მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Matthew 11:27

26. Even so, Father: for so it seemed good in thy sight.27. All things are delivered unto me of my Father: and no man knoweth the Son, but the Father; neither knoweth any man the Father, save the Son, and he to whomsoever the Son will reveal him.28. Come unto me, all ye that labour and are heavy laden, and I will give you rest.
Matthew თავი 11
27. All things are delivered unto me of my Father: and no man knoweth the Son, but the Father; neither knoweth any man the Father, save the Son, and he to whomsoever the Son will reveal him.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ყოველივე მომეცა მე მამისა ჩემისა მიერ; და არავინ იცის ძე, გარნა მამამან; არცა მამაჲ ვინ იცის, გარნა ძემან; და რომლისაჲ უნდეს ძესა გამოცხადების, გამოუცხადოს“ (11,27).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჟამს გესმას, ვითარმედ: „ყოველივე მომეცა მე მამისა მიერ“, ნურარას კაცობრივსა მოიგონებ; რამეთუ რაჲთა არა ორნი ღმერთნი უშობელნი მოიგონნე, ამისთჳს თქუა სიტყუაჲ ესე. ხოლო ესე საცნაურ არს, ვითარმედ იშვა მამისაგან პირველ საუკუნეთა და მიერითგანვე ყოველთა მეუფე იყო. არასადა ყოფილ არს ჟამი, ოდეს იგი არა იყო; არცა რაჲ სადა პოვნილ არს, რომლისაჲ არა აქუნდა მას ჴელმწიფებაჲ, დაბადებულთაგანი. უწინარეს საუკუნეთა შობილ იყო მამისაგან და უწინარეს საუკუნეთა ყოველთა ჴელმწიფე და მეუფე იყო და არს და იყოს.

ესე ყოვლით კერძო საცნაურ არს, და უმეტესად ესერა გამოაცხადებს სიტყჳთა თჳსითა და იტყჳს უფალი: „არავინ იცის ძე, გარნა მამამან; არცა მამაჲ ვინ იცის, გარნა ძემან“.

ვინაჲთგან თქუა, ვითარმედ: „ყოველივე მომეცა მე მამისა ჩემისა მიერ“, მეყსეულად ესე დაურთო, ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: რაჲ საკ-ჳრველი არს, უკუეთუ ყოველთა მეუფე ვარ; სხუაჲცა ამისა უმეტესი ისმინეთ: ესრეთ მისისა მის არსებისა და ბუნებისაჲ ვარ, რომელ მე მხოლომან ვიცი იგი, ვითარცა ჯერ-არს, სულით წმიდითურთ, და სხუამან არავინ, რამეთუ „არავინ იცის ძე, გარნა მამამან; არცა მამაჲ ვინ იცის,...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XI
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
11:25-27 — მამის გამოცხადება ყრმებისადმი:

25. მას ჟამსა შინა იტყოდა იესუ და თქუა: აღგიარებ შენ, მამაო, უფალო ცისა და ქუეყანისაო, რამეთუ დაჰფარე ესე ბრძენთაგან და მეცნიერთა და გამოუცხადე ესე ჩჩჳლთა. - რასაც უფალი ამბობს, შეიძლება ასე გადმოიცეს. აღგიარებ (იგივეა, რაც "გმადლობ") შენ, მამაო, რომ იუდეველებმა კი არ ირწმუნეს, რომელნიც თავს ვითარცა ბრძენნი და წმინდა წერილის მცოდნენი, ისე აჩვენებდნენ, არამედ - უსწავლელთა და ყრმათა და შეიცნეს საიდუმლოებანი. ღმერთმა მათგან, რომელნიც თავს ბრძნად წარმოადგენდნენ, საიდუმლოებანი დაფარა, არა იმის გამო რომ შურდა, ან მათი უსწავლელობის მიზეზი იყო, არამედ იმიტომ, რომ უღირსნი იყვნენ, რადგან თავი ბრძნად მიაჩნდათ. ვისაც თავი ბრძნად წარმოუდგენია და იმედს თავის საკუთარ გონებაზე ამყარებს, ის ღმერთს არ მოუხმობს; ხოლო ღმერთი, მას ვინც არ მოუხმობს, არც შეეწევა და არც თავს უცხადებს. მეორე მხრივ, ღმერთი მრავალთ საიდუმლოებებს სწორედ თავისი კაცთმოყვარეობის გამო არ უცხადებს, რათა უფრო მეტად არ დაისაჯონ იმის გამო, რომ საიდუმლოებანი აბუჩად მას შემდეგ აიგდეს, რაც შეიცნეს.

26. ჰე, მამაო, რამეთუ ესრეთ სათნო-იყო შენ წინაშე. - აქ იგი წარმოაჩენს...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ო
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „იცოდა იესუ, რამეთუ ყოველივე მოსცა მამამან ჴელთა მისთა, და რამეთუ ღმრთისაგან გამოვიდა და ღმრთისა მივალს“ (13,3).:

...ა მივიდოდა, და ყოველნივე უპყრიან მას, არარაჲ დააკლდებოდა მას ესევითარისა საქმისაგან, დაღაცათუ ქმნა ესე სიმდაბლჱ. ხოლო რომელი იტყჳს, ვითარმედ: „ყოველივე მოსცა მამამან“, „მოცემად“ ამას ადგილსა, ვითარ მე ვჰგონებ, მორწმუნეთა ცხორებასა უწესს. რამეთუ რაჟამს იტყოდის, ვითარმედ: „ყოველივე მომეცა მე მამისაგან ჩემისა“, ; „მოცემად“ ამას მოცემასა იტყჳს - მორწმუნეთა ცხორებასა, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „შენნი იყვნეს და მომცენ მე“. და მერმე იტყჳს, ვითარმედ: „ვერვის ძალ-უც მოსლვად ჩემდა, უკუეთუ არა მამამან მოიყვანოს“. ხოლო შენ რაჟამს „მოცემა“ გესმეს, ნურარას კაცობრივსა გულისხმა-ჰყოფ, რამეთუ მამისა მიმართ ერთობასა და პატივსა აჩუენებს, რამეთუ ვითარცა-იგი მამაჲ მას მისცემს, ეგრეთვე იგი მამასა მისცემს. და ამას მოასწავებს ნეტარი პავლე და იტყჳს, ვითარმედ: „რაჟამს მისცეს სუფევაჲ ღმერთსა და მამასა“. ხოლო ამას ადგილსა კაცობრივრე თქუა, რაჲთამცა გამოაჩინა ფრიადი იგი მისი მათა მიმართ მოღუაწებაჲ და მიუწდომელი მათა მიმართ სიყუარული, რამეთუ ვითარცა ჭეშმარიტად თ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვითარცა მიცის მე მამამან, მეცა ვიცი მამაჲ“ (10,15).:

...ვიცი მამაჲ, მამამანცა მე მიცის ეგრეთვე, ხოლო სხუანი ვერ შეესწორებიან ჩემსა ცნობასა.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვითარცა მიცის მე მამამან, მეცა ვიცი მამაჲ“ (10,15).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესრეთ კეთილად ვიცი იგი, ვითარცა მან მე მიცის. ამისთჳსცა იტყოდა: „არავინ უწყის ძჱ, გარნა მამამან; არცა მამაჲ ვინ იცის, გარნა ძემან“, ; ჭეშმარიტითა მით ცნობითა.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და სულსა ჩემსა დავსდებ ცხოვართათჳს“ (10,15).

თ ა რ გ მ ა ნ ი: მრავალგზის იტყჳს ამას, რაჲთამცა გამოაჩინა სიყუარული თჳსი, რომელი აქუნდა მორწმუნეთათჳს, რამეთუ რომელ იტყოდა, თუ: „ნათელი ვარ და ცხორებაჲ“, უგუნურთა მათ მიერ და ბრმა-თა ზუაობად შერაცხილ იყო, ხოლო რომელ იტყოდა, თუ: მოვკუდები მათთჳს, დაუყოფდა მათ პირსა, და არღარა აქუნდა სიტყუაჲ თქუმად. ამისთჳსცა ვერღარა იტყჳან, თუ: „შენ თავისა შენისათჳს სწამებ, და წამებაჲ შენი არა არს ჭეშმარიტ“, რამეთუ ფრიადსა გამოაჩინებდა სახიერებასა, რომელ მკლველთა მათ მისთათჳს თავს-იდებდა სიკუდილსა. ამისთჳსცა კეთილად და თჳსსა ჟამსა შემოიღებს სიტყუასა წარმართ-თათჳს და იტყჳს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „სხუანიცა ცხოვარნი მიდგან, რომელნი არა არიან ამის ეზოჲსაგ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი იე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ღმერთი არავინ სადა იხილა“ (1,18).:

...ა გულისხმის-ყოფასა მას ღმრთისასა, ეგრეთვე უკუე ანგელოზთათჳს გულისხმა-ვჰყოფთ, ვითარმედ სიწმიდისათჳს და მღჳძარებისა ბუნებათა მათთაჲსა მარადის ჰხედვენ ბუნებითა ღმერთსა ძალისაებრ მათისა, და არა თუ ვითარცა არს ბუნებაჲ ღმრთეებისაჲ, ეგრეთ იხილვენ. ამისთჳსცა ქრისტე იტყჳს, ვითარმედ: „არავინ უწყის მამაჲ, გარნა ძემან“. რაჲ არს უკუე, ყოველნი უმეცარ მისა ვართა? ნუ იყოფინ! არამედ ესრეთ არავინ იცის იგი, ვითარ ძემან, რამეთუ ვითარცა იხილეს იგი მრავალთა ძალისაებრ მათისა, ხოლო არსებაჲ იგი ბუნებისა ღმრთისაჲ არავის უხილავს, ეგრეთვე ვიცით მრავალთა ღმერთი, ხოლო არსებაჲ მისი თუ რაჲ არს, არავინ უწყის, გარნა მხოლომან, რომელი იშვა მისგან. რამეთუ ცნობად აქა ჭეშმარიტსა ხილვასა და მეცნიერებასა იტყჳს, ვითარ-იგი აქუს მამასა ძისათჳს, რამეთუ იტყჳს: „ვითარცა მიცის მე მამამან, მეცა ვიცი მამაჲ“. ამისთჳსცა იხილე, მახარებელი ვითარითა ძალითა იტყჳს. რამეთუ თქუა რაჲ, ვითარმედ: „ღმერთი არასადა ვინ იხილა“, არა თქუა, თუ: ძემან იხილა და მან გამოთქუა, არამედ: „რომელი არს წიაღთა მამისათა, მან გამოთქუაო“. რამეთუ ხილვისა წიაღთა შინა ჯდომაჲ ფრიად უზეშთაეს არს, რამეთუ რომელი კიდეთა ჰხედვიდეს, თუმცა ყოველსავე გულისხმა-ჰყოფდა, რაჲთ შეუძ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო დღისა მისთჳს და ჟამისა არავინ იცის, არცა ანგელოზთა ცისათა, არცა ძემან, გარნა მამამან“ (24,36).:

...არა თუ მუნ თავი თჳსი უფალმან გარეგან სახიერებისა დააწესა. ნუ იყოფინ! არამედ პირველი იგი მიზეზი სახიერებისაჲ მისცა მამასა, რამე-თუ ესე მრავალგზის ეთქუა, ვითარმედ ყოველივე, რაჲცა არს მამისაჲ, მისი არს. ეგრეთვე სახიერებაჲ, ვითარცა არს მამისაჲ, ეგრეთვე ძისაჲ არს. და კუალად იტყჳს: „არავინ იცის ძე, გარნა მამამან“. არა თუ მუნ უმეცრებასა წამებს სულისა წმიდისასა. ნუ იყოფინ! არამედ მუნცა პირველი მიზეზი მეცნიერებისაჲ მამისაჲ წამა, რამეთუ ესე ცხად იყო, და მრავალგზის ეთქუა, ვითარმედ: „არავინ იცის ღმრთისაჲ, გარნა სულმან ღმრთისამან“.

აწ უკუე ყოველივე ესევითარი დიდებაჲ და პატივი და სიბრძნე და სახიერებაჲ და მეცნიერებაჲ და სხუაჲ ყოველივე კეთილი მამისა და ძისა და სულისა წმიდისაჲ განუყოფელ არს. თჳნიერ, ვითარცა მიზეზსა, პირველ იტყჳს მამისათჳს, რამეთუ ძე არს საყუარელი და პატივ-სცემს ყოველსავე ზედა დაუსაბამოსა მას მამასა. ეგრეთვე ესე სიტყუაჲ, თუ: „არავინ იცის, გარნა მამამან“, პირველსა მიზეზსა მეცნიერებისასა ყოფილთა და ყოფადთაჲსა მამისა აღამაღლებს და ყოვლითურთ უჩუენებს კაცთა, ვი-თარმედ იგი არს პირველი მიზეზი კეთილთაჲ; და გულისხმა-გჳყოფს, ვითარმედ რაჲ-იგი მამისაჲ არს, ყოველი ძისაჲცა არს და სულისა წმ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოელისაჲ. მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ნეტარ ხარ შენ, სიმონ, ბარ იონა, რამეთუ ჴორცთა და სისხლთა არა გამოგიცხადეს, არამედ მამამან ჩემმან ზეცათამან“ (16,16-17).:

..., ვითარმედ არა კაცობრივი საქმე არს, არამედ საღმრთოჲ, მეცნიერებაჲ და ჭეშმარიტებაჲ სარწმუნოებისა ჩუენისაჲ. ჰხედავა, ვითარ გამოაცხადებს მამაჲ ძესა და ძე მამასა? ვითარცა თავადმან ბრძანა, ვითარმედ: „არავინ იცის ძე, გარნა მამამან; არცა მამაჲ ვინ იცის, გარნა ძემან; და რომლისაჲ უნდეს ძესა გამოცხადების, გამოუცხადოს“. ;

არა შესაძლებელ არს უკუე სხჳსა ვისგანმე ცნობად ძისა, გარნა მამისა მიერ, არცა მამისა შესაძლებელ არს სხჳსა ვისგანმე ცნობად, გარნა ძისა მიერ, მადლითა მით სულისა წმიდისაჲთა, რაჲთა ესრეთ საცნაურ იქმნას ერთობაჲ მათი. ხოლო ვინაჲთგან ნეტარებაჲ იგი მისცა პეტრეს და აუწყა, ვითარმედ არა კაცობრივ, არამედ მამისა მიერ გამოეცხადა მას საიდუმლოჲ იგი და ბარ იონა სახელ-სდვა (რომელ-ესე იოვანე განცხადებულადრე თქუა, ვითარმედ: „შენ ხარ სიმონ, ძე იონაჲსი, შენ გეწოდოს კეფა, რომელ ითარგმანების: კლდე“, რამეთუ ბარ იონა ძე იონაჲსი გამოითარგმანების), და მეყსეულად შესძინა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ შენ ხარ კლდე, და ამას კლდესა ზედა აღვა-შენო ეკლესიაჲ ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას“ (16,18).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს: ვინაჲთგან ღირს იქმენ მოღე...

სრულად ნახვა