მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Matthew 18:3

2. And Jesus called a little child unto him, and set him in the midst of them,3. And said, Verily I say unto you, Except ye be converted, and become as little children, ye shall not enter into the kingdom of heaven.4. Whosoever therefore shall humble himself as this little child, the same is greatest in the kingdom of heaven.
Matthew თავი 18
3. And said, Verily I say unto you, Except ye be converted, and become as little children, ye shall not enter into the kingdom of heaven.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და მოუწოდა იესუ ყრმასა და დაადგინა შორის მათსა და თქუა: ამენ გეტყჳ თქუენ: უკუეთუ არა მოიქცეთ და იქმნეთ, ვითარცა ყრმაჲ ესე, ვერ შეხჳდეთ სასუფეველსა ცათასა. რამეთუ რომელმან დაიმდაბლოს თავი თჳსი, ვითარცა ყრმაჲ ესე, იგი უფროჲს იყოს სასუფეველსა ცათასა“ (18,2-4).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესრეთ ეტყჳს უფალი მოწაფეთა: თქუენ გამოეძიებ-თო, თუ ვინ-მე უფროჲს იყოს, და უზეშთაობისათჳს იცილობით, ხოლო მე გეტყჳ, ვითარმედ: რომელი არა ყოველთა უმდაბლეს იყოს, ყოვლადვე შესლვადცა სასუფეველსა არა ღირს არს. ამის უკუე ჯერისათჳს კეთილად წარმოადგინა სახედ ყრმაჲ იგი ჩჩჳლი და კეთილისა გონებისა უფალი და ყოველთავე ვნებათაგან განშორებული და ეტყჳს, ვითარმედ: რომელსა სურის სასუფეველისათჳს ცათაჲსა, ესრეთ იყავნ, ვითარცა ყრმაჲ ესე, სავსე სიმდაბლითა და სიწრფოებითა, სიმშჳდითა და უმანკოებითა, განწმედილი შურისაგან და ზუაობისა, უცხოჲ გულისთქუმათაგან ბოროტთა და ყოვლისავე მანკიერებისაგან. რამეთუ არა სიმჴნე ხოლო საჴმარ არს და სიბრძნე, არამედ სიმდაბლეცა და უმანკოებაჲ, და რომელსა არა აქუნდენ ესე სათნოებანი, დიდად ნაკლულევან არს იგი საქმეთაგან ცხორებისათა.

კეთილად უკუე წარმოადგინა ყრმაჲ იგი ჩჩჳლი და უმანკოჲ სახედ სათნოებისა, რამეთუ ესევითარი ყრმაჲ გინა თუ იგინოს ვისგანმე, გინა თუ შეურაცხ იქმნას, გინა თუ პატივ-ეცეს და იქოს და იდიდოს, არცა პირველისა მისთჳს განრისხნების და აღივსების შურითა, არცა მეორისა ამისთჳს აღზუავნების და ამაღლდების, არცა...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XVIII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
18:1-4 — სიმდაბლე და ყრმის მაგალითი:

1. მას ჟამსა შინა მოუჴდეს იესუს მოწაფენი და ეტყოდეს: ვინ-მე უფროჲს იყოს სასუფეველსა ცათასა? - როცა მოწაფეებმა დაინახეს, რომ პეტრეს ქრისტესაგან პატივი მიეგო (პატივი მიეგო, რადგან ებრძანა სტატირი მიეცა ქრისტესა და თავისი თავის გამო), რაღაც ადამიანური განიცადეს, შურით მოწყლულნი უფალთან მივიდნენ და გადაკრულად ჰკითხეს: - ვინმე უფროჲს იყოს?

2-4. და მოუწოდა იესუ ყრმასა და დაადგინა შორის მათსა და ჰრქუა: ამენ გეტყჳ თქუენ: უკუეთუ არა მოიქცეთ და იქმნნეთ, ვითარცა ყრმანი, ვერ შეხჳდეთ სასუფეველსა ცათასა. რამეთუ რომელმან დაიმდაბლოს თავი თჳსი, ვითარცა ყრმაჲ ესე, იგი უფროჲს იყოს სასუფეველსა ცათასა. - დაინახა რა, რომ მოწაფეებს პატივმოყვარეობის ვნება იპყრობდა, უფალმა შეაჩერა ისინი და მათ მოკრძალებული ყრმის მეშვეობით სიმდაბლის გზა უჩვენა. საჭიროა, რომ ჩვენც ყრმები ვიყოთ, ოღონდ სულიერი სიმდაბლით და არა უმეიფრობით აზროვნებისა, უბოროტობით და არა უგუნურებით. როცა უთხრა: უკუეთუ არა მოიქცეთ-ო, აჩვენა, რომ ისინი სიმდაბლის სიბრძნიდან პატივმოყვარეობაზე გადავიდნენ. ასე რომ, საჭიროა მიბრუნება კვლავ იქ, სიმდაბლის სიბრძნესთან, რომელსაც თქვენ...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 130-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. თავმდაბლობა და უფალზე დამყარებული სასოება:

...რობისგან, და არა მხოლოდ მის მქონეთაგან უცხო, არამედ მის საწინააღმდეგო სათნოებაც უხვად მივიღე: თავმდაბლობა, ზომიერება და შემუსვრილობა. ეს სწორედ ისაა, რაც ქრისტემ მოწაფეებს უბრძანა, როცა თქვა: „უკუეთუ არა მოიქცეთ და იქმნნეთ, ვითარცა ყრმანი, ვერ შეხჳდეთ სასუფეველსა ცათასა“ (). ასეთი თავმდაბლობა შევიძინე, ამბობს, როგორც ძუძუმწოვარ ყრმას აქვს. რადგან როგორც იგი დედას ეჭიდება, დამდაბლებულია, ყოველგვარი მკვეხარობისაგან სუფთაა და უბრალოებითა და სიმარტივით ცხოვრობს, ასევე ვიყავი მეც ღმერთის მიმართ, მუდამ მასზე ჩაჭიდებული.

მაგრამ განყენებული ყრმა უბრალოდ არ უხსენებია; მას სურდა წარმოეჩინა ჭირი, შევიწროება, ტკივილი და ბოროტებათა სიდიდე. ამიტომ, როგორც ყრმა, რომელიც ახლახან ძუძუს მოსწყვიტეს, ამის შემდეგაც არ შორდება დედას, არამედ ტკივილით, მოთქმით, შეწუხებით, მოუსვენრობითა და ტირილით მაინც მშობელს ეჭიდება და არ განეშორებოდა, ასევე მეც, ამბობს, ჭირში, შევიწროებაში და მრავალ უბედურებაში მყოფი ღმერთს ვეჭიდებოდი. ხოლო თუ ას...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ობ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უდიდესი თქუენი იყოს თქუენდა მსახურ. რამეთუ რომელმან აღიმაღლოს თავი თჳსი, დამდაბლდეს; და რომელმან დაიმდაბლოს თავი თჳსი, ამაღლდეს“ (23,11-12).:

...მთასა ზედა დაწყებაჲ მოძღურებისა მის კეთილისაჲ ამისგან ქმნა, რაჟამს ეტყოდა: „ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაჲ“. და კუალად, ოდეს ყრმანი იგი შორის წარმოადგინნა და თქუა: „უკუეთუ არა იქმნეთ, ვითარცა ყრმანი, ვერ შეხჳდეთ სასუფეველსა ცათასა“, სიმდაბლესა ქადაგებდა. და აწ კუალად სრულიად აღმოჰფხურის ძირსა მას ზუაობისასა და დაჰნერგავს სიმდაბლესა: „რომელმან დაიმდაბლოს თავი თჳსი, იგი ამაღლდესო“.

ხედავა, ვითარ სრულიად განგუაშორებს ზუაობისაგან? არა ხოლო თუ მთავრობისა და წინამძღურობისა სიყუარულსა განაგდებს, არამედ ყოველთა უდარეს ყოფად გჳბრძანებს, რაჲთა ესრეთ მივემთხჳნეთ ჭეშმარიტსა მას სიმაღლესა. აწ უკუეთუ წინამძღურობაჲ და უხუცესობაჲ გუწადის, სიმდაბლე და შეურაცხებაჲ შევიტკბოთ, რამეთუ ყოველმან „რომელმან დაიმდაბლოს თავი თჳსი, ამაღლდეს“.

სწავლაჲ ობ სიმდაბლისათჳს და ცხორებისათჳს მონაზონთაჲსა

სადა-მე უკუე ვპოოთ სახე ჭეშმარიტისა მის სიმდაბლისაჲ? გნებავსა, რაჲთა კუალად წარვიდეთ ქალაქსა სათნოებისასა, საყოფელსა წმიდათა მათ მონაზონთასა, რომელნი ზემო ვაჴსენენ? მთათა და ქუაბთა ვიტყჳ და ჴურელთა ქუეყანისათა, სადა იგინი მკჳდრ არიან. მუნ ვიხილოთ სიმაღლე სიმდაბლისაჲ სიტყჳსაებრ უფლისა. რ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამისთჳს ემსგავსა სასუფეველი ცათაჲ კაცსა მეუფესა, რომელმან ინება სიტყჳსა განგებაჲ მონათა თჳსთა თანა. და ვითარცა იწყო განგებად, წარმოუდგინეს მას ერთი თანამდები ბევრისა შანთისაჲ. და ვითარ არარაჲ აქუნდა მას, რაჲმცა მისცა, უბრძანა უფალმან მისმან განსყიდად ცოლისა მისისაჲ და შვილთა მისთაჲ და რაჲცა აქუნდა მას, და გარდაჴდად იგი. დავარდა მონაჲ იგი, თაყუანის-სცემდა მას და ეტყოდა: სულგრძელ იქმენ ჩემ ზედა, და ყოველივე მიგცე შენ. შეეწყალა უფალსა მას მონაჲ იგი, განუტევა და თანანადებიცა იგი მიუტევა მას“ (18,23-27), და შემდგომი ამისი. რამეთუ შემდგომად ესოდენისა მის კაცთმოყუარებისა პოა მან მოყუასი, რომლისა თანაედვა მას ასი დრაჰკანი, შეაშთობდა მას, და ამისთჳს შეჰრისხნა მეუფე იგი და შეაყენა საპყრობილედ, ვიდრემდე ყოველი გარდაიჴადოს.:

...ვლე მის თანა ორიცა“; (მათ. 5, 39-41) „გიყუარდედ მტერნი თქუენნი, აკურთხევდით მწყევარ-თა თქუენთა, კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქუენთა“. კუალად იტყჳს: უკუეთუ არა იქმნეთ, ვითარცა ყრმანი ჩჩჳლნი, მშჳდ და მდაბალ და უმანკო, ვერ შეხჳდეთ სასუფეველსა ცათასა. ; (19,14)

ესევითარნი არიან მცნებანი მისნი და სხუანი მრავალნი. ხოლო აწ ჩუენ ვიხილოთ: უკუეთუ არა ცხორებაჲ ჩუენი წინააღმდგომ ბრძანებათა მისთა არსა? რომელსა ცოდვასა არა წარმდებებით აღვასრულებთ? არა დღითი-დღე ძჳრის-ზრახვათა შინა ვართა? შესმენათა მოყუსისათა, გინებათა და შეურაცხებათა, მტაცებელ, ვითარცა მგელნი, შებღალულ ყოვლი-თავე ცოდვითა, მოშურნე, მზუაობარ, ანგაჰრ, ცილისმწამებელ, მაჩუენებელ, კაცთმოთნე, უხუცესთა მიმართ მზაკუვარ, უდარესთა მიმართ მჴეც-თა უმძჳნვარეს, მონა მუცლისა და საფასეთა და დიდებისა წარმავალისა, მოკიცხარ, მოცინარ, მრავლისმეტყუელ, სიტყუათა ხენეშთა მეძიებელ, ნაყროან, მომთრვალე, ცილისმეტყუელ, შემსჭუალულ მიწისაგანთა მათ და წარმავალთა საქმეთა. ესე არიან ზოგადნი ყოველთა საქმენი, ხოლო დაფარულნი და ძნელოვანნი კაცად-კაცადისანი თითოეულსა გონებამან მისმან ამხილოს. ესე ყოველნი და ამისა ფრიად უმრავლესნი ბრალნი ჩუენნი...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვითარ ჰგონებთ თქუენ: კაცსა თუ ვისმე ედგას ასი ცხოარი, და შესცთეს ერთი მათგანი, არა-მე დაუტევნესა ოთხმეოცდა ათცხრამეტნი იგი მთათა გარე და წარვიდეს და მოიძიოს შეცთომილი იგი? და რაჟამს პოოს იგი, ამენ გეტყჳ თქუენ, უფროჲს უხაროდის მის ზედა, ვიდრე ოთხმეოცდაათცხრამეტთა მათ, რომელნი არა შეცთომილ იყვნეს. ესრეთ არა არს ნებაჲ მამისა ჩემისა ზეცათაჲსაჲ, რაჲთა წარწყმდეს ერთი მცირეთა ამათგანი“ (18,12-14).:

...უდარესთა ძმათასა? აწ უკუე ნუ იტყჳ, საყუარელო, ესე ვინმე უნდოჲ არს, და იგი ვინმე გლახაკ არს და შეურაცხ, და უგულებელს-ჰყოფ ძმათა შენთა. რამეთუ უფალმან ჩუენმან და მეუფემან გჳბრძანა ყოვლით კერძო ზუაობისა განდევნაჲ. ამისთჳს ყრმაჲ წარმოადგინა და თქუა: „რომელი არა იქმნას, ვითარცა ყრმაჲ, ვერ შევიდეს სასუფეველსა“; და კუალად თქუა: „რომელმან შეიწყნაროს ყრმაჲ ესევითარი სახელითა ჩემითა, მე შემიწყნაროს. და რომელმან დააბრკოლოს ერთი მცირეთა ამათგანი, დიდად დაისაჯოს“. და არა კმა-ყო იგავი იგი წისქჳლისაჲ, არამედ ვაებაჲცა მისცა ესევითართა მათ ამპარტავანთა და დამაბრკოლებელთა, რამეთუ იგინი არიან მომპოვნებელნი საცთურთანი, და მათი ბრძანა მოკუეთაჲ, დაღაცათუ მეგობარ ჩუენდა იყვნენ. ხოლო აწ კუალად თჳსი იგი ვნებაჲ აჴსენა და წარწყმედულთა ძიებისათჳს სიკუდილი, და იგავი ესე წარმოგჳთხრა მწყემსისა მის კეთილისაჲ, რომელმან დაუტევის ოთხმეოცდაათცხრამეტი და ძიებად შეცთომილისა განვიდის; და მამაჲცა თჳსი აჴსენა, ვითარმედ: „ესრეთ არა არს ნებაჲ მამისა ჩემისაჲ წარწყმედად ერთი მცირეთა ამათგანი“. ხოლო ვინაჲთგან ღმერთი ესრეთ მხიარულ არს ცხორებასა ერთისა სულისასა, ვითარ ვინ იკადროს შეურაცხ-ყოფად, და არა უფროჲსად დადებად...

სრულად ნახვა