მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Matthew 7:14

13. Enter ye in at the strait gate: for wide is the gate, and broad is the way, that leadeth to destruction, and many there be which go in thereat:14. Because strait is the gate, and narrow is the way, which leadeth unto life, and few there be that find it.15. Beware of false prophets, which come to you in sheep's clothing, but inwardly they are ravening wolves.
Matthew თავი 7
14. Because strait is the gate, and narrow is the way, which leadeth unto life, and few there be that find it.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „შევედით იწროჲსაგან ბჭისა, რამეთუ ვრცელ არს ბჭე და ფართო არს გზაჲ, რომელსა მიჰყავს წარსაწყმედელად, და მრავალნი ვლენან მას. ვითარ-იგი იწრო არს ბჭე და საჭირველ გზაჲ, რომელი მიიყვანებს ცხორებასა, და მცირედ არიან მავალნი მას შინა“ (7,13-14).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარ უკუე სხუასა ადგილსა იტყჳს უფალი, ვითარმედ: „უღელი ჩემი ტკბილ არს, და ტჳრთი ჩემი მცირე არს“, და აწ იწრო და საჭირველ უწოდა გზასა მას ცხორებისასა? ხოლო ორივე ესე ჭეშმარიტ არს, რამეთუ ტკბილ არს უღელი მისი და ტჳრთი - მცირე სასოებისა მისთჳს მერმეთა მათ კეთილთაჲსა; რომელთა თუალნი გონებისანი ახილულ იყვნენ და მოელოდინ სასუფეველსა მას ცათასა და საშუებელსა მას დაუსრულებელსა და ხილვასა პირისა ღმრთისასა, მათ ყოველივე ჭირი წარმავალი სუბუქ და ადვილად უჩნს; ესრეთ უკუე ტკბილ არს უღელი მისი და ტჳრთი - მცირე. ხოლო რომელთა გონებანი ჯერეთ ზრქელ იყვნენ და მძლავრებანი ვნებათანი ჰბრძოდინ და ვერ ეძლოს განცხადებულითა თუალითა განცდად დიდებასა ღმრთისასა, მათთჳს იწრო არს ბჭე იგი სათნოებათაჲ და გზაჲ იგი - საჭირო, არა მისისა მის ბუნებისაგან, არამედ ჩუენისა უგულისჴმოებისაგან. ხოლო უკუეთუ ვინებოთ გულისჴმის-ყოფაჲ, ვიხილოთ საჭიროჲ იგი გზაჲ ფრიად სუბუქ და ადვილ. თქუას ვინმე, ვითარმედ: რაჲ არს სიტყუაჲ ესე? ვითარ იტყჳ, თუ იწროჲ იგი და საჭიროჲ ადვილ არს? ჰე, ეგრეთ არს ჭეშმარიტად, და ესე ესრეთ გულისჴმა-ყავ: იწროჲ ესე და საჭიროჲ ბჭე არს და გზაჲ; და...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი VII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
7:13-14 — ვიწრო და ფართო ბჭე:

13. შევედით იწროჲსაგან ბჭისა, რამეთუ ვრცელ არს ბჭე და ფართო არს გზაჲ, რომელსა მიჰყავს წარსაწყმედელად, და მრავალნი ვლენან მას ზედა.- ვიწრო ბჭეში განსაცდელებს გულისხმობს, როგორც ნებაყოფლობითს, მაგალითად, მარხვასა და სხვა ამდაგვარს, ისე იძულებითსაც, მაგალითად, ბორკილებსა და დევნას. როგორც ხორცმრავალ ან მძიმე ტვირთაკიდებულ კაცს არ მეუძლია ვიწრო ბჭით შესვლა, ასევე გაზულუქებულსა და მდიდარსაც; ამგვარნი ფართო გზით შედიან. გვიჩვენებს რა, რომ სივიწროვეც დროებითია და სიფართოვეც წარმავალი, მათ ბჭესა და გზას უწოდებს; რადგან ვინც შეურაცხყოფას დაითმენს, რამდენადმე ბჭეს ანუ ტანჯვას გაივლის, ხოლო გაზულუქებული ვითარცა გზას, ტკბობას ადგება. რამდენადაც ორივე წარმავალია, უმჯობესის არჩევაა საჭირო.

14. ვითარ-იგი იწრო არს ბჭე და საჭირველ გზაჲ, რომელი მიიყვანებს ცხორებასა, და მცირედნი არიან, რომელნი ჰპოებენ მას. - სიტყვა ვითარ-იგი გაკვირვებას გამოხატავს, რამეთუ უფალს უკვირს: როგორი ვიწროა ბჭე! მაშინ სხვაგან რატომღა ამბობს: უღელი ჩემი სუბუქ არს? - მომავალ საზღაურთა გამო.

სააღდგომო ეპისტოლე 1985 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II
ღეთივკურთხეულნო და ღვთისსაყვარელნო ივერნო, ძენო და ასულნო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა::

...,2), რათა აღასრულონ წმ. პავლეს დარიგება: „მოიღუაწე ღუაწლი იგი კეთილი სარწმუნოებისაჲ“().

როცა მეორე სიცოცხლეზე საუბრობს უფალი, ასე გვაფრთხილებს: „...იწრო არს ბჭე და საჭირველ გზაჲ, რომელი მიიყვანებს ცხორებასა, და მცირედნი არიან, რომელნი ჰპოებენ მას“().

გადის თვეები, წლები... დიდთა და მცირეთ, ჩინებულთა და უჩინოთა, ბოროტთა და კეთილთ - ყველას დაუდგება მიწიერ ყოფასთან განშორების დღე. გარდაცვალება სინამდვილეში ხელახალი შობაა სხვა სამყაროში. ბედნიერი ხარ, თუ ეს სიტყვები შენც შეგეხება: „ნეტარ არს გზა ეგე, რომელსა წარმართებულ ხარ დღეს, სულო, რამეთუ ადგილი განსასვენებელი მოგელის შენ“ (კურთხევანი).

მტკივნეულია ახლობელთან განშორება, მაგრამ ცრემლებისა და მწუხარების მიღმა უნდა დავინახოთ ნათელი დაუღამებელი, რომლითაც მოცულია განსვენებულის სული; უნდა დავინახოთ ქრისტეს მიერ სიკვდილის ძლევა.

გულდასმით უნდა ვიკითხოთ დიდებულთა და ღვთისსათნო ჩვენთა წინაპართა ისტორია, უნდა საფუძვლიანად გავეცნოთ წმიდათა ცხოვრებებს, რათა ვისწავლოთ, როგორ განვლიოთ საწუთრო და როგორ შევხვდეთ აღსასრულს.

მორწმუნისათვის სიკვდილის საიდუმლო იგივე თავისუფლების, მარადიული სიყვარულის საიდუმლოა.

ახლა ბევრი მიიჩნევს თავს...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლთ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ლთ ვითარმედ ესე არს ჭეშმარიტი დღესასწაულობაჲ: განშორებაჲ ბოროტთაგან და ქმნაჲ სათნოებისაჲ:

...გი დავიმკჳდრნეთ და ზეცად აღვიდეთ.

ნუცა ვჰგონებთ, თუ ძნელ არს გზაჲ იგი; „უკუეთუ ვიდრე მტერღა ვიყვენით, დავეგენით ღმერთსა სიკუდილითა ძისა მისისაჲთა, რავდენ უფროჲს აწ, და-რაჲ-ესე-ვეგენით, ვცხონდეთ მაცხოვარებითა მისითა“.

გარნა „იწროჲ არსო ბჭე და გზაჲ იგი საჭირველ“, - მეტყჳან ვინმე. გულისჴმა-ყავ, კაცო, რომელი ამას იტყჳ: პირველი იგი გზაჲ, რომელსა ხჳდოდე, ვითარი იყო? არა იწროჲ ხოლო იყო და საჭირველ, არამედ სრულიად უვალ და მჴეცთაგან ბოროტთა სავსე, და იყავ შენ შეყენებულ მას შინა და გამოსლვისა ღონე არცა ერთი რაჲ გაქუნდა; და ვითარცა-იგი ჩჩჳლთა ვერ ჴელ-ეწიფებოდა წიაღსლვაჲ ზღჳსა მის მეწამულისაჲ, არა თუმცა ქმნილ იყო სასწაული იგი განპებისა მისისაჲ, ეგრეთვე შენ ვერ ჴელ-გეწიფებოდა პირველისა მის ცხორებისაგან ზეცად აღსლვაჲ, უკუეთუმცა არა მოსრულ იყო ნათლის-ღებაჲ. არამედ მან შეუძლებელი იგი მადლითა ქრისტესითა შესაძლებელ-ყო. ხოლო უკუეთუ შეუძლებელი იგი შესაძლებელ იქმნა, რავდენ უფროჲსად აწ ძნელი იგი ადვილ იყოს? იგი საქმე ზეგარდამოჲსა მადლისაჲ იყოო. ამისთჳს უკუე უმეტესი გაქუნდინ სასოებაჲ, რამეთუ უკუეთუ მაშინ მადლი ხოლო ესრეთ შემწე გექმნა, უკუეთუ აწ შრომაჲცა უჩუენო, არა უფროჲსად შემწე გეყოსა? უკუეთუ უნაყოფოებასა...

სრულად ნახვა