თარგმანი: კუალად აქა სხუასა მიზეზსა იტყჳს, ვითარმედ: არა ხოლო ამით უჯერო არს მამაკაცისა მიერ დაბურვაჲ თავისაჲ, რამეთუ ქრისტე თავ მისსა არს, არამედ ამითცა, რამეთუ ხატ და დიდება ღმრთისა არს. ხატ — არა სულითა ანუ ჴორცითა, გარნა მხოლოდ, ხატ ამით, რამეთუ, ვითარ-იგი ღმერთი მთავრობს მის ზედა, ეგრეთვე იგი — ყოველთა ზედა ქუეყანისათა და თჳთ დედაკაცსაცა ზედა; ხოლო დიდება — ამით, რამეთუ თჳთ არავისსა სხჳსა, თჳნიერ მხოლოდ ღმრთისა სამთავრო არს; და ვითარცა ჴორციელნი ესე მთავარნი ვერ შევლენ წინაშე მოკუდავისა მეფისა, უკუეთუ არა ემოსოს თითოეულსა მიცემული იგი მისდა სასწაული მთავრობისაჲ, რაჲცა-იგი იყოს, ქლამინდითურთ და სარტყლით, ეგრეთვე ჟამი იგი ლოცვისა გინა წინაჲსწარმეტყუელებისაჲ —შესლვაჲ არს წინაშე ღმრთისა. ამისთჳს უჴმს თითოეულსა ჩუენებად მიცემული იგი მისდა პატივი ღმრთისა მიერ: მამაკაცსა —თავდაუბურველობაჲ, ხოლო დედაკაცსა — თავდაბურვილობაჲ. და უკუეთუ რომელიცა თჳსისა წესისაგან დაკლებულ იყვნენ.
1 კორინთელთა მიმართ 11:7
6. რამეთუ უკუეთუ არა დაიბურავს დედაკაცი იგი, და იკუეცენცა; ხოლო უკუეთუ საძაგელ არს დედაკაცისა კუეცაჲ გინა დაყუენვაჲ, დაიბურენ მან.7. მამაკაცისაჲ უკუე არა ჯერ-არს დაბურვაჲ თავისაჲ, რამეთუ ხატი და დიდებაჲ ღმრთისაჲ არს, ხოლო დედაკაცი დიდებაჲ ქმრისა არს.8. რამეთუ არა არს მამაკაცი დედაკაცისაგან, არამედ დედაკაცი მამაკაცისაგან;
1 კორინთელთა მიმართ თავი 11