მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Matthew 10:38

37. He that loveth father or mother more than me is not worthy of me: and he that loveth son or daughter more than me is not worthy of me.38. And he that taketh not his cross, and followeth after me, is not worthy of me.39. He that findeth his life shall lose it: and he that loseth his life for my sake shall find it.
Matthew თავი 10
38. And he that taketh not his cross, and followeth after me, is not worthy of me.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომელსა უყუარდეს მამაჲ ანუ დედაჲ უფროჲს ჩემსა, იგი არა არს ჩემდა ღირს; და რომელსა უყუარდეს ძე ანუ ასული უფროჲს ჩემსა, იგი არა არს ჩემდა ღირს. და რომელმან არა აღიღოს ჯუარი თჳსი და შემომიდგეს მე, იგი არა არს ჩემდა ღირს“ (10,37-38).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილეა ჴელმწიფებაჲ მეუფისაჲ? იხილეა, ვითარ გულისჴმა-უყო, ვითარმედ იგი არს მხოლოდშობილი ძე ღმრთისაჲ, თანაარსი და თანამოსაყდრე მამისაჲ? რამეთუ აჰა ესერა ბრძანებს განცხადებულად, რაჲთა ყოველივე შეურაცხ-ვყოთ და იგი მხოლოჲ შევიყუაროთ. და რად ვიტყჳ სხუასა რასმე? უკუეთუ თჳსსაცა სულსა უმეტეს სიყუარულისა მისისა პატივ-სცეს ვინ, იტყჳს: „არა ღირს არს ჩემდა“.

თქუეს ვიეთმე, ვითარმედ: ესე სიტყუაჲ არა წინააღმდგომ არსა ძუელისა შჯულისა, რომელი იტყჳს: „პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა“? ნუ იყოფინ! არა წინააღმდგომ არს, არამედ უფროჲსად ფრიად შეერთებულ, რამეთუ ძუელსა შჯულსა შინა ესრეთ განაწესებს, რაჲთა უკუეთუ ქმნიან მშობელთა კერპთმსახურებაჲ, არა თუ ხოლო მოიძულნენ შვილთა, არამედ ქვაჲცა დაჰკრიბონ. და მეორესა შჯულსა იტყჳს: „რომელმან ჰრქუას მამასა თჳსსა და დედასა: არა გიცნი თქუენ, და ძმანი თჳსნი არა იცნნეს და ძენი თჳსნი განწირნეს, მან დაიმარხნეს სიტყუანი შენნი“. ხოლო უკუეთუ პავლე განაწესებეს დამორჩილებასა მშობელთასა, ნუ გიკჳრს სიტყუაჲ...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი X
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
10:34-39 — რწმენის მახვილი და ჯვრის აღება:

34-36. ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მოვედ მე მიფენად მშჳდობისა ქუეყანასა ზედა; არა მოვედ მიფენად მშჳდობისა, არამედ მახჳლისა. რამეთუ მოვედ განყოფად კაცისა მამისაგან თჳსისა და ასული – დედისაგან თჳსისა და სძალი – დედამთილისაგან თჳსისა. და მტერ იყვნენ კაცისა სახლეულნი თჳსნი. - ყოველთვის კარგი არაა თანხმობა, არამედ არის შემთხვევაც, როცა კარგი განყოფაა. მახვილი სარწმუნოების სიტყვაა, რომელიც ჩვენ შინაურთა და ნათესავთაგან გამოგვყოფს, თუკი ისინი ღმრთისმოსაობაში ხელს შეგვიშლიან. უფალი იმას კი არ გვეუბნება, რომ მათ რაღაც უბრალო მიზეზის გამო უნდა გავშორდეთ ან გამოვეყოთ, არამედ მხოლოდ მაშინ, რაჟამს არ გვეთანხმებიან, ან უფრო მეტიც, შინაც კი გვეღობებიან რწმენის გზაზე.

37. რომელსა უყუარდეს მამაჲ ანუ დედაჲ უფროჲს ჩემსა, არა არს იგი ჩემდა ღირს; და რომელსა უყუარდეს ძე ანუ ასული უფროჲს ჩემსა, იგი არა არს ჩემდა ღირს. - ხედავ? მშობლები და შვილები მხოლოდ მაშინ უნდა მოვიძულოთ, რაჟამს მოისურვებენ, რომ ისინი ქრისტეზე მეტად შევიყვაროთ. მაგრამ მამასა, დედასა და შვილებზე რაღას ვამბობ? უფრო მეტიც მოისმინე:

38. და რომელმან არა აღიღოს ჯუარი თჳსი და შემომიდგეს...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომელსა ჰქონდენ მცნებანი ჩემნი და დაიმარხნეს იგინი, იგი არს, რომელსა უყუარ მე“ (14,21).:

...სა და შეურვებასა მოასწავებს, რამეთუ ვინაჲთგან მრავალნი სიტყუანი ჰქონან სიკუდილისათჳს, ვითარმედ: „რომელსა სძულდეს სული თჳსი სოფელსა ამას, ცხორებად საუკუნოდ დაიცვას იგი“, და კუალად, ვითარმედ: „რომელმან არა აღიღოს ჯუარი თჳსი და შემომიდგეს მე, არა არს ჩემდა ღირს“, და ეგულებოდა სხუათა მრავალთა სიტყუად, ამისთჳს იტყჳს ყუედრებისსახედ, ვითარმედ: თქუენ ჰგონებთ, ვითარმედ სიყუარულისაგან ფრიადისა ხართ ესრეთ მწუხარე, არამედ უფროჲსად არა წუხილი არს სიყუარულისა სახჱ. და ვითარმედ ამის პირისაჲ ენება დამტკიცებაჲ, ამისთჳს იხილე, ვითარ თქუა, ვითარმედ: „უკუეთუმცა გიყუარდი, გიხაროდამცა, რამეთუ მე მამისა ჩემისა მივალ“ (14,28). ხოლო აწ მოშიშებისაგან არს ესე ყოველი თქუენ ზედა და სიკუდილისაგან. ესრეთ შიში არა ჩემთა მცნებათა დამარხვაჲ არს, რამეთუ ჯერ-იყო თქუენდა ჯუარს-ცუმაჲ, უკუეთუმცა ჭეშმარიტად გიყუარდი, რამეთუ ჩემი სიტყუაჲ გასწავლის, რაჲთა არა გეშინოდის მათგან, რომელნი მოჰკლვიდენ ჴორცთა, რამეთუ ესევითარნი უყუარან მამასაცა, და გამოუცხადო მათ თავი ჩემი.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ჰრქუა მას იუდა, არა ისკარიოტელმან: უფალო, რაჲ არს, რომელ ჩუენ გამოგჳცხადებ თავსა შენსა?“ (14,22).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა შიშითა აღვსე...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „დაუტევა სარწყული იგი დედაკაცმან მან და წარვიდა ქალაქად და უთხრა კაცთა მათ: მოვედით და იხილეთ კაცი, რომელმან მითხრა მე ყოველი, რაჲცა ვქმენ. ნუუკუე იგი არს ქრისტე?“ (4,28-29).:

...უუკუე იგი არს ქრისტე?“ (4,28-29).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ფრიადი მოსწრაფებაჲ ჯერ-არს ჩუენდა, საყუარელნო, ყოველსა ზედა საქმესა სულიერსა, თუ არა, შეუძლებელ არს უდბებით აღსრულებაჲ რაჲსამე კეთილისაჲ. ამას მოასწავებდა ქრისტე და იტყოდა, ვითარმედ: „რომელმან არა აღიღოს ჯუარი თჳსი და შემომიდგეს მე, იგი არა არს ჩემდა ღირს“. და კუალად იტყჳს: „ცეცხლისა მოვედ მიფენად ქუეყანასა ზედა“. და ამათ ყოველთა სიტყუათა მიერ მოსწრაფედ მოღუაწებასა მოასწავებს. ესევითარი იყო დედაკაცი იგი, რამეთუ ესრეთ განჴურდა გული მისი სიტყუათა მიერ უფლისათა, ვიდრეღა დაუტევა სარწყული და მირბიოდა და ქადაგებდა მისთჳს. რამეთუ მივიდა აღღებად წყლისა და პოვა რაჲ ცხოველი იგი წყაროჲ, არღარა აღიღო ხილული, არამედ დაუტევა, რაჲთა ჩუენცა ვისწავოთ და რაჟამს სულიერი ვპოვოთ, ჴორციელსა არღარად შევჰრაცხდეთ. რამეთუ ძალისაებრ მისისა, რაჲ მოციქულთა ქმნეს, მანცა ქმნა, რამეთუ მათ მოუწოდა უფალმან, და შეუდგეს, ხოლო მან თჳნიერ თქუმისა დაუტევა სარწყული და აღიღო საქმჱ მახარებელთაჲ სიხარულისაგან ფრთოვანქმნულმან და არა ერთსა გინა ორთა მოუწოდა, არამედ ყოველსა მას ქალაქსა. და იხილეთ, თუ ვი-თარ სიბრძნით ქმნა. არა თქუა, თუ: მოვედით და იხილეთ ქრისტე, არამედ: „მოვედით...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და დასდვეს თავსა ზედა მისსა ბრალად მისა დაწერილი: ესე არს იესუ, მეუფჱ ჰურიათაჲ. მაშინ ჯუარს-აცუნეს მის თანა ორნი ავაზაკნი: ერთი მარჯუენით მისა და ერთი მარცხენით. ხოლო თანაწარმავალნი იგი ჰგმობდეს მას, ყრიდეს თავთა მათთა და იტყოდეს: ეჰა რომელი დაჰჴსნიდ ტაძარსა მას და მესამესა დღესა აღაშენებდ, იჴსენ აწ თავი თჳსი; უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, გარდამოჴედ მაგიერ ჯუარით! ეგრეთვე მღდელთმოძღუარნი იგი ემღერდეს მწიგნობართა თანა და ხუცესთა და იტყოდეს: სხუანი აცხოვნნა, თავი თჳსი ვერ ძალ-უცა ცხოვნებად? უკუეთუ მეუფე ისრაჱლისაჲ არს, გარდამოჴედინ აწ მაგიერ ჯუარით. უკუეთუ ესვიდა ღმერთსა, იჴსენინ იგი, უკუეთუ ჰნებავს იგი, რამეთუ თქუა: ძე ღმრთისაჲ ვარი მე. ეგრეთვე ავაზაკნი იგი, მის თანა ჯუარცუმულნი, აყუედრებდეს მას“ (27,37-44).:

...ტყოდა: „ხოლო ჩემდა ნუ იყოფინ სიქადული, გარნა ჯუარითა ქრისტჱსითა, რომლისათჳს სოფელი ჩემდამო ჯუარცუმულ არს, და მე - სოფლისა“. და თავადი უფალი ბრძანებს: „რომელმან არა აღიღოს ჯუარი თჳსი და შემომიდგეს მე, არა არს ჩემდა ღირს, არცა ჴელ-ეწიფების მოწაფე ჩემდა ყოფად“. ;

სწავლაჲ პზ რაჲთა განვეშორნეთ ყოვლისავე ბოროტისაგან და ვიქმოდით კეთილსა

გარნა ამის პირისათჳს ფრიადი კრძალულებაჲ გჳჴმს, რაჲთა არა ჰურიათაებრ აღვიღოთ ჯუარი ქრისტესი, არამედ პავლესებრ. რამე-თუ პავლეს საძლეველად ეშმაკისა და საოტებელად ბრძოლათა მისთა ეტჳრთა ჯუარი ქრისტესი; ხოლო ჰურიათა, რაჲთამცა ჯუარს-აცუეს და მოკლეს უფალი, ამისთჳს მიაქუნდა. და აწ უკუე, ძმანო ჩემნო, ვეკრ-ძალნეთ, რაჲთა არა სიტყჳთ ვაბრალებდეთ ჰურიათა და საქმით ვბაძვიდეთ მათ.

რამეთუ მრავალნი თაყუანის-სცემენ უფალსა, გარნა საქმეთა მიერ ბოროტთა განარისხებენ და მსგავს ჰურიათა იქმნებიან. რომელსა სარწმუნოებაჲ მართალი არა აქუნდეს, მსგავს არს მათსა, რომელნი ეტყოდეს: „უკუეთუ ძე ღმრთისაჲ არს, გარდამოჴედინ მაგიერ ჯუარით, და გურწმენეს ეგე“; ;

სრულად ნახვა