკარგოს ძალმომრეობით და მის დასაბრუნებლად, ბუნებრივია, უნდა იზრუნოს; მაგრამ შესაძლოა ადამიანმა თავისუფლება დაკარგოს ცრუ თავისუფლების სახელით და სულიერ მონობაში აღმოჩნდეს.
სამწუხაროდ, თანამედროვე საზოგადოების ნაწილი სწორედ ამ მდგომარეობაშია და თავისუფლებას მიიჩნევს ყველაფრის უფლებად, რაც მორწმუნე ადამიანისათვის კატეგორიულად მიუღებელია.
ყველაფრის უფლების დამკვიდრება ხდება ზნეობრიობის უგულებელყოფით და ამ სიტყვის ნამდვილი მნიშვნელობის დაკარგვით; მისი შინა-არსის სრული სახეცვლილებითა და გაუკუღმართებით; ამიტომაცაა, რომ თავისუფლების, სიყვარულის, ადამიანის ღირს...
...მავე დროს, როგორ მიუწვდომელია იგი.
ყოველდღიურად თითქოს ვუახლოვდებით მას, მაგრამ ის მაინც შორეულად რჩება, ალბათ, იმიტომ, რომ ჭეშმარიტებას სადღაც გარეთ, საკუთარი თავის მიღმა ვეძიებთ და ვერ ვგრძნობთ, რომ იგი სინამდვილეში ჩვენშია.
მაშ, როგორ მივეახლოთ მას? უფლის პასუხი ასეთია: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე“ (). დიახ, ჭეშმარიტება თვით იესო ქრისტეშია და რამდენადაც ახლოს ვართ უფალთან, იმდენად ახლოს ვართ ჭეშმარიტებასთანაც. მის მადლს, როგორც არასდროს, ყველაზე ძლიერად სწორედ პასექის დღეებში შევიგრძნობთ.
ქრისტეს აღდგომით ზეიმობს ღვთაებრივი მარადიული ჭეშმარიტებაც და ჩვენც მონაწილენი ვხდებით ამ საოცარი სიხარულისა. რომ არა ეს დღე—სასწაული ჩვენი სარწმუნოება აზრს დაკარგავდა. ამიტომაც წერს პავლე მოციქული კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში: „უკუეთუ ქრისტე არა აღდგომილ არს, ამაო სამე არს ქადაგება ესე ჩუენი და ამაო არს სარწმუნოება ეგე თქუენი.“ ().
დღეს კაცობრიობა იმდენად მოცულია მიწიერი და მატერიალური პრობლემებით, რომ სულიერი და ზნეობრივი საკითხები თითქმის აღარ ახსოვს. სულიერებას მოკლებული ადამიანი ბოროტებას ლამის სიკეთედ მიიჩნევს და უფრო და უფრო ინთქმება ცოდვის, სიძულვილისა და სასოწარკვეთილების...
...ავრესი, რაც კაცმა დაკარგა და რასაც ის შეუცნობლად ასე ეძებს და ესწრაფვის.
ეკლესია ის ერთადერთი ადგილია, რომელიც გვიხსნის სულიერი სრულყოფის გზას, ის ოაზისია, სადაც ქრისტესთან ერთობა მიიღწევა და მარადიული ნეტარება მოიპოვება. „მე ვარ გზაჲ და მე ვარ ჭეშმარიტებაჲ და ცხორებაჲ, არავინ მოვიდეს მამისა, გარნა ჩემ მიერ“ (), - გვაფრთხილებს უფალი.
ეკლესიის არსს მხოლოდ ის მიხვდება და იგრძნობს, ვინც ეკლესიურად ცხოვრობს. გარეშე მაყურებელი კი მხოლოდ მის ზედაპირულ მხარეს ხედავს; სული, ძალა და დიდება ეკლესიისა მისთვის უხილავი და შეუცნობელი რჩება, რადგან თვითონაც უსულოდ ცხოვრობს.
მშვენივრად წერს ნეტარი ავგუსტინე: „სულიწმიდის მადლით დაჯილდოებული პიროვნება ეკლესიურია... ეკლესიის გარეშე მყოფნი მოკლებულნია სულიწმიდას. თუ სხეულს რომელიმე ნაწილს მოვკვეთთ, იგი შეინარჩუნებს ფორმას, ვთქვათ, თითის, ხელის ან ყურისას, მაგრამ მასში არ იქნება სიცოცხლე; ასეთია მდგომარეობაც არაეკლესიურთა“ (ქადაგება 268,2).
იესო ქრისტეს ძალდატანებით არავინ მოჰყავს ეკლესიაში, არამედ მხოლოდ ისინი, რომელთაც სურთ, მისდიონ მას და იყვნენ მონაწილე მისი არამიწიერი, ღვთაებრივი სიყვარულისა. „რომელსა ჰნებავს შემოდგომად ჩემდა, - ბრძანებს იგი, - **უვარ-ყავნ თავი თჳსი და აღიღენ ჯვარი თჳსი და შე...
...თი ერთ არს. და რაჲ არს მამისაჲ, არს ძისაჲცა და სულისა წმიდისაჲცა, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „არავინ მოვალს ძისა, უკუეთუ არა მამამან მოიყვანოს“. არამედ იპოვების, ვითარმედ ძესაცა ესევე ძალ-უც, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „მე ვარ გზაჲ, და არავინ მივიდეს მამისა თჳნიერ ჩემსა“; და კუალად იგივე არს სულისა წმიდისაჲცა, რამეთუ „ვერვის ძალ-უც თქუმად, თუ: უფალი იესუ, თჳნიერ სულისა წმიდისა“, და კუალად მოციქულნი ეკლესიისა მადლითა ოდესმე მამისა მიერ იტყჳან მოცემად, და ოდესმე - ძისა მიერ, და ოდესმე - სულისა წმიდისა მიერ.
სწავლაჲ პვ ვითარმედ ჯერ-არს პატივის-ცემაჲ მღდელთაჲ
ამისთჳს უკუე ვისწრაფოთ ყოველთა, რაჲთა მადლი სულისა წმიდისაჲ ჩუენ თანა იყოს, და მღდელთა დიდითა პატივითა პატივს-ვსცემდეთ, რამეთუ დიდ არს პატივი მღდელთაჲ, და მათ აქუს მადლი სულისა წმიდისაჲ, ვითარცა იტყჳს მოციქული, ვითარმედ: „დაემორჩილენით მოძღუართა თქუენთა“. რამეთუ შენ ჰზრუნავ თავისა შენისა, და უკუეთუ შენ საქმენი შენნი ჰქმნნე კეთილად, სხუათათჳს არარაჲ ზრუნვაჲ გაქუს, ხოლო მღდელი დაღაცათუ თჳთ სათნო იყოს და შენსა ცხორებასა არაკეთილად განაგ...
...17,6).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარცა ზემო იტყოდა, ვითარმედ: „ვერვინ მოვალს ჩემდა, უკუეთუ არა მოცემულ იყოს მისდა ზეცით, უკუეთუ არა მოიყვანოს იგი მამამან“, ეგრეთვე აქა იტყჳს, ვითარმედ: „რომელნი მომცენ მე“. და კუალად თავადიცა სახელ-სდებს თავსა თჳსსა „გზად“, ამისთჳს ორსა საქმესა აჩუენებს აქა: ერთად, ვითარმედ არა წინააღმდგომი არს მამისაჲ, და მეორედ, ვითარმედ მამასა ჰნებავს, რაჲთა ყოველთა ჰრწმენეს ძჱ.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „შენნი იყვნეს და მომცენ იგინი“ (17,6).
თ ა რ გ მ ა ნ ი: გამოაჩინებს აქა სიყუარულსა მას, რომელი აქუნდა მამისა მიმართ, თუ არა, მას არა თუ უჴმდა მოცემაჲ მათი, რამეთუ მან დაჰბადნა იგინი, და იგივე განაგებდა მათთჳს, და ვითარმცა მოცემულ იყვნეს იგინი? არამედ, ვითარცა ვთქუ, გამოაჩინებს ერთობასა მას, რომელი აქუს მამისა მიმართ. ხოლო უკუეთუ ვინ კაცობრივ გულისხმაჰყოფდეს სიტყუათა ამათ, ბოროტად იპოვოს გულისხმის-ყოფაჲ იგი. რამეთუ უკუეთუ ოდეს მამასა ჰყვეს, მაშინ არა ძისანი იყვნეს, არამედ უკუანაჲსკნელ მოსცნა ძესა. საცნაურ არს უკუე, ვითარმედ რაჟამს მოსცნა ძესა, თჳთ განეყენა მათისა უფლებისაგან. და ესე კუალად სხუაჲ უბოროტესი სიტყუაჲ არს, რამეთუ გამოჩნდების, ვითარმედ ოდეს მამისა თანა...
...ვინაჲთგან ვერვინ გულისხმა-ჰყოფდა ესრეთ ადვილად, თუ ვითარ არს არსებით ცხორებაჲ მისი, ამისთჳს პირველი იგი მდაბალი სიტყუაჲ თქუა და მერმე სიმაღლედ აღიყვანებს, რამეთუ რომელმან-იგი თქუა, ვითარმედ: „მისცა მას, რაჲთა აქუნდეს ცხორებაჲ“, იგივე კუალად იტყჳს: „მე ვარ ცხორებაჲ“, და „მე ვარ ნა-თელი“. და ვითარი-მე არს იგი ნათელი? რამეთუ არა თუ ესრეთ ხილულ არს იგი, არამედ უხილავი განმანათლებელი სულისაჲ. და ვინაჲთგან ეგულებოდა ქრისტეს თქუმად, ვითარმედ: „ვერვინ მოვალს ჩემდა, უკუეთუ არა მამამან მოიყვანოს ჩემდა იგი“, ამისთჳს წინაჲთვე თქუა აქა მახარებელმან, ვითარმედ იგი არს ნათელი განმანათლებელი, რაჲთა უკუეთუ გესმეს მამისათჳსცა ესევითარი რაჲმე, არა სთქუა, თუ მამისაჲ ხოლო არს ესე, არამედ ძისაჲცა, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „ყოველი, რაოდენი აქუს მამასა, ჩემი არს“. პირველად უკუე გუასწავა ჩუენ დამბადებელობისათჳს მისისა, და მერმე იტყჳს სულიერთა მათცა კეთილთა, რომელნი მომცნა ჩუენ მოსლვითა მისითა; და ერთითა სიტყჳთა მოასწავა იგი მახარებელმან და თქუა:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ცხორებ...
...ჳს თქუა, ვითარმედ: „არცა მამაჲ ვინ იცის, გარნა ძემან; და რომლისაჲ უნდეს ძესა გამოცხადების, გამოუცხადოს“. არა თუ რომლისაჲ ბრძანებაჲ მოიღოს ანუ რომლისათჳს ჰკითხოს, არამედ რომლისაჲ ენებოს, მას გამოუცხადოს მამაჲცა და თავიცა თჳსი; და ამას მარადის გუაუწყებს, ვითარცა-იგი იტყოდა: „არავინ მოვიდეს მამისა, გარნა ჩემ მიერ“, რამეთუ ესოდენ ერთ არს ნებაჲ მამისაჲ და ჩემი, ერთი განზრახვაჲ, ერთი ძალი, რომელ არცა ვის ძალ-უც მისლვად მამისა, გარნა ჩემ მიერ. რამეთუ ვინაჲთგან უფროჲს ყოვლისა ამას ზედა დაბრკოლდებოდეს ჰურიანი, რამეთუ იტყოდეს, ვი-თარმედ: წინააღმდგომ არს ღმრთისა, უღმრთონი იგი და წინააღმდგომნი, ამისთჳს ყოვლით კერძო ესევითარი ესე იჭჳ მათი დაჰჴსნა და უსიტყუელყვნა მრავალსახედ და მრავალფერად.
ხოლო ოდეს თქუას, ვითარმედ: „არცა მამაჲ ვინ იცის, გარნა ძემან“, არა თუ ეგრე იტყჳს, თუ ყოველნი უმეცარ მისა არიან, არამედ: ეგევითარი მეცნიერებაჲ, ვითარი ძესა აქუს, არავის აქუს სხუასა, რამეთუ მისი იგი მეცნიერებაჲ ბუნებითი არს და არსებითი, ხოლო სხუათაჲ - მისმიერითა მით მადლითა მონიჭებული. ეგრეთვე არცა ძე ვინ იცის, ვითარცა ჯერ-არს ცებნაჲ, გარნა მამამან და სულმან წმიდამან, ვითარცა იტყჳს პავლე, ვითარმედ: „მცირედ რაჲმე ვიცით და მცირედ ვწინაჲსწარმეტყუელებთ“....