...ი აღესრულნეს, იქმნას მერმეღა ესევითარი იგი სამარე სავსე არაწმიდებითა და სულმყრალობითა, რაოდენისა უბადრუკებისა ღირს არს საქმე ესე, რაოდენისა გლოვისა და გოდებისა, ოდეს ასონი იგი ქრისტესნი იქმნენ საფლავ დაყროლებულ?!
ისმინეთ, რასა იტყჳს მოციქული: „თქუენ ხართო ჴორცნი ქრისტესნი და ასონი ასოთა მისთაგანნი“. გულისჴმა-ყავ, კაცო, დღე იგი მეორედ შობისაჲ, ვითართა კეთილთა ღირს იქმენ, ვითარითა სამკაულითა შეიმკვე, ვითარ ტაძარ ღმრთისა იქმენ, არა ოქროჲთა განგლესილ და მარგალიტითა მოსხმულ, არამედ სულითა წმიდითა განბრწყინვებულ. აწ უკუე ეკრძალე თავსა შენსა, რაჲთა არა იქმნე კუალად ქუაბ ავაზაკთა და საფლავ, სავსე არაწმიდებითა. გულისჴმა-ყავ, ვითარმედ პალატსა შინა სამეუფოსა აკალდამაჲ არა ეშენების. ეგრეთვე შენ, იყო თუ საფლავ განგოზილ და სამარე ზეღებულ, ზეცისა იერუსალჱმსა ვერ შეხუალ, და უფროჲსად ვთქუა, ვითარმედ აქაცა საძაგელ იქმნები ყოველთა შორის. უკუეთუმცა ვის ეტჳრთა გუამი მკუდრისა დაყროლებულისაჲ და მიმოვიდოდა, არამცა ყოველნი ივლტოდესა მისგან? ეგრეთ არიან, რომელთა სულნი ცოდვათაგან მკუდარ არიან და უშჯულოებათაგან დაყროლებულ. ვინმცა შეიწყალა ესევითარი იგი? უკუეთუ მან თჳთ არა შეიწყალოს თავი თჳსი, სხუამან ვითარ შეიწყალოს იგი? მითხარღა, კაცო, უკუეთუმცა ვინ...