მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Matthew 23:3

2. Saying, The scribes and the Pharisees sit in Moses' seat:3. All therefore whatsoever they bid you observe, that observe and do; but do not ye after their works: for they say, and do not.4. For they bind heavy burdens and grievous to be borne, and lay them on men's shoulders; but they themselves will not move them with one of their fingers.
Matthew თავი 23
3. All therefore whatsoever they bid you observe, that observe and do; but do not ye after their works: for they say, and do not.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ობ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მაშინ ეტყოდა იესუ ერსა მას და მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა: საყდართა მოსესთა დასხდეს მწიგნობარნი და ფარისეველნი. ყოველსა რავდენსა გეტყოდიან თქუენ, დაიმარხეთ და ყავთ, ხოლო საქმე-თა მათთაებრ ნუ იქმთ, რამეთუ თქჳან და არა ყვიან“ (23,1-3).:

ოდეს მწიგნობართა მათ და ფარისეველთა პირნი დაუყვნა და სირცხჳლეულნი წარგზავნნა და წინაჲსწარმეტყუელი ქადაგად უფლებისა მისისა მოიყვანა, მაშინ კუალად ერსა მას ასწავებდა აღსრულებად სწავლათა მათ შჯულისათა, რაჲთა ვერვინ თქუას, თუ წინააღმდგომ იყო შჯულისა. რამეთუ ესოდენი კრძალულებაჲ განუწესა მცნებათა მათ შჯულისათა, ვიდრეღა დრკუთა მათ და ბილწთა მოძღუართა მათთა მორჩილობაჲ ამცნო.

„რავდენსა გეტყოდიან თქუენ, დაიმარხეთ და ყავთო, ხოლო საქმეთა მათთაებრ ნუ იქმთ“. ჭეშმარიტად ბოროტ იყვნეს საქმენი მათნი და ყოველივე მოქალაქობაჲ მათი განხრწნილი ვნებათა შინა. და უფროჲსად ესე იყო მიზეზ ურწმუნოებისა მათისა: ბოროტნი საქმენი და შური და ვეცხლისმოყუარებაჲ. გარნა ამას ყოველსა ზედა უბრძანავე ერსა არა შეურაცხ-ყოფაჲ მოძღურებისა მათისაჲ.

რამეთუ კეთილ არს საქმე ესე, რაჲთა მოძღუართა არა შეურაცხ-ჰყოფდეს ერი, არცა მღდელთა ზედააღუდგებოდის. და ამისთჳს ესრეთ ბრძანა უფალმან, და არა ხოლო თუ ბრძანა, არამედ თავად მანცა აღასრულა.

რამეთუ ესრეთღა განფრდილ იყვნეს ცოდვათა შინა, და არავე განიოტნა პატივისა მისგან მღდელობისა, რაჲთა მათ უმეტესი მიიღონ საშჯელი, არა თუ მოიქცენ, და...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XXIII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
23:1-7 — ფარისეველთა თვალთმაქცობა:

1-3. მაშინ ეტყოდა იესუ ერსა მას და მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა: საყდართა მოსესთა დასხდეს მწიგნობარნი და ფარისეველნი. ყოველსა უკუე რაოდენსა გეტყოდიან თქუენ დამარხვად, დაიმარხეთ და ყავთ, ხოლო საქმეთა მათთაებრ ნუ იქმთ, რამეთუ თქჳან და არა ყვიან. - როცა უფალმა ფარისევლებს პირი დაუყო (დაადუმა) და მათი განუკურნებელი სნეულებანი წარმოაჩინა, საუბარი უკვე მათზე, მათს ცხოვრებასა და მოქალაქეობრივ ყოფაზე დაიწყო. იგი მსმენელებს შეაგონებს, არ შეურაცხყონ მოძღვარნი, თუნდაც ისინი ბიწიერი ცხოვრებით ცხოვრობდნენ. ამასთან, იმასაც აჩვენებს, რომ თვითონ, არა თუ წინააღმდეგია მოსეს სჯულისა, არამედ, პირიქით, სჯულის მცნებათა აღსრულება სურს, თუმცა კი მოძღვარნი უღირსნი არიან. იგი ამბობს, რასაც მოძღვარი გეუბნებათ, ჩათვალეთ, რომ მოსე, უფრო ზუსტად კი, ღმერთი გეუბნებათ. შენ იკითხავ: ნუთუ ყოველივე, რასაც ისინი ამბობენ, უნდა გავაკეთოთ, ცუდიც რომ იყოს? ამაზე გიპასუხებ: ჯერ ერთი, მოძღვარი ისე არასდროს გაკადნიერდება, რომ ვინმე ბოროტებისაკენ მიაქციოს და მეორეც: კიდევაც რომ დავუშვათ არსებობა მოძღვრისა, ვინც ადამიანებს ბოროტი ცხოვრებისაკენ მიდრეკს, ასეთი არც მოსეს საყდრიდან...

სრულად ნახვა
ტიმოთეს მიმართ II ეპისტოლე — ჰომილია 2
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. სახარების ნიჭი და მღვდლობის პატივი:

...ბ, თუ დაემორჩილები იმას, ვის დამორჩილებასაც გიბრძანებს.

ამბობს: „საყდართა მოსესთა დასხდეს მწიგნობარნი და ფარისეველნი“ (); „ყოველსა უკუე რაოდენსა გეტყოდიან თქუენ დამარხვად, დაიმარხეთ და ყავთ, ხოლო საქმეთა მათთაებრ ნუ იქმთ“ (). არ იცი, რა არის მღვდელი? „ანგელოზი უფლისა, ყოვლისა მპყრობელისა, არს“ (). ნუთუ თავისას ამბობს? თუ მას შეურაცხყოფ, მას კი არ შეურაცხყოფ, არამედ ღმერთს, რომელმაც იგი ხელთდაასხა. და საიდან არის ცხადი, ამბობს ვინმე, რომ ღმერთმა ხელთდაასხა იგი? მაშასადამე, თუ ასეთი შეხედულება არ გაქვს, შენი სასოება დაცარიელებულია. რადგან თუ ღმერთი მღვდლის მეშვეობით არაფერს მოქმედებს, არც საბანელი გაქვს, არც საიდუმლოებში მონაწილეობ და არც კურთხევებით ხარ ნაზიარები; მაშასადამე, ქრისტიანი არ ხარ.

3. უღირსი მღვდლები და განკითხვის საფრ...

სრულად ნახვა
თესალონიკელთა მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 10
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. მოძღვართა პატივი და სიყვარულით მორჩილება:

...ქრისტემ მორჩილნი ასეთი აუცილებლობით დაუმორჩილა მოძღვრებს, როცა თქვა: „საყდართა მოსესთა დასხდეს მწიგნობარნი და ფარისეველნი" (). „ყოველსა უკუე რაოდენსა გეტყოდიან თქუენ დამარხვად, დაიმარხეთ ... ხოლო საქმეთა მათთაებრ ნუ იქმთ" ()1. და კვლავ, როცა კეთროვანი განკურნა, ამბობდა: „წარვედ და უჩუენე თავი შენი მღდელსა და შეწირე შესაწირავი შენი, რომელი ბრძანა მოსე საწამებელად მათა" (). მაგრამ შენ ამბობ: „ჰყვით იგი ნაშობ გეჰენიისა ორ წილ თქუენსა" (). ამიტომ ვთქვი, ამბობს: „ხოლო საქმეთა მათთაებრ ნუ იქმთ" (). ამრიგად ქრისტემ მორჩილს ყოველგვარი საბაბი წაართვა.

ხოლო პავლე ტიმოთესადმი წერისასაც ამბობდა: **„რომელნი კეთილად ძღოდიან ხუცესნი, ო...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რომელნი შესჭამთ სახლებსა ქურივთასა და მიზეზით განგრძობილად ილოცვიდით. ამისთჳს მიიღოთ უდიდესი სასშჯელი“ (23,13).:

...სმსახურებისაჲ მოიღოს, ფრიად უძჳრესი სასჯელი მიიღოს მან, ვითარცა უშჯულონი იგი იქმოდეს. ამისთჳს განაქიქებს უფალი უკურნებელსა მას უკეთურებასა მათსა, რაჲთა განაკრძალოს ერი იგი საქმეთა მათთაგან, რაჲთა არა პატივისა მისთჳს მათისა ბაძვად საქმეთა მათთა მოვიდენ. ვინაჲთგან ზემო თქუა, ვითარმედ: „საქმეთა მათთაებრ ნუ იქმთ“, ამისთჳს აწ აჴსენებს საქმეთა მათთა, რაჲთა ცნან, ვითარმედ ამათ ესევითართა საქმეთა იტყოდა არა ბაძვად.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ დაჴაშთ სასუფეველი ცათაჲ წინაშე კაცთა; თქუენ შეარა-ხუალთ და შემავალთა უტევებთ არა შესლვად“ (23,14).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესეცა დიდი ბრალობაჲ არს, უკუეთუ ვის სახე და წესი წინამძღურობისაჲ აქუნდეს და არა სარგებელ ეყოფოდის კაცთა. ხოლო უკუეთუ ავნებდესცა და აყენებდეს შესლვად ცხორებასა, რაჲ-მე იყოს ნუგეშინის-ცემაჲ მისი? ესრეთ იყვნეს უღმრთონი იგი; ოდეს უბრძანებდიან, ესოდენ დაამძიმიან ტჳრთი სხუათა ზედა, რომელ ყოვლადვე ვერ უძლის ტჳრთვად, ხოლო ოდეს მათ უჴმნ კეთილისა რაჲსმე ყოფად, ესოდენ წინააღმდგომსა იქმოდიან, ვიდრეღა სახე ბოროტისა ექმნიან ყოველთა. ესენი არიან ჭეშმარიტად უსჯულონი, რომელთა საქმედ ეპყრა სხუათა წარწყმედაჲ. რამეთუ საქმე მოძღურისა და წინამძღურისაჲ არს მოძ...

სრულად ნახვა