მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 1:9

8. რომელმანცა დაგამტკიცნეს თქუენ ვიდრე აღსასრულადმდე უბრალონი დღესა მას უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა.9. სარწმუნო არს ღმერთი, რომლისა მიერ იჩინენით ზიარებასა მას ძისა მისისასა იესუ ქრისტეს უფლისა ჩუენისასა.10. ხოლო გლოცავ თქუენ, ძმანო, სახელითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რაჲთა მასვე იტყოდით ყოველნი, და ნუ იყოფინ თქუენ შორის წვალება, არამედ იყვენით განმტკიცებულნი მითვე გონებითა და მითვე მეცნიერებითა.
1 კორინთელთა მიმართ თავი 1
9. სარწმუნო არს ღმერთი, რომლისა მიერ იჩინენით ზიარებასა მას ძისა მისისასა იესუ ქრისტეს უფლისა ჩუენისასა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ყოველი, რომელი მომცეს მე მამამან, ჩემდა მოვიდეს; და რომელი მოვიდეს ჩემდა, არა განვაძო გარე“ (6,37).:

...უფებისა მისგან გამოიყვანებს, - ნუ იყოფინ! - არამედ ითქუმის მიცემად ამისთჳს, რამეთუ მის მიერ ვპოვეთ მისლვაჲ და შეწყნარებაჲ მამისაჲ, და მან შეგუწირნა მისა.

ხოლო რომლისამიერობაჲ ესე მამისათჳსცა ითქუმის, ვითარცა-იგი თქუმულ არს, ვითარმედ: „რომლისა მიერ იწოდენით ზიარებად ძისა მისისა და ნებითა მამისაჲთა“. და კუალად იტყჳს: „ნეტარ ხარ შენ, სიმონ, ძეო იონაჲსო, რამეთუ ჴორცთა და სისხლთა არა გამოგიცხადეს“. ხოლო რომელსა ესე მოასწავებს, ესე არს, ვითარმედ: არა ესრეთ უნდოჲ საქმჱ არს ჩემდა მომართ სარწმუნოებაჲ, არამედ ზეცით შეწევნაჲ და ძალი უჴმს. და ამას ყოველსა მას შინა სიტყუასა თჳსსა დაამტკიცებს, რაჲთა გამოაჩინოს, ვითარმედ სული ახოვანი უჴმს და ღმრთისა მიერ მოცემული ლმობიერებაჲ ამას სარწმუნოებასა. არამედ ნუუკუე თქუას ვინმე, ვითარმედ: უკუეთუ ყოველი, რომელი მოგცეს მამამან, შენდა მოვალს, და რომელნი მან მოიყვანნეს, და უკუეთუ ვერვის ძალ-უც შენდა მოსლვად, არა თუ მოცემულ იყოს მისა ზეცით, მაშა იგინი სადმე, რომელნი არა მოიყვანნეს მამამან, გარეგან არიანა ყოვლისავე ბრალისა? გარნა ესევითარნი სიტყუანი არიან ამაონი და ცუდნი. ხოლო ჩუენიცა ნებაჲ და მოსწრაფებაჲცა საჴმარ არს, რამეთუ მიღებაჲ სწავლისაჲ და რწმ...

სრულად ნახვა