...ი გავხდეთ. თუ კი ამჟამინდელ დროს გამოვუშვებთ ხელიდან და მოულოდნელად წავალთ ამ ცხოვრებიდან, მაშინ, თუმცა ვინანებთ, მაგრამ უკვე ვერანაირ სარგებელს ვეღარ მივიღებთ. და, რომ ამაში დარწმუნდე, ისმინე, რას ამბობს წინასწარმეტყველი: „რამეთუ არა არს, ვინ სიკუდილსა შინა მოგიჴსენოს შენ, ანუ ჯოჯოხეთს შინა ვინ აღგიაროს შენ" ()? და კიდევ: „ძმამან ვერ იჴსნას, იჴსნეს კაცმან?" ()? არავინ, ამბობს, იქ ვეღარ იხსნის ადამიანს, საკუთარი უზრუნველობით დაღუპულს, თუნდაც ძმა იყოს, თუნდაც მამა ან დედა. და რას ვამბობ: ძმა, მამა და დედა? თავად მართლებიც კი, რომლებმაც დიდი კადნიერება მოიპოვეს ღვთის წინაშე, მაშინ ვერ შეძლებენ ჩვენს დახმარებას, თუ ახლა უზრუნველობას მივეცემით. თუ, ნათქვამია, ნოე, იობი და დანიელი დადგნენ, ძეთა და ასულთა თვისთა ვერ იხსნიანო (იეზ 14:18). შენიშნე ამ მუქარის ძალა, — და ის, რა მართლები წარმოადგინა წერილმა მაგალითად. სწორედ ამ მართლებმა თავის დროზე სხვებისთვის ცხონების შუამავლებად იმსახურეს: ისე, ნოემ, როცა საშინელმა წარღვნამ ქვეყნიერება დაფარა, თავისი ცოლი და ძეები გადაარჩინა; ამგვარადვე იობი სხვებისთვის ცხონების მიზეზი იყო; ხოლო დანიელმა ბევრი იხსნა სიკვდილისგან, როცა სასტიკმა მბრძანებელმა ნაბ...