თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, ვითარ ყოვლით კერძო ისწრაფა, რაჲთა მიზეზი მოუწყჳდოს? და ამისთჳს თქუა, ვითარმედ: „მამამან მომავლინა“, რაჲთა არღარა აქუნდეს სიტყუაჲ. ხოლო ვის იტყჳს, თუ: „თჳსითა სახელითა მოვიდეს“? ანტესა მოასწავებს აქა და გამოაჩინებს გარდამატებულსა მათსა უგულისხმოებასა. რამეთუ უკუეთუმცა ღმრთისა სიყუარულისათჳს მდევნიდით, არა უფროჲსად ანტისა ჯერ-იყოა დევნაჲ? რამეთუ მან ესევითარი არარაჲ თქუას, არცა თუ მამისა მიერ მოვლინებაჲ, არამედ ყოველი წინააღმდგომი, და მძლავრებით მისა მიიტაცებდეს და ყოვლითურთ ღმრთად იტყოდის თავსა თჳსსა. რამეთუ ესე არს სახელი-თა თჳსითა მოსლვაჲ. ხოლო მე არა ესრეთ, არამედ სახელითა მამისაჲთა მოვედ. და ვინაჲთგან რომელი იტყოდა ღმრთისა მიერ მოვლინებულად, არა შეიწყნარეს, ხოლო რომელსა ეგულების სახელითა თჳსითა მოსლვაჲ და თქუმაჲ, ვითარმედ: მე ვარ ღმერთი, მისი ეგულების თაყუანის-ცემაჲ, ესე სასწაული არს, ვითარმედ შურითა და სიძულილითა ღმრთისაჲთა სდევნიდეს მას. ამისთჳს ესე ორნი მიზეზნი დასხნა სიტყუათა თჳსთანი: ერთად, მათი ცხორებაჲ, „რაჲთა თქუენ სცხოვნდეთო“, და „რაჲთა ცხორებაჲ გაქუნდეს“. და ვინაჲთგან ეგულებოდა მისი კიცხევაჲ,...
John 5:43
42. But I know you, that ye have not the love of God in you.43. I am come in my Father's name, and ye receive me not: if another shall come in his own name, him ye will receive.44. How can ye believe, which receive honour one of another, and seek not the honour that cometh from God only?
John თავი 5