თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: ესე ყოველნი სატანჯველნი მათნი, რომელ წარმოვთქუენ, სახენი ოდენ არიან სატანჯველთა ჩუენთანი, ესე იგი არს, ვითარმედ, უკუეთუ მათებრ უგულისჴმო ვიპოვნეთ, ესოდენ უძჳრეს იყვნენ მათსა სატანჯველნი ჩუენნი, რაოდენ სახისასა უცხადეს არს ჭეშმარიტებაჲ. რამეთუ თჳთ ამისთჳს უძჳრეს დავისაჯებით, რომელ სახედ გუაქუს მათი იგი დაცემაჲ, ხოლო ჩუენ არა ვეკრძალებით, და არცაღა ამას გულისჴმა-ვჰყოფთ, ვითარმედ მათ ზედა მოწევნული იგი სამოძღურებელად ჩუენდა დაწერილ არს. ჩუენდა — ვიეთდა? — გარნა თუ მათდა, რომელნი-ესე უმახლობელეს ვართ მოწევნასა ჟამთა აღსასრულისასა და ყოფადისა მის საშჯელისასა. ესრეთ უკუე მრავალსახედ შეაშინებს მოციქული კორინთელთა: უმძიმესობითა პატიჟისაჲთა და უმახლობელესობითა საშჯელისაჲთა, ვითარმედ: აჰა კართა ზედა მოწევნულ არს მოსლვაჲ ღმრთისაჲ.
1 კორინთელთა მიმართ 10:11
...უდბებასა, რამეთუ გარეწარნი შინაგანად შერაცხილ არიან, და შინაგანნი ესე საქმენი - გარეწარად და გარეწარ-თაცა უშეურაცხჱს.
ანუ არა უწყითა, ვითარმედ ყოველნი ესე წერილნი არა თუ მაშინდელთა მათ კაცთათჳს ოდენ დაწერილ არიან, არამედ ჩუენთჳსცა სწავლად დაწერილ არიან, რომელთა ზედა აღსასრულნი ჟამთანი მოიწინეს, ; ვითარცა მოციქული პავლე იტყჳს. ამისთჳს ყოვლადვე ვიტყჳ და არავინ ისმენს, გარნა მე არავე დავსცხრე სიტყუად, და ესრეთ ღმერთმან მომცეს სასყიდელი. რამეთუ რომელი მორჩილთა ასწავლიდეს, აქუს მას ნუგეშინის-ცემაჲ - მსმენელთა მათ მორჩილებაჲ, ხოლო რომელი ზედაჲსზედა იტყოდის, და არავინ უსმენდეს, და იგი არავე დასცხრებოდის სიტყუად, უმეტესსა სასყიდელსა ღირს არს, რამეთუ ნებისათჳს ღმრთისა, დაღაცათუ არავინ უსმენდა, მან თჳსი აღასრულა. არამედ მე სურვიელ ვარ, რაჲთა თქუენცა სცხოვნდეთ, და ესე მაქუს დიდად სასყიდელად; და მწუხარე ვარ, უკუეთუ არა გამოიღოთ ნაყოფი. არამედ ღირსმცა ვართ ყოველნი გამოღებად ნაყოფთა სულიერთა და საუკუნეთა კეთილთა მიმთხუევად მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა ჰშუენის დიდებაჲ სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
...მარ არს ესე წამალი, რომელნი-ეგე მარადღე მოიწყლვით ეშმაკისა მიერ. აწ უკუე არაკითხვისა ფრიად ესე უძჳრეს არს, რომელ ეგრეთცა გაქუს, თუ არა საჴმარ არს თქუენდა, არცა თანანადებ კითხვაჲ და წურთაჲ საღმრთოთა სიტყუათაჲ. არა გესმისა, რასა იტყჳს მოციქული პავლე, ვი-თარმედ: „ესე ყოველი სწავლად ჩუენდა დაიწერა“. ნუუკუე მონაზონ-თათჳს თქუა ესე? არა ყოველთა მორწმუნეთათჳს იტყჳსა? ანუ უფალმან მცნებანი თჳსნი არა ყოველთა მორწმუნეთა მისცნაა? ისმინეთ, რასა ეტყჳს მოციქულთა: „წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნა-თელ-სცემდით მათ სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲ-თა და ასწავებდით მათ დამარხვად ყოველი, რავდენი გამცენ თქუენ“. ვი-თარ უკუე იტყჳთ, თუ მონაზონთა ხოლო უჴმს კითხვაჲ და სმენაჲ წერილ-თაჲ? თქუენ არა გიჴმსა?
იხილენ კაცად-კაცადმან თავი თჳსი, თუ ვითარ არს გონებაჲ მისი, ოდეს ლოცვაჲ ესმოდის, ანუ ვითარ არს, ოდეს სიმღერაჲ ესმოდის, ვითარ არს, ეკლესიასა შინა რაჲ იყოს, და ვითარ არს თეატრონსა შინა. და ცნას ცვალებაჲ იგი სულისაჲ, თუ ვითარ ერთი იგი სული აქა სხუად შეიცვალების და მუნ - სხუად. ამისთჳს იტყჳს მოციქული: „განრყუნიან წესნი კეთილნი ზრახვათა ბოროტთა“....