1.პავლე, ჩინებული მოციქული იესუ ქრისტესი ნებითა ღმრთისაჲთა, და სოსთენე ძმაჲ,2.ეკლესიასა ღმრთისასა, რომელი არს კორინთეს შინა, განწმედილთა ქრისტე იესუჲს მიერ, ჩინებულთა წმიდათა, ყოველთა თანა, რომელნი ხადიან სახელსა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა, ყოველსა ადგილსა მათსა და ჩუენსა:3.მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა და უფლისა იესუ ქრისტესა.4.ვჰმადლობ ღმერთსა ჩემსა მარადის თქუენთჳს მადლსა მას ზედა ღმრთისასა, მოცემულსა თქუენდა ქრისტე იესუჲს მიერ.5.რამეთუ ყოვლითა განჰმდიდრდით მას შინა, ყოვლითა სიტყჳთა და ყოვლითა მეცნიერებითა,6.ვითარცა წამებაჲ იგი ქრისტესი განმტკიცნა თქუენ შორის,7.რაჲთა თქუენ არარაჲთ ნაკლულევან იყვნეთ არცა ერთითა მადლითა და მოელოდით გამოჩინებასა მას უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა.8.რომელმანცა დაგამტკიცნეს თქუენ ვიდრე აღსასრულადმდე უბრალონი დღესა მას უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა.9.სარწმუნო არს ღმერთი, რომლისა მიერ იჩინენით ზიარებასა მას ძისა მისისასა იესუ ქრისტეს უფლისა ჩუენისასა.10.ხოლო გლოცავ თქუენ, ძმანო, სახელითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რაჲთა მასვე იტყოდით ყოველნი, და ნუ იყოფინ თქუენ შორის წვალება, არამედ იყვენით განმტკიცებულნი მითვე გონებითა და მითვე მეცნიერებითა.11.რამეთუ მეუწყა მე თქუენთჳს, ძმანო ჩემნო, ქლოველთა მათგან, ვითარმედ ჴდომა რაჲმე არიან თქუენ შორის.12.ხოლო ვიტყჳ ამას, რამეთუ კაცად-კაცადი თქუენი იტყჳს, ვითარმედ: მე პავლესი ვარ, ხოლო მე - აპოლოჲსი, ხოლო მე - კეფაჲსი, ხოლო მე - ქრისტესი.13.გან-მე-ყოფილ არსა ქრისტე? ანუ პავლე ჯუარს-ეცუაა თქუენთჳს? ანუ სახელისა მიმართ პავლესისა ნათელ-იღეთა?14.ჰვმადლობ ღმერთსა, რამეთუ არავის თქუენგანსა ნათელ ვეც, გარნა კრისპოსს და გაიოსს,15.რაჲთა არავინ თქუას, ვითარმედ: სახელითა ჩემითა ნათელ-ვეც.16.ხოლო ნათელ-ვეც სტეფანაჲსცა სახელსა, მერმე არა ვიცი, უკუეთუ ვისმე ნათელ-ვეც სხუასა.17.რამეთუ არა მომავლინა მე ქრისტემან ნათლის-ცემად, არამედ სახარებად, არა სიბრძნისა სიტყჳთა, რაჲთა არა ცალიერ იყოს ჯუარი იგი ქრისტესი.18.რამეთუ სიტყუაჲ იგი ჯუარისაჲ წარწყმედულთა მათთჳს სიცოფე არს, ხოლო ჩუენ ცხორებულთა ამათთჳს ძალ ღმრთისა არს.19.რამეთუ წერილ არს: წარვწყმიდო სიბრძნე იგი ბრძენთაჲ და მეცნიერებაჲ იგი მეცნიერთაჲ შეურაცხ-ვყო.20.სადა არს ბრძენი? სადა არს მწიგნობარი? სადა არს გამომეძიებელი იგი ამის სოფლისაჲ? ანუ არა განაცოფა ღმერთმან სიბრძნე იგი ამის სოფლისაჲ?21.რამეთუ ვინაჲთგან სიბრძნჲთა მით ღმრთისაჲთა ვერ იცნა სოფელმან სიბრძნითა თჳსითა ღმერთი, ჯერ-იჩინა ღმერთმან ქადაგებითა მით სისულელისაჲთა ცხორებაჲ მორწმუნეთაჲ მათ.22.ვინაჲთგან ჰურიანიცა სასწაულსა ითხოვენ, და წარმართნი სიბრძნესა ეძიებენ.23.ხოლო ჩუენ ვქადაგებთ ქრისტესა ჯუარ-ცუმულსა: ჰურიათა სამე საცთურ, და წარმართთა სისულელე.24.ხოლო მათვე ჩინებულთა ჰურიათა და წარმართთა ქრისტე ღმრთისა ძალ არს და ღმრთისა სიბრძნე.25.რამეთუ სულელი იგი ღმრთისაჲ უბრძნეს კაცთა არს, და უძლური იგი ღმრთისაჲ უძლიერეს კაცთა არს.26.რამეთუ იხილეთ-ღა ჩინებულებაჲ ეგე თქუენი, ძმანო: არა მრავალნი ბრძენ არიანა ჴორციელად, არა მრავალნი ძლიერ არიანა, არა მრავალნი აზნაურ არიანა?27.არამედ სულელნი იგი სოფლისანი გამოირჩინა ღმერთმან, რაჲთა არცხჳნოს ბრძენთა და უძლურნი იგი სოფლისანი გამოირჩინა ღმერთმან, რაჲთა არცხჳნოს ძლიერთა.28.და უაზნონი იგი სოფლისანი და შეურაცხნი გამოირჩინა ღმერთმან და არა-არსნი იგი, რაჲთა არსნი იგი განაქარვნეს;29.რაჲთა არა იქადოს ყოველმან ჴორციელმან წინაშე ღმრთისა.30.მისგან თქუენ ხართ ქრისტე იესუს მიერ, რომელი-იგი იქმნა ჩუენდა სიბრძნე ღმრთისა მიერ, სიმართლე, სიწმიდე და გამოჴსნა,31.რაჲთა, ვითარცა-იგი წერილ არს: რომელი-იგი იქადოდის, უფლისა მიერ იქადოდის.
ესე ებისტოლჱ მიუწერა ეფესოჲთ კორინთეს, რამეთუ პირმელ ექადაგა მათ შორის და მერმე აწ მიუწერს. ხოლო მიზეზი ესე იყო, რამეთუ კორინთელნი განიწვალებოდეს და შფოთებდეს ურთიერთას და იყო მათ შორის შფოთი და ერთსა ვისმე მამის ტოლი ცოლად შეერთო და არას ეტყოდეს მას. და სხუათა უნდა ცოლთა მათთა დაგდებაჲ მიზეზითა ტყუვილისა მოღუაწებისაჲთა, და ვიეთნიმე საკერპოთა შინა ჭამდეს, ვითარმცა არას ავნებდა კერპთა შეწირული; და სხუანი სხუათა მადლთა ღმრთისათა შეურაცხ-ჰყოფდიან, ხოლო რომელნი...
ღვთისმშობლის წილხვედრი კურთხეული ივერიის ღვთისმოყვარე, მშვიდობისმოყვარე სამწყსოს:
„თუკი ღმერთი ჩვენს მხარესაა, მაშ ვინღაა ჩვენს წინააღმდეგ“ ()
_ყოვლადუსამღვდელოესნო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონაზონნო, ყოველნო ღვთივდაცულნო შვილნო ივერიისა, საქართველოს მკვიდრნო და სამშობლოს საზღვრებს გარეთ დროებით მცხოვრებნო თანამემამულენო, ისმინეთ უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს სიტყვები და ღრმად აღიბეჭდეთ გულში: „ამას იტყვის წმიდაჲ იგი და...
...ება, დიდი და საკვირველი; და ყველგან ვხედავთ, რომ პავლე წინ წარმოაჩენს ამ ღირსების მიზეზებს — არა როგორც პატივის მიმტაცებელი, არამედ როგორც ის, ვისაც იგი ჩააბარეს და აუცილებლობა აქვს. რამეთუ როცა საკუთარ თავს „პავლე, ჩინებული მოციქული იესუ ქრისტესი ნებითა ღმრთისაჲთა" () უწოდებს, როცა ამბობს, რომ „პავლე, მონაჲ იესუ ქრისტესი, ჩინებული მოციქული, რჩეული სახარებასა მას ღმრთისასა" (), და კვლავ სხვაგან: „რამეთუ უნებელი ზედა-მაც მე" (), და როცა ამბობს, რომ ამისთვისაა გამორჩეული, ეს ყველაფერი პატივმოყვარეობისა და ქედმაღლობის უარყოფაა.რამეთუ როგორც ის, ვინც ღმერთისგან მიუცემელ პატივს ეძალება, უკიდურესი მხილების ღირსია, ასევე ისიც, ვინც მიცემულ პატივს განიშორებს და გაექცევა, სხვა ბრალდებებს — ურჩობასა და დაუმორჩილებლობას — ექვემდებარება.ამიტომ ახლაც, ტიმოთეს მიმართ ეპისტოლის დასაწყისში, პავლე ამას ამბობს, როცა ასე წერს: „პავლე, მოციქული იესუ ქრისტესი, ბრძანებითა ღმრთისა" (...
...ე, რომელიც ლაპარაკობდა, და იმის ნაცვლად, რომ ეთქვა: „ამას ამბობს უფალი", ამბობდა: „ვინაჲთგან გამოცდასა ეძიებთ მისსა, რომელი-იგი ჩემ მიერ იტყჳს ქრისტე" ()? და კვლავ: „პავლე, ჩინებული მოციქული იესუ ქრისტესი" (), რითაც აჩვენებს, რომ არაფერი მისი არ არის; რადგან მოციქული იმას წარმოთქვამს, რაც მის მომავლინებელს ეკუთვნის.და კვლავ: „ვჰგონებ, ვითარმედ სული ღმრთისაჲ მაქუს მე." ().ის სიტყვები, მაშ, ყველა სულიწმინდით წარმოთქვა, ხოლო ეს, რასაც ახლა ამბობს, ღმერთისგან ცხადადაც მოისმინა; ისევე, როგორც ის სიტყვა, რომელსაც ეფესელ ხუცესებთან საუბრისას ამბობდა: „ნეტარ არს მიცემაჲ უფროჲს მოღებისა." (), დაუწერელ და დუმილით შემონახულ სიტყვად ჰქონდა მოსმენილი.მაშ, ვნახოთ, ახლა რას ამბობს.რადგან ამბობს: **„ხოლო ამას გეტყჳ თქუენ სიტყჳთა უფლისაჲთა, ვითარმედ ჩუენ, ცხოველნი ესე, რომელ დაშთომილ ვიყვნეთ მოს...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ყოველი, რომელი მომცეს მე მამამან, ჩემდა მოვიდეს; და რომელი მოვიდეს ჩემდა, არა განვაძო გარე“ (6,37).:
...უფებისა მისგან გამოიყვანებს, - ნუ იყოფინ! - არამედ ითქუმის მიცემად ამისთჳს, რამეთუ მის მიერ ვპოვეთ მისლვაჲ და შეწყნარებაჲ მამისაჲ, და მან შეგუწირნა მისა.
ხოლო რომლისამიერობაჲ ესე მამისათჳსცა ითქუმის, ვითარცა-იგი თქუმულ არს, ვითარმედ: „რომლისა მიერ იწოდენით ზიარებად ძისა მისისა და ნებითა მამისაჲთა“. და კუალად იტყჳს: „ნეტარ ხარ შენ, სიმონ, ძეო იონაჲსო, რამეთუ ჴორცთა და სისხლთა არა გამოგიცხადეს“. ხოლო რომელსა ესე მოასწავებს, ესე არს, ვითარმედ: არა ესრეთ უნდოჲ საქმჱ არს ჩემდა მომართ სარწმუნოებაჲ, არამედ ზეცით შეწევნაჲ და ძალი უჴმს. და ამას ყოველსა მას შინა სიტყუასა თჳსსა დაამტკიცებს, რაჲთა გამოაჩინოს, ვითარმედ სული ახოვანი უჴმს და ღმრთისა მიერ მოცემული ლმობიერებაჲ ამას სარწმუნოებასა. არამედ ნუუკუე თქუას ვინმე, ვითარმედ: უკუეთუ ყოველი, რომელი მოგცეს მამამან, შენდა მოვალს, და რომელნი მან მოიყვანნეს, და უკუეთუ ვერვის ძალ-უც შენდა მოსლვად, არა თუ მოცემულ იყოს მისა ზეცით, მაშა იგინი სადმე, რომელნი არა მოიყვანნეს მამამან, გარეგან არიანა ყოვლისავე ბრალისა? გარნა ესევითარნი სიტყუანი არიან ამაონი და ცუდნი. ხოლო ჩუენიცა ნებაჲ და მოსწრაფებაჲცა საჴმარ არს, რამეთუ მიღებაჲ სწავლისაჲ და რწმ...