მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 2:10

9. არამედ ვითარცა წერილ-არს: რომელი თუალმან არა იხილა, და ყურსა არა ესმა, და გულსა კაცისასა არა მოუჴდა, რომელი განუმზადა ღმერთმან მოყუარეთა თჳსთა.10. ხოლო ჩუენ ღმერთმან გამოგჳცხადა სულისა მიერ თჳსისა; რამეთუ სული ყოველსავე გამოეძიებს და სიღრმესაცა ღმრთისასა.11. რამეთუ ვინ-მე უკუე იცის კაცმან კაცისაჲ, გარნა სულმანვე კაცისამან, რომელი არს მის თანა? ეგრეთცა ღმრთისაჲ არავინ იცის, გარნა სულმანვე ღმრთისამან.
1 კორინთელთა მიმართ თავი 2
10. ხოლო ჩუენ ღმერთმან გამოგჳცხადა სულისა მიერ თჳსისა; რამეთუ სული ყოველსავე გამოეძიებს და სიღრმესაცა ღმრთისასა.
თავი ა̂. რაჲთა არა განიწვალებოდინ ურთიერთას დიდების მოყუარებისაგან და კაცობრივისა სიბრძნისა, რომელსა შინა იტყჳს საღმრთოჲსა სიბრძნისათჳს და საღმრთოთა მსახურთათჳს, და არა-განკითხვისათჳს მოძღუართაჲსა, და რაჲთა არა ვიყვნეთ განლაღებულ და ზუავ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო ღმერთმან ჩუენ გამოგჳცხადა სულისა მიერ თჳსისა (2,10).:

თარგმანი: რაჲთა არავინ ჰრქუას, ვითარმედ: "თქუენ ვითარ ისწავეთ?" — ამისთჳს წინა-აღუჴსნის, ვითარმედ: "ჩუენ ღმერთმან გამოგჳცხადა სულისა მიერ თჳსისა"; და ამით დაჰქენჯნის საწარმართოსა სიბრძნესა, ვითარმედ ვერ ღირს-იქმნა იგი მიწევნად ესევითართა საიდუმლოთა.

თავი ა̂, * ა
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო გამოგჳცხადა ღმერთმან სულითა მით თჳსითა (2,10).:

თარგმანი: რაჲთა არავინ თქუას, თუ: ვინაჲთგან არავინ ცნა, თქუენ ვითარ სცანთ? — ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: ღმერთმან სულისა მიერ წმიდისა გამოგჳცხადა, და არა სიბრძნითა კაცობრივთა, რამეთუ იგი არა ღირს იქმნა ხილვად საიდუმლოთა მათ.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის