მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Romans 10:20

19. But I say, Did not Israel know? First Moses saith, I will provoke you to jealousy by them that are no people, and by a foolish nation I will anger you.20. But Esaias is very bold, and saith, I was found of them that sought me not; I was made manifest unto them that asked not after me.21. But to Israel he saith, All day long I have stretched forth my hands unto a disobedient and gainsaying people.
Romans თავი 10
20. But Esaias is very bold, and saith, I was found of them that sought me not; I was made manifest unto them that asked not after me.
თავი ი̂ე. ვითარმედ ურწმუნოებისაგან იქმნა დაცემაჲ მათი, უმეცრებისათჳს სიმართლესა ღმრთისასა, რამეთუ არა დაემორჩილნეს იგინი მადლსა მას ქადაგებისასა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო ესაია იკადრებს და იტყჳს: ვეპოე მათ, რომელნი არა მეძიებდეს, და განვეცხადე მათ, რომელნი მე არა მიკითხვიდეს (10,20).:

თარგმანი: ესე იყო კადნიერებაჲ ესაიაჲსი, რამეთუ აღირჩია, რაჲთა კადნიერებით განცხადებულად ქადაგებისათჳს მოიკლას წინააღმდგომთაგან, ვიდრეღა მიფარულად თქუმითა უჩინო-ყოფაჲ საიდუმლოსა ჴორცთშესხმისასა და ძალსა საღმრთოჲსა განგებულებისასა, რამეთუ ვითარცა პირითა უფლისაჲთა იტყჳს წარმართთათჳს, ვითარმედ: "ვეპოე მათ, რომელნი მე არა მეძიებდეს, და განვეცხადე მათ, რომელნი მე არა მიკითხვიდეს". და ჭეშმარიტად ზეგარდამოჲსა მადლისა მიერ ქმნითა ყოვლისა კეთილისაჲთა ჯეროვნად დაამდაბლებენ წერილნი ნათესავსა წარმართთასა, რამეთუ თჳნიერ საქმეთასა მადლით ცხოვნებულთა, ყოვლად არა უღირს ზუაობაჲ. გარნა დაღაცათუ მადლმან გამოუცხადა არა მეძიებელთა, არცა მკითხველთა, არამედ ესე მისათუალველ არს წარმართთაჲ, რამეთუ შემდგომად გამოცხადებისა მტკიცედ შეიტკბეს უჭირველად პოვნილი იგი.

თავი ი̂ე
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ესაია იკადრებს და იტყჳს (10,20).:

თარგმანი: კადრებაჲ ამას მოასწავებს, ვითარმედ კადნიერებით და ჴმა-მაღლად ღაღადებს.

ებისტოლე ჰრომაელთა მიმართ თავი 9
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: "ვეპოვე მათ, რომელნი მე არა მეძიებდეს (10,20).:

თარგმანი: წარმართთათჳს იტყჳს, ვითარმედ: რომელნი მე არა მეძიებდეს, ვეპოე მათ და მოვიყვანენ სარწმუნოვებად.

ესაიას განმარტება, თავი 6
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
5.:

...ამიტომაც, მათი აზრით, იგი ამბობდა, რომ მისი ბაგეები უწმინდური იყო, რადგან კადნიერება აკლდა. მაგრამ მე ვერ მივიღებდი მათ, ვინც ასე ამბობს, რადგან მათზე სანდო პავლეა, რომელიც ესაიას გაბედულს უწოდებს და ამბობს: „ხოლო ესაია იკადრებს და იტყჳს“ (). ამიტომაც, როგორც ამბობენ, იგი სიცოცხლეს ჩვეულებრივი წესითაც კი არ განშორებია, არამედ უმძიმესი სასჯელი დაითმინა, რადგან იუდეველებმა მისი კადნიერება ვერ აიტანეს.

ამასთანავე, საღვთო წერილი არსად ამბობს, რომ ესაია იქ იყო, როცა ოზიას ამბავი ხდებოდა, და იქ მყოფი დუმდა; ამის მთქმელნი ამას საკუთარი სახლიდან, საკუთარი ვარაუდით იგონებენ. მაშ, რა უნდა ითქვას? ის, რომ მოსეს შემთხვევა და ეს შემთხვევა ერთნაირი არ იყო. მოსე იგზავნებოდა უცხო და ბარბაროსულ ქვეყანაში, მძვინვარე და გამხეცებულ ტირანთან; ესაია კი თავისიანებთან, რომელთაც ბევრი რამ მრავალგზის ჰქონდათ მოსმენილი და დიდი ხნის განმავლობაში იყვნენ განსწავლულნი; ამიტომ იქ მორჩილებას და აქ მორჩილებას...

სრულად ნახვა
წინათქმა ესაია წინასწარმეტყველის განმარტებისათვის
თემატური კომენტარი
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1.:

...ცა ესაიას თავისუფალ მეტყველებას, დაუმონებელ სულისკვეთებას, მაღალ აზრსა და ქრისტეს შესახებ ესაიას წინასწარმეტყველების დიდ სიცხადეს აჩვენებდა, ყოველივე ეს ერთი გამონათქვამით წარმოადგინა და თქვა: „ხოლო ესაია იკადრებს და იტყჳს: ვეპოვე მათ, რომელნი მე არა მეძიებდეს, და განვეცხადე მათ, რომელნი მე არა მიკითხვიდეს“ (). დიდი იყო მასში თანალმობაც. იგი არა მხოლოდ ერის მძვინვარებას უპირისპირდებოდა და თავისუფალი ენითა და უფრო მაღალი აზრით, დიდი კადნიერებით აუწყებდა მათ იმ მწუხარებებს, რომლებიც თავს დაატყდებოდათ, არამედ თვით ამ მოვლენების გარემოებებშიც იმათზე ნაკლებად როდი სტკიოდა და იკოდებოდა, ვინც მათში ვარდებოდა, და დატყვევებულებზე უფრო მწარედ გლოვობდა. და, შეიძლება ითქვას, ყველა წინასწარმეტყველისა და წმინდანის ზნეც ასეთი იყო: მათ თავიანთი განწყობით, რომელიც მათზე ჩაბარებულთა მიმართ ჰქონდათ, მამების მამობრივი სიყვარული დაჩრდილეს და ბუნების მძლავრობას დიდი სიჭარბით გადააჭარბეს. რადგან არც ერთი, არასოდეს არც ერთი შვილთმოყვარე კაცი ისე არ იწვოდა თავისი ნაშიერების გამო, როგორც ესენი კვდებოდნენ მათზე ჩა...

სრულად ნახვა