მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Matthew 23:2

1. Then spake Jesus to the multitude, and to his disciples,2. Saying, The scribes and the Pharisees sit in Moses' seat:3. All therefore whatsoever they bid you observe, that observe and do; but do not ye after their works: for they say, and do not.
Matthew თავი 23
2. Saying, The scribes and the Pharisees sit in Moses' seat:
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ობ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მაშინ ეტყოდა იესუ ერსა მას და მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა: საყდართა მოსესთა დასხდეს მწიგნობარნი და ფარისეველნი. ყოველსა რავდენსა გეტყოდიან თქუენ, დაიმარხეთ და ყავთ, ხოლო საქმე-თა მათთაებრ ნუ იქმთ, რამეთუ თქჳან და არა ყვიან“ (23,1-3).:

ოდეს მწიგნობართა მათ და ფარისეველთა პირნი დაუყვნა და სირცხჳლეულნი წარგზავნნა და წინაჲსწარმეტყუელი ქადაგად უფლებისა მისისა მოიყვანა, მაშინ კუალად ერსა მას ასწავებდა აღსრულებად სწავლათა მათ შჯულისათა, რაჲთა ვერვინ თქუას, თუ წინააღმდგომ იყო შჯულისა. რამეთუ ესოდენი კრძალულებაჲ განუწესა მცნებათა მათ შჯულისათა, ვიდრეღა დრკუთა მათ და ბილწთა მოძღუართა მათთა მორჩილობაჲ ამცნო.

„რავდენსა გეტყოდიან თქუენ, დაიმარხეთ და ყავთო, ხოლო საქმეთა მათთაებრ ნუ იქმთ“. ჭეშმარიტად ბოროტ იყვნეს საქმენი მათნი და ყოველივე მოქალაქობაჲ მათი განხრწნილი ვნებათა შინა. და უფროჲსად ესე იყო მიზეზ ურწმუნოებისა მათისა: ბოროტნი საქმენი და შური და ვეცხლისმოყუარებაჲ. გარნა ამას ყოველსა ზედა უბრძანავე ერსა არა შეურაცხ-ყოფაჲ მოძღურებისა მათისაჲ.

რამეთუ კეთილ არს საქმე ესე, რაჲთა მოძღუართა არა შეურაცხ-ჰყოფდეს ერი, არცა მღდელთა ზედააღუდგებოდის. და ამისთჳს ესრეთ ბრძანა უფალმან, და არა ხოლო თუ ბრძანა, არამედ თავად მანცა აღასრულა.

რამეთუ ესრეთღა განფრდილ იყვნეს ცოდვათა შინა, და არავე განიოტნა პატივისა მისგან მღდელობისა, რაჲთა მათ უმეტესი მიიღონ საშჯელი, არა თუ მოიქცენ, და...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XXIII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
23:1-7 — ფარისეველთა თვალთმაქცობა:

1-3. მაშინ ეტყოდა იესუ ერსა მას და მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა: საყდართა მოსესთა დასხდეს მწიგნობარნი და ფარისეველნი. ყოველსა უკუე რაოდენსა გეტყოდიან თქუენ დამარხვად, დაიმარხეთ და ყავთ, ხოლო საქმეთა მათთაებრ ნუ იქმთ, რამეთუ თქჳან და არა ყვიან. - როცა უფალმა ფარისევლებს პირი დაუყო (დაადუმა) და მათი განუკურნებელი სნეულებანი წარმოაჩინა, საუბარი უკვე მათზე, მათს ცხოვრებასა და მოქალაქეობრივ ყოფაზე დაიწყო. იგი მსმენელებს შეაგონებს, არ შეურაცხყონ მოძღვარნი, თუნდაც ისინი ბიწიერი ცხოვრებით ცხოვრობდნენ. ამასთან, იმასაც აჩვენებს, რომ თვითონ, არა თუ წინააღმდეგია მოსეს სჯულისა, არამედ, პირიქით, სჯულის მცნებათა აღსრულება სურს, თუმცა კი მოძღვარნი უღირსნი არიან. იგი ამბობს, რასაც მოძღვარი გეუბნებათ, ჩათვალეთ, რომ მოსე, უფრო ზუსტად კი, ღმერთი გეუბნებათ. შენ იკითხავ: ნუთუ ყოველივე, რასაც ისინი ამბობენ, უნდა გავაკეთოთ, ცუდიც რომ იყოს? ამაზე გიპასუხებ: ჯერ ერთი, მოძღვარი ისე არასდროს გაკადნიერდება, რომ ვინმე ბოროტებისაკენ მიაქციოს და მეორეც: კიდევაც რომ დავუშვათ არსებობა მოძღვრისა, ვინც ადამიანებს ბოროტი ცხოვრებისაკენ მიდრეკს, ასეთი არც მოსეს საყდრიდან...

სრულად ნახვა
ტიმოთეს მიმართ II ეპისტოლე — ჰომილია 2
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. სახარების ნიჭი და მღვდლობის პატივი:

...რადგან თუ იქ, სადაც სტუმართმოყვარეობაზეა საუბარი, სადაც არ იცნობ მას, ვინც შენთან ჩერდება, ასეთ საზღაურს იღებ, მით უმეტეს მიიღებ, თუ დაემორჩილები იმას, ვის დამორჩილებასაც გიბრძანებს.

ამბობს: „საყდართა მოსესთა დასხდეს მწიგნობარნი და ფარისეველნი“ (); „ყოველსა უკუე რაოდენსა გეტყოდიან თქუენ დამარხვად, დაიმარხეთ და ყავთ, ხოლო საქმეთა მათთაებრ ნუ იქმთ“ (). არ იცი, რა არის მღვდელი? „ანგელოზი უფლისა, ყოვლისა მპყრობელისა, არს“ (). ნუთუ თავისას ამბობს? თუ მას შეურაცხყოფ, მას კი არ შეურაცხყოფ, არამედ ღმერთს, რომელმაც იგი ხელთდაასხა. და საიდან არის ცხადი, ამბობს ვინმე, რომ ღმერთმა ხელთდაასხა იგი? მაშასადამე, თუ ასეთი შეხედულება არ გაქვს, შენი სასოება დაცარიელებულია. რადგან თუ ღმერთი მღვდლის მეშვეობით არაფერს მოქმედებს, არც საბ...

სრულად ნახვა
თესალონიკელთა მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 10
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. მოძღვართა პატივი და სიყვარულით მორჩილება:

...ხვილი; არ ვძრწით და თავად ამ საქმეს არ ვუფრთხით.

ამიტომ პავლე ამ ყოველივეზე ხშირად და მრავალგზის საუბრობს. ხოლო ქრისტემ მორჩილნი ასეთი აუცილებლობით დაუმორჩილა მოძღვრებს, როცა თქვა: „საყდართა მოსესთა დასხდეს მწიგნობარნი და ფარისეველნი" (). „ყოველსა უკუე რაოდენსა გეტყოდიან თქუენ დამარხვად, დაიმარხეთ ... ხოლო საქმეთა მათთაებრ ნუ იქმთ" ()1. და კვლავ, როცა კეთროვანი განკურნა, ამბობდა: „წარვედ და უჩუენე თავი შენი მღდელსა და შეწირე შესაწირავი შენი, რომელი ბრძანა მოსე საწამებელად მათა" (). მაგრამ შენ ამბობ: „ჰყვით იგი ნაშობ გეჰენიისა ორ წილ თქუენსა" (). ამიტომ ვთქვი, ამბობს: „ხოლო საქმეთა მათთაებრ ნუ იქმთ" ()....

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პვ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ პვ ვითარმედ ჯერ-არს პატივის-ცემაჲ მღდელთაჲ:

...რამეთუ ესრეთ უმეტესად ძალ-უც მოსწრაფებაჲ თქუენთჳს; უკუეთუ თქუენ შეურაცხ-ჰყოფდეთ, ბოროტად ყოფაჲ არს საქმჱ თქუენი, და იგინიცა დაიჴსნებიან შეწევნად თქუენდა.

ისმინე უფლისაჲ, რასა იტყჳს, ვითარმედ: „საყდარსა ზედა მოსესსა დასხდენ მწიგნობარნი და ფარისეველნი. ყოველსა უკუე, რაოდენსა გეტყოდიან ქმნად, იქმოდეთ“. ხოლო აწ ვერვინ იტყჳს, თუ: მოსჱს საყდარსა ზედა დასხდენ მღდელნი, არამედ ქრისტესსა, რამეთუ მისი სწავლაჲ აქუს და ამისთჳს ჯერ-არს პატივი მათი. არა ჰხედავა, რამეთუ მთავართა სოფლისათა ყოველნი ჰმორჩილობენ, დაღაცათუ უმჯობეს მათსა იყვნენ? და უკუეთუ რომელი კაცმან დაადგინოს, ესრეთ არს, ღმრთისა დადგენილთაჲ არა უფროჲსად ჯერ-არსა პატივი? რაჲ უკუე სიტყუაჲ აქუნდეს, რომელთადა ბრძანებულ არს არაგანკითხვაჲ მოყუსისაჲ, და იგინი მღდელთა აგინებენ და შეასმენენ?

ხოლო ამას რაჲ ვიტყჳ, არა თუ ამისთჳს, ვითარმედ რომელნი მოუჴდებიან მღდელობასა არაღირსებით, კეთილმცა იყვნეს; არამედ ფრიადცა საწყალობელ და ღირს ტირილისა არიან, არამედ მათთა სამწყსოთა არა უჴმს შეურაცხ-ყოფაჲ. რამეთუ უკუეთუ შენ კეთილად იყო, მისისა ბოროტისაგან არარაჲ გევნების, და უკუეთუ ღმერთმან ვირისა მიერ სწავლაჲ გამოაჩინა1 და მოგჳსა მიერ კურთხევაჲ მოჰფინა,

სრულად ნახვა